ტელევიზორის კედელზე დაკიდება
დაგვიკავშირდით
593934545ტელევიზორი კონკრეტული ოთახისთვის
თბილისში ტელევიზორის კედელზე დაკიდება ამ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის მხრიდან გახდა ძალიან მოთხოვნადი, ის არა მხოლოდ ინფორმაციის წყაროა, არამედ განმუხტვის და განწყობის შესაქმნელი საუკეთესო საშუალებაცაა. ამიტომ შეიძლება შეგვხვდეს სამზარეულოშიც, მისაღებშიც, საძინებელშიც და ოფისშიც.
ტელევიზორი საძინებელში
მართალია, მედიკოსები რეკომენდაციას არ უწევენ ძილის წინ ტელევიზორის ყურებას, რადგან ხელს უშლის მოდუნებას, ჯანსაღ ძილს და შესაბამისად, უძილობას იწვევს, მაგრამ დამეთანხმებით, ბევრი ჩვენგანი პირიქით, ტელევიზორის წინ მოკალათებული უფრო ტკბილად იძინებს. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ტელევიზორები ბევრად დახვეწილი მახასიათებლებით გამოირჩევა.
რაც უფრო პატარაა საძინებელი, მით მცირე ზომის ტელევიზორის შეძენას გირჩევთ, არაუმეტეს 32-დუიმიანისა. რაც მთავარია, ტელევიზორამდე მანძილი მისი ეკრანის დიაგონალზე 3-4-ჯერ მეტი უნდა იყოს, იატაკიდან დაშორება კი - მინიმუმ 1.5 მეტრი. თუმცა ამის განსაზღვრა საწოლისა და თქვენი პარამეტრების გათვალისწინებით შეგიძლიათ.
გარდა ამისა, აღნიშნული ტექნიკის დაკიდება ნახევრად მოძრავი კრონშტეინის წყალობით, მისი დახრის კუთხის რეგულირება შეგიძლიათ. ასე მხედველობასაც ნაკლები დატვირთვა ექნება და ხერხემალსაც.
ტელევიზორი სამზარეულოში
ბევრ დიასახლისს სადილის მომზადებისას ან ჭურჭლის რეცხვისას კარგ განწყობას უქმნის საყვარელი გადაცემებისთვის თვალის დევნება. სამზარეულოში მისი დაკიდება ითხოვს არაერთი დეტალის გათვალისწინებას.
გირჩევთ, ეს ტექნიკა ნიჟარასთან და გაზქურასთან ახლოს არ მოათავსოთ, თუ ის წყალგამძლე მახასიათებლებით არ გამოირჩევა. ასეთები LSD თხევად-კრისტალური ტელევიზორებია, რომლებიც კარგად იტანს სინესტეს, მაღალ ტემპერატურას, მტვერსა და ლაქებს.
ასევე არაა რეკომენდებული მაცივარზე ან მიკროტალღურ ღუმელზე განთავსება, რადგან ხსენებული ტექნიკის ვიბრაცია ტელევიზორს მალე გამოიყვანს მწყობრიდან.
თუ სამზარეულოში ტელევიზორისთვის შესაბამისი კედელი არაა, შეგიძლიათ ის ჩამოსაკიდი კარადის ქვეშ დაამონტაჟოთ ფიქსირებული საკიდით ან გაცილებით უკეთესი იქნება, ჭერზე მისამაგრებელი კრონშტეინით ისარგებლოთ, რომლის 360 გრადუსით მოძრავი კონსტრუქცია ოთახის ნებისმიერი კუთხიდან ყურების საშუალებას მოგცემთ.
თუ კედლები ბეტონისაა, ყველანაირი კრონშტეინის გამოყენება შეგიძლიათ, მაგრამ თაბაშირ-მუყაოს კედლების შემთხვევაში გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოთ და სპეციალისტს მიმართოთ. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ კედელში იმ ადგილას, სადაც ტელევიზორის ფიქსაციას აპირებთ, ელექტროსადენები არაა. ამ შემთხვევაში ხელოსნის მომსახურებით სარგებლობა აუცილებელია.
გასათვალისწინებელია სამზარეულოს გაბარიტებიც. თუ ოთახი 9 კვ.მეტრზე მეტის არაა, ტელევიზორის დიაგონალი 20-დუიმიანზე მეტი არ უნდა იყოს. 10-15 კვ.მ-ის შემთხვევაში - 20-25-დუიმიანს გირჩევთ, ხოლო 15 კვ.მ-იან ოთახში 40-დუიმიანიც შეგიძლიათ დაკიდოთ.
ტელევიზორი მისაღებში
როგორც წესი, ამ ოთახში ტელევიზორი დივნის მოპირდაპირე კედელზეა დაკიდებული და იატაკიდან მაქსიმუმ 1.5 მეტრზე უნდა იყოს. ზუსტად რომ განსაზღვროთ მისი მდებარეობა, დაჯექით დივანზე და რომელ წერტილშიც მოხვდება თქვენი მზერა, იქ უნდა გაითვალისწინოთ ეკრანის ცენტრი.
რაც შეეხება მანძილს დივნიდან ტელევიზორამდე, ეს მოწყობილობის დიაგონალზეა დამოკიდებული. მისი პარამეტრები, ანუ დუიმები გაამრავლეთ 3-4-ზე და ისე განსაზღვრეთ მანძილი. რაც უფრო დიდია მისაღები ოთახი, მით მოცულობითი ტელევიზორი შეგიძლიათ შეიძინოთ და ავეჯის ნიშაში ჩაამონტაჟოთ ან მოძრავი კრონშტეინით დაკიდოთ და შესაბამისად, ოთახის ნებისმიერი კუთხიდან უყუროთ მას. ძირითადად, მისაღებისთვის ოპტიმალურია 26-42-დუიმიანი ტელევიზორები, თუმცა გაითვალისწინეთ, რაც უფრო დიდია ტელევიზორი, მით მეტად იწვევს დაღლილობის შეგრძნებას.
Keywords: televizoris kedelze dakideba
ტელევიზორის ჩამოკიდება