ტელევიზორის მონტაჟი კედელზე

(10)

დაგვიკავშირდით

593934545
22-12-2022 1 086 0

დაამონტაჟებინე პროფესიონალს

თბილისში ტელევიზორის მონტაჟი კედელზე როგორც სერვისი, ბოლო წლების განმავლობაში გახდა ძალიან მოთხოვნადი და ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაგიჩნდებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობის სურვილი საკმარისია დარეკოთ ამ სტატიაში მითითებულ საკონტაქტო მობილურის ნომერზე და შეთანხმების შემთხვევაში თქვენთან მოვა გამოცდილი სპეციალისტი რომელიც უნაკლოდ შეასრულებს ნახსენებ სამუშაოს.

უწინ კინოსკოპურ ტელევიზორებს დგამდნენ კომოდებზე, ტუმბოებზე და მაგიდებზე რაც ვიზუალურადაც არ გამოიყურებოდა მაინცდამაინც მომხიბვლელად და ოთახში დიდ ადგილს იკავებდა. დღესდღეობით ტელევიზორების დიზაინის ცვლილებამ და ბაზარზე არსებული უამრავი მოდელის და ფუნქციის მქონე კედლის სამაგრმა მოწყობილობებმა აღნიშნული საკითხი ბევრად გაამარტივა.

დაგვეთანხმებით, აღნიშნული მონტაჟი გაცილებით უფრო კომფორტულია მისი გამოყენებისთვის, არის უფრო პრაქტიკული და რაც მთავარია საიმედო.

უპირატესობები:

  • ათავისუფლებს ადგილს;
  • აყენებ სასურველ სიმაღლეზე;
  • ჩამოგდების რისკი მინიმალურია;
  • გამოიყურება მომხიბვლელად;
  • იყენებ ნაკლებ ავეჯს.

როგორ უნდა შესრულდეს აღნიშნული სამუშაო

ჩვენი ხელოსნის მიერ televizoris montaji kedelze შესრულდება სწრაფად და უნაკლოდ. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი საქმეა, მაგრამ რეალურად თუ მიუდგებით და დავაკვირდებით მონტაჟის სრულ პროცესს მივხვდებით, რომ ამ საქმეს ჭირდება გამოცდილება და რათქმაუნდა ისეთი ინსტრუმენტების კომპლექტი რომლებიც შეიძლება სახლში არ გქონდეთ.

მონტაჟისთვის საჭირო ინსტრუმენტები:

  1. პერფორატორი (ბურღების კომპლექტით);
  2. ჩაქუჩი;
  3. თარაზო;
  4. სანტიმეტრი;
  5. სახრახნისების კომპლექტი;
  6. ფანქარი ან მარკერი;
  7. კედელში ელ.სადენის საძებნი მოწყობილობა.

რას უნდა მიექცეს ყურადღება

მხოლოდ ინსტრუმენტების იმედად ვერ დავრჩებით, ამ საქმეს ჭირდება გამოცდილება და ყველა ნიუანსის მიმართ ზედმიწევნით დაკვირვება. არასწორმა და უცოდინარმა მუშაობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

მონტაჟის დროს გამოუცდელობით გამოწვეული პრობლემები:

  • ელ. სადენის დაზიანება კედელში;
  • კედლის დაზიანება;
  • ტელევიზორის არასწორი დგომა;
  • ტელევიზორის ეკრანის დაზიანება;
  • მონტაჟის შემდგომ საკიდის უფუნქციობა;
  • ექსპლუატაციის დროს ტელევიზორის ჩამოვარდნა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე ჯობია მივანდოთ პროფესიონალს. მონტაჟის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენი ხელოსანი მაღალ დონეზე შეასრულებს დაკისრებულ სამუშაოს.

Keywords: televizoris montaji kedelze

ტელევიზორის ჩამოკიდება
MySpec.Ge » ტელევიზორის ჩამოკიდება » ტელევიზორის მონტაჟი კედელზე
სწორი მონტაჟის შემთხვევაში დიახ შესაძლებელია.
გამარჯობათ, იმ შემთხვევაში თუ კედელი მყარია დაიკიდება უპრობლემოდ.
დიახ, დაგვიკავშირდით და შევათანხმოთ მონტაჟთან დაკავშირებული საკითხები, თქვენთან ვიზიტის დრო და ა.შ.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)