ბალზამირება
დაგვიკავშირდით
591703388პროცედურა
ბალზამირება ( balzamirebis servisi ) იმისთვისაა აუცილებელი, რომ ცხედრის ხრწნის პროცესი შეჩერდეს და მიცვალებულს დაკრძალვის დღემდე შეუნარჩუნდეს მეტ-ნაკლებად პირვანდელი იერი.
მოგეხსენებათ, მრავალი ქვეყნის და ერის ტრადიციებში გარდაცვლილს რამდენიმე დღით აყოვნებენ ამქვეყნად. ცხედარი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში იცვლის იერსახეს - უჩნდება ლაქები და იწყება ხრწნის პროცესი, რასაც თან ახლავს აუტანელი სუნი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალი კი სწორედ სპეციალური ნივთიერებებით მისი დამუშავებაა.
გარდაცვლილის ბალზამირება ( balzamireba ) ჯერ კიდევ უხსოვარ დროს დაიწყეს. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფარაონების მუმიებმა ათასწლეულებს სწორედ ბალზამირებით გაუძლო. ამ პროცედურის შემსრულებლებს წმინდანებად აღიარებდნენ.
არსობრივად, მუმიფიცირება და ბალზამირება ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ძველეგვიპტელებს უფრო რელიგიური შეხედულებები ამოძრავებდათ, თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანი ერთია: ნეშტის ხანგრძლივი თუ გარკვეული ვადით შენახვა.
გარდაცვლილის დაბალზამება ( balzamirebis gaketeba ) თავდაპირველად ეგვიპტეში სპეციალური ნივთიერებით გაჟღენთილ ქსოვილში გახვევით ხდებოდა. ეს სპეციალური ნივთიერებები მცენარეული ნელსაცხებლები იყო, რომლებსაც ბალზამს უწოდებდნენ. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს დასახელება. თუმცა, ახლახან გაკეთებული კვლევების მიხედვით, მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ეს სასწაული ნივთიერება ნავთობია.
მოგვიანებით უფრო დახვეწეს ტექნიკა, დაიწყეს ცხედრის შიგნეულობისგან გასუფთავება და ისე შენახვა, პირველ რიგში, ტვინისგან ათავისუფლებდნენ ცხედარს - ცხვირის ერთ ნესტოში შეჰყავდათ წვრილი ლითონის ღერი და იმდენ ხანს ატრიალებდნენ, სანამ მეორე ნესტოდან არ გამოვიდოდა ტვინის გარკვეული მასა. დარჩენილ მასას კი სპეციალური ხსნარებით უმკლავდებოდნენ. შემდეგ სხვა ორგანოებისგანაც (გულის გარდა) ათავისუფლებდნენ ცხედარს, რომლებსაც ოთხ სპეციალურ ჭურჭელში ინახავდნენ. ამის შემდეგ კი ფიტულს პალმის ღვინით წმენდდნენ და სხვადასხვა მცენარეული და მინერალური ნივთიერებით ამუშავებდნენ, მათ შორის:
- ნატრიუმის ქლორიდით
- კედრისა თუ კვიპაროსის არომატიზებული ფისით
მიცვალებულის ბალზამირება ( adamianis dabalzameba ) ეგვიპტელებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რელიგიური თვალსაზრისით იყო განპირობებული - მათ სჯეროდათ, რომ გარდაცვლილის სული აუცილებლად დაუბრუნდებოდა სხეულს ერთგვარი მოგზაურობის შემდეგ და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ამ სხეულის სათანადოდ შენახვა;
მიცვალებულის დაბალზამება ( adamianis balzamireba ) სულ სხვა მიზნით მოხდა პროლეტარიატის დიდი ბელადის, ვლადიმირ ლენინის შემთხვევაში. ოფიციალური განცხადებით, ეს იყო ათასობით მშრომელის გულითად თხოვნის შესრულება, რათა მათთვის უკუნითი უკუნისამდე ყოფილიყო შესაძლებელი, თაყვანი ეცათ ბელადისთვის.
ამ დიადი ადამიანის ბალზამირება, ( micvalebulis dabalzameba ) მეორე ვერსიით, სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ლენინის კულტი დავიწყებას არ მისცემოდა.
დაბალზამება გულისხმობს სხეულში სპეციალური ნივთიერების შეყვანას, რომელიც მიკრობებს ანადგურებს და ქსოვილის გადაგვარებას აფერხებს.
თანამედროვე სახით ბალზამირების გამოყენება ამერიკასა და ევროპაში მე-19 საუკუნეში დაიწყეს. გაგანია ომების დროს ფრონტის ხაზზე უამრავი ჯარისკაცი იხოცებოდა და ისინი სახლში, ათეულ-ასობით კილომეტრის მოშორებით, მაქსიმალურად დაუზიანებელი სახით რომ გაეგზავნათ, ძალიან ეფექტურად იყენებდნენ ამ მეთოდს.
ამ პროცედურისთვის იყენებენ ფორმალინს სუფთა სახით ან სპირტით გაზავებულს.
ახლაც ადამიანის დაბალზამება ( micvalebulis balzamireba ) არის ერთადერთი საშუალება, თუ საჭიროებაა:
- გარდაცვლილის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვენება;
- როცა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრი ვერ ასწრებს დროულად ჩამოსვლას, რათა დასაფლავებას დაესწროს;
- როცა აუცილებელი ხდება ცხედრის ექსპერტიზა.
ბალზამირების გაკეთება ( gardacvlilis dabalzameba ) სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს, რადგან მთელი რიგი პროცედურების ჩატარებას მოითხოვს. გარდა ამისა, ყოველი ინდივიდუალური შემთხვევა განსხვავებულ მეთოდებს საჭიროებს. საუკეთესო სპეციალისტის წყალობით კი მიცვალებული მიძინებულს ემსგავსება.
ჩვენი ბალზამირების სერვისი ( gardacvlilis balzamireba ) მზადაა გაგიწიოთ კონსულტაცია და სრულფასოვანი მომსახურება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. დაგვიკავშირდით და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები იზრუნებენ თქვენს გარდაცვლილზე, რათა მეტ-ნაკლებად ბუნებრივი იერით გაემგზავროს იმქვეყნად.