ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება

როგორ განვსაზღვროთ ადგილი

ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება ძალიან პრაქტიკულია, ზოგი ადამიანი ტელევიზორთან დღის უმეტეს ნაწილს ატარებს, ზოგი - ნაკლებს, თუმცა, უდავოა, რომ ტექნიკის ეს სახეობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

წარსულს ჩაბარდა ტუმბებზე თუ პატარა მაგიდებზე განთავსებული მასიური ტელესკოპური ტელევიზორები, რომლებიც ოთახში საკმაო ადგილს იკავებდა და ისინი ბრტყელეკრანიანმა, პლაზმურმა თუ თხევად-კრისტალურმა ტელევიზორებმა შეცვალა, რომელთა კედელზე ჩამოკიდების შემთხვევაში სივრცესაც გამოათავისუფლებთ და ინტერიერს უფრო ელეგანტურ იერსახეს შემატებთ. გარდა ამისა, მისი ტუმბიდან გადმოგდების რისკიც აღარაა და პატარა ბავშვის მშობლები ამ მხრივ მშვიდად არიან.

თითქოს მარტივი და ამავდროულად საპასუხისმგებლო

აღნიშნული საქმე, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, თუმცა არაერთი ნიუანსის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო, რათა ეს ძვირად ღირებული ტექნიკა დიდხანს გემსახუროთ. ამიტომ უმჯობესია, ფინანსების ეკონომია არ გასწიოთ და კვალიფიციურ ხელოსანს მიანდოთ ეს საქმე, რომელიც კედლის, კრონშტეინის ტიპისა და ტელევიზორის ზომის მიხედვით ეფექტურად შეასრულებს თავის საქმეს.

მაშ ასე, ტელევიზორის ჩამოკიდება ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილ აუცილებლად გასათვალისწინებელ ნიუანსებს

პირველ რიგში, სწორად უნდა განვსაზღვროთ მისი ადგილმდებარეობა. რეკომენდებული არაა მისი ფანჯრის მოპირდაპირე კედელზე დაფიქსირება, რადგან ასე მზის სხივებს აირეკლავს და გამოსახულება სრულფასოვანი არ იქნება. ასევე არ გირჩევთ მის გამათბობელთან ახლოს განთავსებას.

რაც შეეხება კედელზე მისი დამონტაჟების საკითხს, ტელევიზორი იმ სიმაღლეზე უნდა დაკიდოთ, რომ ხანგრძლივი ყურებისას სხეულში დისკომფორტი არ იგრძნოთ. გაითვალისწინეთ, არასწორ სიმაღლეზე დამონტაჟებული ტელევიზორი მხედველობისა და ხერხემლის პრობლემებს აჩენს.

მდებარეობის განსაზღვრისთვის მარტივი ინსტრუქცია არსებობს: დაჯექით დივანზე (თუ მისაღებში გსურთ მისი ფიქსაცია) და სასურველ კედელზე მონიშნეთ ის ადგილი, სადაც თქვენი მზერა სწვდება თავის აუწევლად. სწორედ იმ წერტილს უნდა დაემთხვეს ეკრანის ცენტრი. ოპტიმალური ვარიანტია 70-120 სმ იატაკიდან, თუმცა, თქვენი და ოჯახის წევრების სიმაღლიდან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ მისი განსაზღვრა.

რაც შეეხება მანძილს დივნიდან ტელევიზორამდე, ამ შემთხვევაში ტელევიზორის დიაგონალის მიხედვით საზღვრავენ. თუ, მაგალითად, 32-დუიმიანია (1 დუიმი 2.54 სმ-ია), მაშინ დაშორება 3-4-ჯერ მეტი უნდა იყოს - მინიმუმ 2,5 მ. შესაბამისად, რაც მეტია მანძილი დივანსა და დასაკიდ ადგილს შორის, მით დიდი ტელევიზორის ყურების უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს.

მეორე ეტაპი შესაბამისი კრონშტეინის, ანუ საკიდის შეძენაა. ის შეიძლება იყოს:

  1. ფიქსირებული, რომელიც ტელევიზორის სტატიკურ მდგომარეობაში გაჩერებას უზრუნველყოფს, დიდი ზომის ტექნიკისთვის სწორედ მას გირჩევთ, რადგან გაცილებით უკეთ უმკლავდება დიდ დატვირთვას;
  2. ნახევრად მოძრავი - ამ შემთხვევაში ტელევიზორის ვერტიკალურად ტრიალი შეგიძლიათ, 20 გრადუსით იცვლის კუთხეს;
  3. მოძრავი, ანუ უნივერსალური - ერთდროულად მოძრაობს ვერტიკალურადაც და ჰორიზონტალურადაც, 90 გრადუსით იცვლის კუთხეს;
  4. ჭერის - 360 გრადუსით იცვლის კუთხეს.

ტელევიზორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი ოთახის გაბარიტები. მართალია, დიდ ეკრანზე ფილმების ან მატჩების ყურებას არაფერი სჯობს, მაგრამ დამეთანხმებით, დიდი ტელევიზორი პატარა ოთახში არა მხოლოდ მოუხერხებელი და ულამაზოა, არამედ მხედველობისთვისაც საზიანოა.

ჩვენი რჩევა

გირჩევთ, ტელევიზორსა და კედელს შორის, რომელზეც ამონტაჟებთ, გარკვეული ადგილი დატოვოთ, რადგან თხელპანელიანი ტელევიზორი მალე ხურდება და რაც მეტი ადგილი იქნება ვენტილაციისთვის, მით უკეთესი. გარდა ამისა, დიასახლისებს მეტი სივრცე მტვრის გადაწმენდის საშუალებასაც მისცემს.

ასევე, ნიშაში განთავსების შემთხვევაშიც ყურადღება მიაქციეთ, რომ ტელევიზორს გარშემო დამატებითი სივრცე ჰქონდეს, რათა ჰაერის ცირკულაცია არ დაირღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკა მალე გამოვა მწყობრიდან.

ტელევიზორის ჩამოკიდება ითვალისწინებს კედლების ტიპსაც, რადგან ბეტონის კედელზე მისი ფიქსაცია არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, აი, თაბაშირ-მუყაოს ზედაპირზე კონსტრუქციამ შეიძლება ვერ გაუძლოს დატვირთვას. შედეგად, ტელევიზორი ჩამოვარდება და დაზიანდება.

გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ დასამონტაჟებელ ადგილას კედელში ელექტროგაყვანილობა არაა. ჩვენ სპეციალური მოწყობილობით ამის დადგენა არ გაგვიჭირდება.

ბოლოს კი სადენების შესაფუთად, თვალში რომ არ ხვდებოდეს, სპეციალური შესანიღბი ყუთის გამოყენებას გირჩევთ.


MySpec.Ge » ტელევიზორის ჩამოკიდება
ვებ საიტების დამზადება