კარნიზი

კარნიზი ინტერიერში ერთდროულად ფუნქციონალური და დეკორატიული ელემენტია, რომელიც უფრო ელეგანტურს ხდის სივრცეს.

გთავაზობთ კარნიზების დიდ არჩევანს და მასთან დაკავშირებულ სერვისს, რომელიც წარმოადგენს ოსტატობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზს. დაგეხმარებით თქვენი ინტერიერის დიზაინის შესაფერისი სტილის კარნიზის შერჩევაში.

კარნიზის რამოდენიმე ნაირსახეობა

ჩვენთან მასალისა და დიზაინის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. კლასიკური თუ თანამედროვე მოდელი - მზად ვართ ნებისმიერი სტილის კარნიზი დაგიმზადოთ.

რისგან მზადდება:

  • ხისგან;
  • ალუმინისგან;
  • ფოლადისგან;
  • ლატუნისგან;
  • პლასტმასისგან;
  • ლამინატისგან.

ერთი შეხედვით, ფარდის საკიდს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება აქვს, მაგრამ სინამდვილეში მას ინტერიერის საერთო დიზაინში მნიშვნელოვანი შტრიხები შეაქვს. წარმოიდგინეთ, როგორ დაუკარგავს ძვირფას ფარდას პეწს უბრალო კარნიზი და პირიქით, როგორ მიანიჭებს შთამბეჭდავ ელფერს ელეგანტური საკიდი...

ჩვენთან ნებისმიერი მასალისა თუ სტილის კარნიზების შეძენას შეძლებთ. ხის, პლასტმასისა თუ მეტალის სხვადასხვა ფორმის საკიდებით ნამდვილად შეძლებთ ინტერიერის გამდიდრებას.

რას ვითვალისწინებთ

თითოეული შეკვეთა მომხმარებლის პრეფერენციების გათვალისწინებით სრულდება. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ თქვენი ინტერიერის დიზაინის, ფარდების სტრუქტურისა და ფორმის მიხედვით და დაგიმზადებთ იდეალურ კარნიზებს.

თითოეული მოდელი, იქნება ის ჩუქურთმებიანი თუ გლუვი, ჩვენი ხელმარჯვე ოსტატების მიერ დიდი გულმოდგინებით მზადდება, ხოლო სამონტაჟო სამუშაოები მაქსიმალური სიზუსტის დაცვით სრულდება.

შექმენით ესთეტიკური გარემო დეკორატიული კარნიზების მეშვეობით და იცხოვრეთ მყუდრო, დახვეწილ სივრცეში. დაგვიკავშირდით და ჩვენგან სწრაფ, მაღალხარისხიან სერვისს მიიღებთ.

სხვა მწარმოებლებისგან რაც გამოგვარჩევს, გახლავთ ის, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ხარისხს. ჩვენი გამოცდილი ხელოსნები დიდი რუდუნებით ამზადებენ თითოეულ დეტალს და უნაკლო, დახვეწილ პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს.

ჩვენ მაქსიმალურ სიზუსტეს ვიჩენტ სამუშაო პროცესის ყოველ ნაბიჯზე, როგორც წინასწარ ფანჯრის გაზომვისას, ისე დამონტაჟებისას და უზრუნველვყოფთ, რომ სივრცე თქვენს ინტერიერში იყოს თვალშისაცემად შთამბეჭდავი.

მნიშვნელობა არა აქვს, საცხოვრებელი ფართისთვის გჭირდებათ ჩვენი დახმარება თუ კომერციულ ობიექტში, ჩვენი პროფესიონალური მომსახურების იმედი გქონდეთ. აღმოაჩინეთ ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის ნაზავი ჩვენი გამოცდილი ხელოსნების საშუალებით!

ხარისხიანი და სწრაფი შემოთავაზება

თუ საფარდე კარნიზი გსურთ, დაუკავშირდით ჩვენს ხელმარჯვე სპეციალისტებს, რომლებიც მოკლე დროში უმაღლეს დონეზე შეასრულებენ სამუშაოს და თქვენს სივრცეს ფუნქციონალურსა და ელეგანტურს გახდიან.

სრულად ნახვა
MySpec.Ge » კარნიზი

ფარდების საკიდები

(10)

ფარდის სამაგრები

(10)

კარნიზების დაყენება

(10)

რკინის კარნიზი

(10)

ხის შტორები

(10)

კარნიზი ფარდის

(10)

ფანჯრის შტორები

(10)

პლასმასის კარნიზი

(10)

პლასტიკატის კარნიზი

(10)

საფარდე კარნიზები ფარდის კარნიზები

(10)

ფანჯრის კარნიზები

(10)

ფარდის დასაკიდი კარნიზები

(10)

რკინის კარნიზები

(10)

Karnizebi

(10)

Karnizi

(10)

კარნიზი ჭერის

(10)

კარნიზი ფასი

(10)

კედლის კარნიზები

(10)
დიახ.
საკმაოდ, გვაქვს თითქმის ყველაფერი.
დიახ.