კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალობის პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენ ვართ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაისპეც“-ის საიდენტიფიკაციო კოდი: 405574864 საკუთრებაში არსებული პლატფორმის/ვებგვერდის www.myspec.ge (მოხსენიებული როგორც „კომპანია“ /“ჩვენ“/“ჩვენი“) და სერვისის/ მომსახურების მიმწოდებელს/ მენარდეს(ქვემენარდეს)/ ვებგვერდის მომხმარებელს/ სერვისის შემძენს / ნებისმიერი მესამე პირს შორის არსებული საშუამავლო/სარეკლამო მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობისას, მასთან დაკავშირებულ უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების პრინციპებს საქართველოში მოქმედი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის სრული და განუხრელი დაცვით.
განცხადებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
პრაქტიკული საქმიანობის პროცესში ჩვენს მიერ მოპოვებული მონაცემები არ იქნება გამოყენებული არამიზნობრივად/ უკანონოდ;
ჩვენ უფლება გვაქვს თქვენი მონაცემები გავაზიაროთ პლატფორმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პროცესების წარმართვისთვის, მკაცრად განსაზღვრულ სუბიექტთა წრეებთან, კერძოდ:
ვებ - გვერდის მომსახურე პერსონალთან, პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებისთვის;
ჩვენს კონტრაქტორებთან (იურიდიული დეპარტამენტი, აუდიტი, ბუღალტერია და სხვ.), რომლებიც უზრუნველყოფენ პლატფორმის მუშაობისა და მისი ამოცანების შესრულებას/ გამართულ ექსპლუატაციას.
საბანკო/ საფინანსო დაწესებულებებთან საოპერაციო და საკრედიტო მიზნებისთვის;
ინვესტორებთან, დაკავშირებულ კომპანიებთან;
მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის გამოძიების და აღკვეთის მიზნით;
ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარების უფლება გვაქვს შპს „მაისპეც“-ის რეორგანიზაციის ან/და სხვა კომპანიასთან შერწყმისას. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. ამ დროს გაზიარებულ პირად ინფორმაციაზე გამონაკლისის გარეშე გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა.
ნებისმიერი მონაცემის გაზიარებისას/ მონაცემთან წვდომის დაშვებისას, ვმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გაზიარების ადრესატი სათანადო წესით იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ნებისმიერი პერსონალური მონაცემის დაცვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი დაშვება:
ვიტოვებთ უფლებას, თქვენი პერსონალური ინფორმაცია გავაზიაროთ იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან სამოქალაქოსამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის საფუძველზე ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით.
ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:
წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება;
ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვა და განხორციელება;
ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების/ კიბერ-უსაფრთხოების დაცვა.
მონაცემების დამუშავების პრინციპები:
მონაცემთა დამუშავებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დაცული იქნეს შემდეგი პრინციპები:
ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემები მუშავდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი;
დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები ექვემდებარება დაბლოკვას/წაშლას/ განადგურებას.
ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ჩვენ მონაცემებს ვინახავთ, იმ ვადით, რა ვადითაც ვთანამშრომლობთ თქვენთან.
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, ჩვენი, როგორც მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებაა მოგაწოდოთ ინფორმაცია:
ა) ჩვენი, როგორც მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობისა და რეგისტრირებული მისამართის შესახებ.
ჩვენ ვართ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაისპეც“
საიდენტიფიკაციო კოდი: 405574864
რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დასახლება, III მიკრო/რაიონი, კორპუსი 12, ბინა 21
საკონტაქტო ტელეფონი: 593-93-45-45
ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანია პლატფორმის მიზნების განხორციელება რომელიც განისაზღვრება „ წესებისა და პირობების“ შესაბამისად;
გ) ჩვენთვის მონაცემთა მოწოდება ნებაყოფლობითია, ამავდროულად ყოველი პირი, რომელიც მონაცემს გვაწვდის, გვაძლევს უფლებას, რომ მისი საკონტაქტო ინფორმაცია/ დასახელება გავხადოთ საჯარო პლატფორმაზე განთავსების გზით, რასაც პლატფორმის მუშაობის ლოგიკა მოიაზრებს.
დ) მონაცემთა სუბიექტის უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე , მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
ასევე, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე.
მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა სუბიექტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;
მონაცემთა დამუშავების მიზანი;
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
რა გზით შეგროვდა მონაცემები;
ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი (პლატფორმის მიზნების და შესაძლებლობების შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტისათვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად, საჯაროა).
მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
ინფორმაციის მიწოდების ფორმას ირჩევს მონაცემთა სუბიექტი.
ჩვენ გვაქვს ვალდებულება თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში მოგაწოდოთ თქვენს შესახებ დამუშავებული ინფორმაცია.
ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება სტატისტიკური, სამეცნიერო და ისტორიული მიზნებისათვის ინფორმაციის შეგროვების / მიწოდების.
უარი მონაცემების დამუშავებაზე:
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება.
კანონმდებლობის მიხედვით მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.
ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა სუბიექტის მიერ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებულ ინფორმაციაზე.
უძირითადესი დათქმები:
პრაქტიკული საქმიანობის პროცესში, მხარეებს შესაძლოა უშუალო ფაქტობრივი და ვიზუალური შეხება ჰქონდეს მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეებთან/ფასეულობებთან, კერძოდ, მათ შენახვასთან, დამუშავებასთან, ექსპერტიზის ჩატარებასთან, მიღებასთან, გაცემასთან და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეები ვალდებულნი არიან, განსაკუთრებული გულისხმიერებით და კეთილსინდისიერებით იყვნენ ჩართული ფასეულობებთან შეხების პროცესში, რათა არ დადგეს შესაძლო ზარალი და საერთო წესით მისი ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები.
2. მხარეები უფლებამოსილნი არიან დაამუშაონ ერთმანეთის პერსონალური მონაცემები ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით. პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში კონკრეტული მიზნის მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებს მიღმა.
4. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში მხარეთათვის გადაცემული და მათ მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც დოკუმენტური, ასევე ზეპირი სახით, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურს. შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია მკაცრად კონფიდენციალურად შეინახოს მიღებული ინფორმაცია და არ დაუშვას მისი გამჟღავნება სხვა ნებისმიერი მესამე პირისთვის, აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება პლატფორმის მიზნიდან გამომდინარე მხარეთა და მესამე პირების მიერ მოწოდებულ დასახელებებს და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შპს მაისპეცს მიეწოდება იმ მიზნით, რომ განათავსოს პლატფორმაზე საჯაროდ. მხარე უფლებამოსილია, განახორციელოს აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მონიტორინგი.
6. მხარე ვალდებულია მიმართოს ყველა ძალისხმევას, რათა არ ჰქონდეს წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციასთან სხვა მესამე პირს, ხოლო ასეთი შემთხვევის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და გამოიყენოს ყველა ღონისძიება შექმნილი გარემოების აღმოსაფხვრელად. თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას თავად აანაზღაუროს ყველა ის ზიანი, რაც შესაძლოა მოჰყვეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას, ზიანის ოდენობის მიუხედავად.
7. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ სახელშეკრულებო/სამომხმარებლო ურთიერთობაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ვალდებულებების შინაარსის გათვალისწინებით, რაც მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე, მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
8. აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება პლატფორმის მიზნიდან გამომდინარე მხარეთა და მესამე პირების მიერ მოწოდებულ დასახელებებს და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შპს მაისპეცს მიეწოდება იმ მიზნით, რომ განათავსოს პლატფორმაზე საჯაროდ.
9. ამ დანართზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება.
ცვლილება კონფიდენციალობის პოლიტიკაში
შპს „მაისპეც“ უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, სურვილის/ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკა.
ცვლილების შესახებ ინფორმაცია აისახება პლატფორმაზე MYSPEC.GE, თქვენ გაქვთ ვალდებულება, პერმანენტულად, ყოველი მომსახურების მიღების წინ შეამოწმოთ შესაბამისი ტაბი.