დასუფთავების სერვისი

მოაწესრიგე სწრაფად და ხარისხიანად

დასუფთავების სერვისი თბილისში სულ უფრო მეტი მოთხოვნით სარგებლობს. მიზეზი სხვადასხვაა - შენდება უამრავი საცხოვრებელი ბინა და მათი გარემონტების შემდგომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მომხმარებელს, რომ საბოლოო იერსახე მისცეს ინტერიერს; რემონტდება ასევე მრავალი ოფისი და დაწესებულება, სადაც სისუფთავე თვალშისაცემი უნდა იყოს, ვიზიტორების უკმაყოფილება რომ არ გამოიწვიოს;

ასევე ეს მომსახურება სჭირდებათ მათ, ვისაც რთული სამუშაო გრაფიკის ან ოჯახში პატარების არსებობის გამო დრო და ენერგია არ რჩება სახლის დასალაგებლად. არადა, ინტერიერში დროდადრო თუ არ იზრუნე სისუფთავეზე, მალე გვარიანი გარჯა მოგიწევს წესრიგის დასამყარებლად.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩვენი სერვისი, რომ მოუცლელ თუ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს დავეხმაროთ სუფთა და მყუდრო გარემოს შექმნაში. ჩვენთან პროფესიონალი და გულისხმიერი თანამშრომლები არიან დასაქმებული, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან ამ რთული საქმის ნიუანსები და მათი მოგვარების გზები.

გამოძახება

მნიშვნელობა არა აქვს, ახალგარემონტებული ბინის/ოფისის დასასუფთავებლად გამოგვიძახებთ, რომელიც ნაფრონტალს ჰგავს და საკმაოდ რთულია ფანჯრებიდან თუ იატაკიდან გაჯისა თუ სილიკონის ნარჩენების გაქრობა, თუ უბრალოდ, სახლის პერიოდული გენერალური დასუფთავებისთვის ჩვენ ჩვენი ქიმიური საშუალებებითა და ხელსაწყოებით პირნათლად და უნაკლოდ გავართმევთ დაკისრებულ მოვალეობას თავს.

როგორც ყველგან, ზოგადად, ამ სფეროშიც მრავლად არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც თავზე თუ არ დაადექი, ისე ულაზათოდ ასრულებენ საქმეს, ორმაგად დაზარალებული რჩები - ჯერ ერთი, სახლს მხოლოდ აქა-იქ მოსმული ტილოს გარდა, არაფერი ეტყობა დალაგების და თან ამ შეუსრულებელ მისიაში ფულს იხდით. არადა, თუ თავზე დაადექი და აკონტროლე მთელი დღის განმავლობაში, ბარემ შენ თავად დაალაგე

შესაბამისად, იშვიათია მომხმარებელი, კმაყოფილი რომ რჩება გაწეული მომსახურებით. არაერთ ჯგუფში წაიკითხავთ უკმაყოფილების მიზეზებს: სახლში დაბრუნებულ პატრონს მოწმენდილი, სველი ზედაპირი თავდაპირველად ახარებს, გაშრობის შემდეგ კი ჭუჭყიან ლაქებს მინებსა თუ სარკეებზე ისტერიკამდე მიჰყავს; კიდევ უფრო უარესია უხეში მასალის გამოყენების შედეგად დახაზულ-დაკაწრული მინები, დაუდევრობის შედეგად დამსხვრეული ჭურჭელი თუ დაზიანებული ტექნიკა; სიგარეტის კვამლით გაბუღულ ოთახებზე აღარაფერს ვამბობთ

ამიტომაა ჩვენთვის ნდობა და რეპუტაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამ ნდობას განაპირობებს თანამშრომლების პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და თავაზიანი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. ერთი კმაყოფილი მომხმარებელი კი თავისთავად ნიშნავს უამრავ რეკომენდაციას ნაცნობ-მეგობრებთან.

ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არა მარტო კეთილსინდისიერი და გამრჯე დამხმარეებით უზრუნველგყოფთ, არამედ საჭირო ქიმიური საშუალებებითა და ხელსაწყოებითაც. ასე რომ, თქვენ მხოლოდ ჩვენთან დაკავშირება, მისამართის მითითება და დროზე შეთანხმება მოგიწევთ. დანარჩენს უკვე ჩვენ მივხედავთ და გარწმუნებთ, სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, საფუძვლიანად დათვალიერებისას, თქვენ უკმაყოფილების მიზეზი არ გექნებათ!

Keywords: dasuftavebis servisi

სრულად ნახვა
MySpec.Ge » დასუფთავების სერვისი

ფასადის რეცხვა

(10)

ფასადების რეცხვა

(10)

ვიტრაჟების წმენდა

(10)

მეტალოპლასტმასის გაწმენდა

(10)

მინის გაწმენდა

(10)

მინების წმენდა თბილისში

(10)

ფანჯრების წმენდა ფასები

(10)

ფანჯრების გაწმენდა რემონტის შემდეგ

(10)

ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ

(10)

ოჯახში დალაგება

(10)

ნარემონტალის დალაგება

(10)

კაპიტალური დალაგება

(10)

ერთჯერადი დალაგება

(10)

პროფესიონალური დალაგება

(10)

ბინების კაპიტალური დალაგება

(10)

სახლის დალაგება ფასი

(10)

სახლების კაპიტალური დალაგება

(10)

სახლის კაპიტალური დალაგება

(10)
ეს დამოკიდებულია ბინის ფართზე და დაბინძურების დონეზე. დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
დიახ გვაქვს. დაგვიკავშირდით და გააფორმეთ შეკვეთა.
დიახ ჩვენი დამლაგებლები ასრულებენ მსგავს სამუშაოს, დაგვირეკეთ და შევათანხმოთ თქვენთან ვიზიტის დრო.