სანტექნიკი გამოძახებით

სწრაფი და ხარისხიანი სერვისი

პროფესიონალი სანტექნიკი გამოძახებით თბილისში - ეს სწორედ ის სერვისია, რომელიც ყველაზე ექსტრემალური სიტუაციიდან შესაფერისი გამოსავალია, გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევებისგან კი დაზღვეულები არავინ ვართ.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ღამის მშვიდი ძილი კარზე ბრახუნმა დაურღვია, იქ კი ქვედა სართულის მეზობელი დგას შეშლილი სახით და ჩარეცხილ ჭერზე მოთქვამს. რა უნდა მოუხერხოს ამ დროს გამსკდარ მილს სასოწარკვეთილმა მობინადრემ, ვის მიმართოს შუაღამისას?

ან ახალგარემონტებულ საშხაპეში ბანაობისას აღმოაჩინეთ, რომ ტრაპიდან წყალი კარგად არ გადის; უფრო მეტიც, მომიჯნავე ოთახში სველდება ამის გამო იატაკი. როგორც ჩანს, არაპროფესიონალმა ხელოსანმა დაუდევრად შეასრულა თავისი სამუშაო და გაუმართავ სააბაზანოსთან ერთად თავის ტკივილი დაგიტოვათ; თქვენ კი სხვა გზა არ გრჩებათ, ამ პრობლემას მოუგვარებელს ვერ დატოვებთ და მისი გამოსწორება უნდა სცადოთ.

ამისთვის არსებობს ჩვენი სერვისი, რომ სანტექნიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს ადამიანს.

სანტექნიკა, ზოგადად, წყალგაყვანილობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოიცავს:

  • წყლისა და კანალიზაციის მილების დამონტაჟება-შეცვლა;
  • მათი გაწმენდა;
  • ტრაპის, საშხაპე ზონის მონტაჟი და დემონტაჟი;
  • ნიჟარების, ონკანების, უნიტაზების შეცვლა-დამონტაჟება;
  • დაზიანებული მილების დიაგნოსტირება;
  • სარეცხისა და ჭურჭლის მანქანების მონტაჟი.

რითი უნდა დავიწყოთ

ისარგებლეთ სერვისით, თუ რემონტის გაკეთებას აპირებთ. სწორედ სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის მოწესრიგებით უნდა დაიწყოთ ეს პროცესი, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს ანდოთ, რადგან საკმარისია ოდნავი დაუდევრობა, რომ შესაძლოა ძალიან მალე ძლივს გარემონტებულ ბინაში ასაყრელი გახდეს კაფელ-მეტლახი და ყველაფერი გამოსაცვლელი გახდეს, ამ პროცესს კი დამატებითი ფინანსები და ნერვები შეეწირება.

ჩვენი სპეციალისტი ნებისმიერ უბანში გაგიწევთ მომსახურებას. დაგვიკავშირდით, თუ:

  1. მოულოდნელად წყლის მილი დაზიანდა და წყალი ჟონავს;
  2. საკანალიზაციო სისტემა გაიჭედა და წყალს აღარ ატარებს;
  3. ტრაპის დაყენება გსურთ საშხაპეში;
  4. ხელსაბანი გაგიტყდათ ან სხვა დიზაინის ნიჟარით შეცვლა გსურთ;
  5. სარეცხის თუ ჭურჭლის მანქანისთვის დამატებითი მილის გამოყვანა გსურთ;
  6. სველი წერტილებისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტეთ და ა.შ.

გარწმუნებთ, ჩვენს თანამშრომლებს შესაფერისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ, სამუშაოს გარანტირებულად და ოპერატიულად ასრულებენ. ასე რომ, ჩვენთვის ნდობის გამოცხადებით, თქვენ ხანგრძლივი დროით მშვიდად ცხოვრების გარანტიას იღებთ.

სრულად ნახვა
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით
სველი წერტილის მონტაჟი სურათი 1

სველი წერტილის მონტაჟი

(10)
ვანის დამონტაჟება სურათი 1

ვანის დამონტაჟება

(10)
ჩასაშენებელი უნიტაზის დამონტაჟება სურათი 1

ჩასაშენებელი უნიტაზის დამონტაჟება

(10)
ნიჟარის გამოცვლა სურათი 1

ნიჟარის გამოცვლა

(10)
უნიტაზის დადგმა სურათი 1

უნიტაზის დადგმა

(10)
ხელსაბანის დაყენება სურათი 1

ხელსაბანის დაყენება

(10)
საშხაპის მონტაჟი სურათი 1

საშხაპის მონტაჟი

(10)
კრანის დაყენება სურათი 1

კრანის დაყენება

(10)
აბაზანის სარკის დაკიდება სურათი 1

აბაზანის სარკის დაკიდება

(10)
ჩაშენებული უნიტაზის ხელოსანი სურათი 1

ჩაშენებული უნიტაზის ხელოსანი

(10)
უნიტაზის დამონტაჟება სურათი 1

უნიტაზის დამონტაჟება

(10)
ონკანის შეკეთება სურათი 1

ონკანის შეკეთება

(10)
საშხაპე კაბინის მონტაჟი სურათი 1

საშხაპე კაბინის მონტაჟი

(10)
დუშკაბინის დამონტაჟება სურათი 1

დუშკაბინის დამონტაჟება

(10)
საშხაპის გაკეთება სურათი 1

საშხაპის გაკეთება

(10)
საშხაპის შეკეთება სურათი 1

საშხაპის შეკეთება

(10)
საშხაპის ხელოსანი სურათი 1

საშხაპის ხელოსანი

(10)
აბაზანის აქსესუარების დამონტაჟება სურათი 1

აბაზანის აქსესუარების დამონტაჟება

(10)
ჩვენი ხელოსნები წვრილმან პატარა შეკვეთებზე მხოლოდ თბილისში მუშაობენ, დიდი მოცულობის სამუშაოებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ.
შებრძანდით სანტექნიკოსის ნებისმიერ სერვისში და მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაუკავშირდით პირდაპირ ხელოსანს.
გადადით სასურველ სერვისზე და პირდაპირ დაუკავშირდით ხელოსანს.