about

ჩვენ შესახებ

დაგვეთანხმებით, ბინის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ არცთუ მცირე ფინანსურ რესურსს მოითხოვს, უმოწყალოდ იწირავს ჩვენს დროს, ნერვებს და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ხელოსნების პოვნა იმდენად რთულია, რომ ლამის სასოწარკვეთილებამდე მივდივართ, მით უმეტეს, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად ვკითხულობთ იმედგაცრუებული მომხმარებლების უარყოფით კომენტარებს.

ყველა ფრთხილობს, რომ ერთხელ გაკეთებული რემონტი სულ მალე ხელახლა გასაკეთებელი არ გახდეს. მით უმეტეს, როცა საქმე ელექტრობას და სანტექნიკას ეხება, მცირედი დეფექტიც კი, პირველის შემთხვევაში, შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს, მეორისა კი - ქვედა სართულების მეზობლების დაზარალებისა და სამუდამოდ მომდურების მიზეზი.

ამიტომ გვიწევს ნაცნობ-მეგობრებში გაკითხვა, ძლივს ნაპოვნი ხელოსნის დამუნათება, რომ დროულად დაამთავროს კვირების წინ დაწყებული სამუშაო… და არც იმის გარანტია გვაქვს, რომ უხეიროდ შესრულებული სამუშაოს შემდეგ ვინმე გამოასწორებს საქმეს ან ზარალს აანაზღაურებს.

გარდა ამისა, შეიძლება ნახოთ კონკრეტული სამუშაოს კარგი ხელოსანი, მაგალითად, საიმედო მლესავი, მაგრამ ელექტრიკოსის ძებნაში რემონტი გაგიჭიანურდეთ.

ჩვენი სერვისის და შესაბამისად, საიტის აუცილებლობა სწორედ ამ პრობლემამ განაპირობა და ახლა მომხმარებელს შეუძლია ყველა სახის მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს, იქნება ეს გალესვა, თაბაშირ-მუყაოს მონტაჟი, ელექტრიკოსის თუ სანტექნიკოსის დახმარება - ჩვენთან ნებისმიერი საქმის სპეციალისტს იპოვით.

უფრო მეტიც, ჩვენი მომსახურება მხოლოდ სარემონტო სამუშაოებს არ მოიცავს - თუკი რამის შეკეთება ან მოწესრიგება სჭირდება სახლში ადამიანს, იქნება ეს ონკანის შეცვლა, ტელევიზორის მონტაჟი თუ ხალიჩების რეცხვა, ამისთვისაც შეუძლია ჩვენი მომსახურებით ისარგებლოს.

ყველა ხელოსანი ერთ სივრცეში - ესაა ჩვენი უპირატესობა. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კეთილსინდისიერი თანამშრომლებისგან. ჩვენი მოვალეობა არა მხოლოდ ბინაში, ოფისში, სხვადასხვა ობიექტზე სარემონტო სამუშაოების შესრულება, არამედ მომხმარებლისთვის, სურვილის შემთხვევაში, სარემონტო მასალების შერჩევისას პროფესიონალური რეკომენდაციის მიცემაცაა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯის შენარჩუნება, რომელსაც კმაყოფილი მომხმარებლების სიმრავლე განაპირობებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დამკვეთის გემოვნება და მოთხოვნა გავითვალისწინოთ. რაც მთავარია, ჩვენი სპეციალისტებისთვის არ არსებობს შეუსრულებელი მისია. მათი ცოდნა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება ნებისმიერის ფანტაზიას ხორცს შეასხამს.

ჩვენთან დაკავშირების შემთხვევაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დათქმულ ვადაში.