წესები და პირობები

აღნიშნული წესები და პირობები განსაზღვრავს შპს „მაისპეც“ ს/ნ 405574864 ის საკუთრებაში არსებული პლატფორმის/ვებგვერდის www.myspec.ge (მოხსენიებული როგორც „კომპანია“ /“ჩვენ“/“ჩვენი“) და სერვისის/ მომსახურების მიმწოდებელს/ მენარდეს(ქვემენარდეს)/ ვებგვერდის მომხმარებელს/ სერვისის შემძენს / ნებისმიერი მესამე პირს შორის არსებული საშუამავლო ურთიერთობის წესებს, მასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს, ვებგვერდით სარგებლობის წესებს. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მხარეთა მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებისა და მომსახურების მიღებისას სახელმძღვანელო სტანდარტს, აუცილებელ კომპონენტს.

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ აქტით განსაზღვრული პირობებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული საშუამავლო სერვისებით სარგებლობა.

თითოეული მომხმარებელი, რომელსაც სურს www.myspec.ge პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია, ვიდრე პლატფორმით შეთავაზებული საშუამავლო სერვისით ისარგებლებდეს, დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. აღნიშნული სერვისით/პლატფორმით სარგებლობა ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს მომხმარებლის მიერ ამ აქტით განსაზღვრულ წესებზე დათანხმების ფაქტს.

გაითვალისწინეთ: ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები მითითებულ წესებსა და პირობებში.

პარალელურად, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიისგან ავთენტური კომუნიკაციის საშუალებით გამოითხოვოს ინფორმაცია ყოველი ცვლილების შესახებ, რაც განხორციელდა წესებსა და პირობებში, შესაბამისი დათარიღებით, კომპანიის დაფუძნების მომენტიდან ინფორმაციის გამოთხოვის მომენტამდე.

წესებსა და პირობებში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს, თუ შინაარსის გათვალისწინებით საცნაური არ არის, რომ შესაძლებელია ჰქონდეს სხვა მნიშვნელობა, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებით:

მხარეები - შპს „მაისპეც“, როგორც შუამავალი (მოხსენიებული როგორც „კომპანია“ /“ჩვენ“/“ჩვენი“ ან/და „ადმინისტრაცია“) და  პლატფორმით მოსარგებლე: სერვისის/ მომსახურების მიმწოდებელი, მენარდე (ქვემენარდე), გამყიდველი, ასევე მომხმარებელი (ავტორიზებული ან/და \არაავტორიზებული), სერვისის შესყიდვის მაძიებელი.

„კომპანია“, „ჩვენ“/„ჩვენი“ ან/და „ადმინისტრაცია“ - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაისპეც“ ს/ნ 405574864;

„ვებგვერდი“/ „პლატფორმა“- კომპანიის საკუთრებაში არსებული რესურსი www.myspec.ge.

„კომპანიის / პლატფორმის ან/და ვებგვერდის სერვისი“ - მომსახურების/ ნივთის რეალიზაციის, რეალიზაციის დაჩქარების/ ხელშეწყობის მიზნით კომპანიის მიერ მხარეებისათვის შეთავაზებული საშუამავლო სერვისები (განცხადების განთავსება, რეკლამა და სხვ.), ასევე მომსახურების/ ნივთის შემძენისთვის საძიებო ოპციონებზე წვდომის მიწოდების სერვისები;

„პლატფორმით მოსარგებლე“ - „სერვისის/ მომსახურების მიმწოდებელი“/ „მენარდე“ (ქვემენარდე) ან/და „გამყიდველი“, შესაძლოა კონტექსტის გათვალისწინებით გამოყენებულ იქნეს

სიტყვა „თქვენ“/„თქვენი“ - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს კომპანიის მომსახურებას,  პლატფორმაზე შესაბამისი წესით შეთავაზების განთავსებას* მომსახურების/ ნივთის რეალიზაციის, რეალიზაციის დაჩქარების/ ხელშეწყობის მიზნით;

*შეთავაზების განთავსებაში იგულისხმება უკვე არსებულ მზა კატეგორიაში შესაბამისი მომსახურების გამწევის მიერ ნომრის დამატება, კომპანიასთან შეთანხმების მიღწევის გზით.

„მომხმარებლები“, შესაძლოა კონტექსტის გათვალისწინებით გამოყენებულ იქნეს სიტყვა „თქვენ“/„თქვენი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი (ავტორიზებული ან/და არაავტორიზებული), რომელიც სარგებლობს პლატფორმის მომსახურებით, ეძებს/შეისყიდის სასურველ მომსახურებას/ ნივთს, ნებაყოფლობითი რეგისტრაცია/ ავტორიზაციის ინსტრუქცია და ბენეფიტები აღწერილია ამ აქტის დანართ N1-ში;

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის, პლატფორმით მოსარგებლის და მომხმარებლისა.

„სერვისის/მომსახურების მიმწოდებლის“/ „მენარდის“ (ქვემენარდეს) ან/და „გამყიდველის“ მიერ პლატფორმაზე შეთავაზების განთავსება/ პლატფორმით სარგებლობა -  ამ აქტში გათვალისწინებული წესებით და პირობებით, საიტის ადმინისტრაცია პლატფორმით სარგებლობის მსურველს სთავაზობს პლატფორმით სარგებლობის ქვემოთ ჩამოთვლილ ორ სხვადასხვა მეთოდს:

  1. იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე უკვე არსებობს მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან მოთხოვნილი/ შეთავაზებული საქმიანობის შესაბამისი მზა კატეგორია, შეთანხმების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია მომსახურების მიმწოდებლისგან მოითხოვს მხოლოდ საკონტაქტო მობილურის ნომერს/ გადასცემს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნომერს, რომელსაც განათავსებს აღნიშნულ კატეგორიაში.
  2. იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე უკვე არსებულ კატეგორიებს არ შეესაბამება მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან მოთხოვნილი საქმიანობა, ორივე მხარის დაინტერესების და შეთანხმების შემთხვევაში, ხდება ვებგვერდზე ახალი კატეგორიის ჩაშენება/გამართვა/სრულყოფა და შემდგომ საიტის ადმინისტრაცია მომსახურების მიმწოდებლისგან მოითხოვს მხოლოდ საკონტაქტო მობილურის ნომერს/ გადასცემს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მობილურის ნომერს, რომელსაც განათავსებს აღნიშნულ კატეგორიაში.

ადმინისტრაცია, პლატფორმის მოსარგებლესთან შეთანხმებით, განსაზღვრავს განცხადების შინაარსს (თუ უკვე არ არსებობს მზა კატეგორია), რის შედგენას/კორექტირებას/ სრულყოფას ახდენს ადმინისტრაცია, პლატფორმის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; პლატფორმით მოსარგებლე კომპანიას აწვდის პლატფორმაზე განსათავსებელი შეთავაზების კატეგორიას, ძირითად იდენტიფიკატორებს და საკონტაქტო ინფორმაციას. ადმინისტრაცია არ აფასებს პლატფორმით მოსარგებლის კომპეტენციას, არცერთი მესამე პირის მიმართ არ აგებს პასუხს კომპეტენციაზე/ „სერვისის/ მომსახურების მიმწოდებლის“/ „მენარდის“ (ქვემენარდის) ან/და „გამყიდველის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე, მის ხარისხზე.

იმისათვის, რომ პლატფორმით მოსარგებლემ ისარგებლოს სერვისით, არ არის სავალდებულო პლატფორმაზე რეგისტრაცია.

განცხადების განთავსება ხდება ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის საშუალებით, საკონტაქტო ტელეფონით:

+(995) 593-93-45-45

ან ელექტრონული ფოსტით: support@myspec.ge

ანგარიშსწორება - პლატფორმით მოსარგებლის („სერვისის/ მომსახურების მიმწოდებლის“/ „მენარდის“ (ქვემენარდის) ან/და „გამყიდველის“) მიერ კომპანიისთვის მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ყოველი საანგარიშგებო თვის ბოლო დღის მომდევნო საბანკო დღეს;

მომსახურების პირობების არჩევა შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე  ორი  ალტერნატიული ვარიანტიდან:

  • ყოველთვიური მომსახურების საფასური არ არის ფიქსირებული და ეს დამოკიდებულია პლატფორმით მოსარგებლის მხრიდან კონკრეტულ თვეში ჩატარებული სამუშაოების რაოდენობაზე, რომლის აღრიცხვიანობას ახორციელებს პლატფორმით მოსარგებლე. ამ დროს აუცილებელი პირობაა, რომ პლატფორმაზე განთავსებული ნომერი იყოს კომპანიის საკუთრებაში;
  • ყოველთვიური მომსახურების საფასური არის ფიქსირებული და განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ამ დროს შესაძლებელია პლატფორმაზე, შესაბამის კატეგორიაში განთავსებული ნომერი იყოს პლატფორმით მოსარგებლის/ ნებისმიერი მესამე პირის საკუთრებაში.

ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, კომპანიის ანგარიშზე GE19TB7778436080100020 თანხის შეტანის გზით. პლატფორმით მოსარგებლე ვალდებულია, გადახდის განხორციელებისას დანიშნულებაში მიუთითოს ზუსტი უნივერსალური იდენტიფიკატორები.

დაუშვებელია წინასწარი ანგარიშსწორება. გადახდა ხორციელდება მხოლოდ პლატფორმაზე განცხადების განთავსების საანგარიშგებო თვის გასვლის შემდგომ.

უნივერსალური იდენტიფიკატორები - პლატფორმით მოსარგებლის, ასევე მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ძირითადი მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა მოსარგებლეს ისარგებლოს კომპანიის მომსახურებებით, ასევე მოახდინოს ანგარიშსწორება;

საკონტაქტო ინფორმაცია - ადმინისტრაციის ან/და პლატფორმით მოსარგებლის, ან/და მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების/ ტერმინების არსებობის პირობებში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ ტერმინს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ურთიერთობის შინაარსს.

მხარეთა განცხადებები, გარანტიები და ვალდებულებები

1.1 მხარეებისათვის ერთმნიშვნელოვნად საცნაურია და დამატებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ კომპანია არ არის არცერთი სერვისის, მომსახურების ან/და გასაყიდი ობიექტის მესაკუთრე.

კომპანია პლატფორმის თავისებურების გათვალისწინებით, აკავშირებს პლატფორმით მოსარგებლეს, რომელიც შეიძლება იყოს „სერვისის/ მომსახურების მიმწოდებელი“/ „მენარდე“ (ქვემენარდე) ან/და „გამყიდველი“ და სერვისის/ საგნის შესყიდვის მაძიებელ მომხმარებელს;

კომპანიის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ საშუამავლო მომსახურებით, რითაც ერთის მხრივ, პლატფორმის მოსარგებლეს, პლატფორმის არხებში საკონტაქტო ინფორმაციის განთავსების გზით, უადვილებს მომსახურების/ ნივთის რეალიზაციას, რეალიზაციის დაჩქარებას/ ხელშეწყობას, ხოლო მეორეს მხრივ, მომხმარებელს უადვილებს სერვისების მოძიებას და შესაბამის სპეციალისტთან/მენარდესთან(ქვემენარდესთან)/სერვისის მომწოდებელთან/გამყიდველთან დაკავშირებას;

1.2 კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:

1.2.1 პლატფორმით მოსარგებლის/მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე. ადმინისტრაცია არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მომსახურებისა თუ ნივთის ხარისხის შესახებ.

1.2.2 პლატფორმით მოსარგებლის/მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

1.2.3 პლატფორმით მოსარგებლის/მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტესა და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

1.2.4 პლატფორმაზე განთავსებული ნივთთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერტიფიკატის არსებობაზე.

1.2.5 პლატფორმით მოსარგებლის/მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ნივთის/მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე, პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;

1.2.6 პლატფორმით მოსარგებლის/მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

1.2.7 ვებგვერდზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.

1.3 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს პირად ინფორმაციას ათავსებს საკუთარი სურვილითა და ინიციატივით. ყველა მონაცემი ინახება ბაზაში და მასზე დაშვების პირობები განისაზღვრება პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, პლატფორმის მიზნებიდან გამომდინარე.

1.4 პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებამდე (განთავსებისას), პლატფორმით მოსარგებლე ავტომატურ რეჟიმში ეთანხმება, რომ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შემდეგ, მისი ინფორმაცია იქნება საჯარო და ნებისმიერ მომხმარებელს (ავტორიზებულსა და არაავტორიზებულს) ექნება მასზე წვდომა;

1.5 პლატფორმის მიზნების რეალიზაციისთვის, პლატფორმით მოსარგებლე, ისევე როგორც მომხმარებელი, საკუთარ თავზე იღებს ყველა რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ ინფორმაციის გავრცელებასთან. რაიმე ფორმით კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი გამორიცხულია.

1.6 პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული შედეგების წარმომშობი ძალა. თითოეული მომხმარებელი ვალდებულია, ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.7 მიუხედავად პლატფორმით მოსარგებლის მიერ ბალანსზე კომპანიისთვის ჩარიცხული თანხის ოდენობისა,  ეს თანხა მას უკან აღარ დაუბრუნდება, რაზეც მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ ვებგვერდზე შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის განთავსებიდან 1 თვის თავზე, მიღებული სერვისის შესაბამისად. 

1.7 პლატფორმისათვის საკონტაქტო განაცხადის დამატების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, 18 წლის ასაკიდან, ასევე იურიდიულ პირებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიას შეუძლია, ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე, არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა.

1.8 საკონტაქტო ინფორმაციის განთავსების მოთხოვნით, პლატფორმით მოსარგებლე ადასტურებს, რომ მას აქვს მოთხოვნაში დაფიქსირებული მომსახურების რეალიზაციის უფლება. 

1.9 პლატფორმით მოსარგებლეს/პოტენციურ მოსარგებლეს შეუძლია მოითხოვოს შესაბამის კატეგორიაში საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის განთავსება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ შეთავაზებული მომსახურება შეესაბამება პლატფორმაზე განთავსებულ რომელიმე კატეგორიას/ქვეკატეგორიას (აღწერის შინაარსს).

1.10 პლატფორმით მოსარგებლის ქმედება უნდა იყოს კეთილსინდისიერი და არ უნდა ემსახურებოდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. პლატფორმით მოსაგებლის მიზანი არ უნდა იყოს თაღლითობის, ტყუილის, ან ნდობით ბოროტად სარგებლობის მაპროვოცირებელი. აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება პლატფორმით მოსარგებლეს/მომხმარებელს. 

1.11 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მომსახურება განთავსებულია პლატფორმაზე.

1.12 კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი პლატფორმით მოსარგებლისა თუ  მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ პლატფორმით მოსარგებლესა და მომხმარებელს შორის.

1.13 კომპანია არ აგებს პასუხს პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და ავთენტურობაზე.

1.14 კომპანიას უფლება აქვს, პლატფორმით მოსარგებლის/მომხმარებლის პირადი მონაცემები მობილურის/ტელეფონის ნომერი(როგორც პლატფორმით მოსარგებლის, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული), ელექტრონული ფოსტის მისამართი, სოციალური ქსელის (facebook, instagram, linkedin და ა.შ.)  ანგარიში/მისამართი, პირადი ვებგვერდი, სახელი, გვარი, დასახელება, მისამართი და სხვა ნებისმიერი პირადი მონაცემები, რომელიც მან ამ საიტის წესების დაცვით განათავსა ან დაარეგისტრირა საიტზე, გამოიყენოს კომპანიის სარეკლამო, მარკეტინგული, კომერციული, სხვა ეკონომიკური ან/და არაეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის.

1.15 კომპანია არ/ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ პლატფორმით მოსარგებლის/ მომხმარებლის მიერ ადმინისტრაციისთვის მიწოდებული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

1.16 პლატფორმის წესების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს პლატფორმიდან წაშალოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP-მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

1.17 კომპანიას უფლება აქვს, საიტზე განთავსებულ ნებისმიერ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებულისგან განსხვავებული რეკლამირება ან/და დააკორექტიროს განცხადების გრამატიკული წყობა, დააკორექტიროს აგრეთვე შინაარსიც, თუ ის არ შეესაბამება საიტის წინამდებარე მოხმარების წესების მოთხოვნებს, შეცვალოს მიმართულება, კატეგორია და ქვეკატეგორია საკუთარი შეხედულებისამებრ, პლატფორმის მოსარგებლის/მომხმარებლის ინფორმირების გარეშე.

1.18 კომპანია პასუხს არ აგებს პლატფორმით მოსარგებლესთან/მომხმარებელთან ტექნიკური ხარვეზისა და სისტემური გაუმართაობის გამო. კომპანია არ იძლევა გარანტიას პლატფორმის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე. აღნიშნული დათქმის გათვალისწინებით, პლატფორმით მოსარგებლე ანგარიშსწორებას აკეთებს მხოლოდ საანგარიშო პერიოდის გასვლის შემდგომ.

1.19 კომპანიას უფლება აქვს, შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

1.20 კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვასა ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

1.21 კომპანიას პლატფორმაზე განთავსების გზით, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, საკუთარი ნებით შეცვალოს/ დააკორექტიროს პლატფორმის წესები და შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება საიტის მოხმარების წესების ან/და პოლიტიკის განყოფილებაში.

  1. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება, მესამე პირს გადასცეს სარეგისტრაციო/ ავტორიზაციისთვის ( მომხმარებლის ანგარიშში შესვლისთვის) საჭირო მონაცემი.

 2.2 ამ წესების 2.1 პუნქტში მითითებული მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, სასწრაფოდ შეცვალოს პაროლი და ამის შესახებ წერილობითი ფორმით საქმის კურსში ჩააყენოს ადმინისტრაცია.

2.3  მომხმარებელს ეკრძალება საიტის წესების შეუსაბამო კომენტარის განთავსება.

2.4 მომხმარებელს ეკრძალება, ყოველგვარი სარეკლამო კომენტარის დატოვება, გარდა მიმდინარე, პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების შეფასების შემთხვევისა.

2.5 მომხმარებელი ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის მომხმარების წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.6 ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების/ახსნა-განმარტების გარეშე, კომპანიას უფლება აქვს წაშალოს მომხმარებლის მიერ განთავსებული კომენტარი, საკუთარი შეხედულების მიხედვით.

2.7 კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ კომენტარში განთავსებულ ინფორმაციაზე, თუ მომხმარებელი კომენტარის სახით გამოაქვეყნებს კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციას (მაგ.: პირადი კომუნიკაციის ჩანაწერები, პერსონალური მონაცემები და მისთ.). მომხმარებელი თავადვეა პასუხისმგებელი როგორც მესამე პირის, ასევე კანონმდებლობის წინაშე. პლატფორმისა და კომპანიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია.

2.8  საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2.9 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ. საიტი მას აძლევს საშუალებას, მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს/პლატფორმით მოსარგებლეებს.

საავტორო უფლებები

აკრძალულია პლატფორმის/კომპანიის ნებართვის გარეშე, ვებგვერდის ინფორმაციის კოპირება/ გადაცემა, შენახვა და მისი კომერციული დანიშნულებით გამოყენების მიზნით გავრცელება. დასაშვებია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის ინფორმაციის შენახვა. პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია დაცულია საავტორო უფლებით.

  1.  ინტელექტუალური საკუთრება

აკრძალულია ამ ვებგვერდის კოდის უნებართვოდ, მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირება, გამოქვეყნება,გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის.

ციტირებისას სავალდებულოა კანონმდებლობით განსაზღვრული საავტორო უფლებების დაცვა.        

ვებგვერდზე განთავსებული სხვა ბმულები

შესაძლოა პლატფორმაზე განთავსებული იყოს სხვადასხვა ბმულები, მათ შორის სარეკლამო. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მათ ავთენტურობასა და შინაარსზე. მომხმარებელი/ პლატფორმით მოსარგებლე თავად წყვეტს, გადავა თუ არა შესაბამის ბმულზე. ბმულზე გადასვლით ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს გამოწვეულ ზიანზე.

იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმის გამოყენებისას მოხდება

  1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

4.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებგვერდზე myspec.ge-ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

4.1.1 კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

5.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

5.2 მხარეთა შორის ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების უშედეგობის პირობებში, დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

კომუნიკაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად, მათ შორის თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამის კატეგორიაში განთავსების/კატეგორიიდან ამოღების მოთხოვნით/ ხარვეზის დაფიქსირების მიზნით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ადმინისტრაციას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით, ან სატელეფონო ზარით.

კომპანიის ოფიციალური შეტყობინების ხაზი:

ელ-ფოსტა: INFO@MYSPEC.GE

TeL: 593-93-45-45

 

დანართი 1

რეგისტრაციის ინსტრუქცია

  • რეგისტრაცია შეუძლია მომხმარებელს/ პლატფორმით მოსარგებლეს/ ყოველ მესამე პირს პლატფორმის სარეგისტრაციო ფორმის გამოყენებით, სადაც უნდა დაფიქსირდეს: მომხმარებლის სახელი, ელ.ფოსტა და პაროლი.
  • რეგისტრაციის დასრულებისთვის რეგისტრაციის მსურველ პირს სარეგისტრაციო ფორმაში მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება წერილი, რომელიც უნდა დაადასტუროს ღილაკზე დაჭერით და დაასრულოს რეგისტრაცია.
  • რეგისტრირებულ მომხმარებელს ავტორიზაციის შემდეგ პლატფორმაზე შეუძლია თავისი პროფილის რედაქტირება, შეუძლია რჩეული სერვისების ველში დაამატოს სასურველი სერვისი, დაამატოს კომენტარები თავისი პროფილით.
  • კომენტარების დამატება როგორც სტუმარსაც შეუძლია მაგრამ ყოველი კომენტარის დაწერის შემთხვევაში მან ახლიდან უნდა შეიყვანოს მონაცემები.
  • რეგისტრაცია ამარტივებს ამ პროცესს, რეგისტრაციის შემდეგ მას შეუძლია დაწეროს კომენტარები ულიმიტო რაოდენობით და არ შეიყვანოს ახლიდან სახელი და ელ.ფოსტა.
  • მომხმარებელს/ პლატფორმით მოსარგებლეს/ ყოველ მესამე პირს ავტორიზაცია / რეგისტრაცია სოციალური ქსელებითაც შეუძლია, Gmail - ით და facebook  პლატფორმების მეშვეობით.

ამ შემთხვევაში MYSPEC.GE იღებს  სუბიექტის შემდეგ მონაცემებს:

  • მომხმარებლის სახელი;
  • სურათს სოციალური ქსელიდან;
  • ელ.ფოსტა.

ავტორიზაციის წარმატებით დასრულებისთვის სოციალური ქსელში უნდა  დაადასტუროს ეუბნება  ნამდვილად სურს თუ არა პლატფორმისთვის (MYSPEC.GE)  მონაცემების გაზიარება.

  • ავტორიზებული მომხმარებლის მიერ კომენტარის/ შეფასების დატოვების შემთხვევაში საჯარო ხდება მომხმარებლის სახელი, თუ ვინ დაწერა შეფასება.

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის პოლიტიკა

გაცნობებთ, რომ შპს „მაისპეც“ დამატებით იზიარებს და მხარს უჭერს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმატიული აქტებით დადგენილ პრინციპებსა და ღონისძიებებს.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის პრაქტიკული საქმიანობის პროცესში, რომელიმე ურთიერთობაში  შემჩნეულ იქნება მესამე პირთა მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ასოცირებული/აფილირებული საეჭვო გარიგებები, კომპანია მოქმედებს კანონით დადგენილ ფარგლებში და უფლებამოსილ ორგანოებს აწვდის ანგარიშგების ფორმას, რა დროსაც:

ა) უფლებამოსილ ორგანოს აწვდის ინფორმაციას (მითითება, ჩამონათვალს და ა.შ.), რაც ქმნის ამ პოლიტიკით განსაზღვრულ ეჭვს, ასევე საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ;

ბ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცემს ამ ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს) და თავის ხელთ არსებულ სათანადო მასალებს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;

შპს „მაისპეც“ უფლებამოსილია, ნებისმიერ მესამე პირთან (კონტრაჰენტთან), ვიდრე წინასახელშეკრულებო ეტაპზე, წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ეტაპზე, უარი თქვას კონტრაჰენტთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელებაზე, იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება ამ პუნქტებით დადგენილ მაღალ სტანდარტთან შეუსაბამობა.

ამავდროულად, კომპანიას არ აქვს მტკიცების ტვირთი, კომპანია არ არის ვალდებული განმარტოს თავისი პოზიცია, თუ რატომ არ შედის მესამე პირთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.