კუბოები

(10)

დაგვიკავშირდით

595703388
12-09-2022 995 0

შეიძინეთ ჩვენთან ხარისხიანი პროდუქცია

ჩასასვენებელი კუბოები ოდითგან გამოიყენება ცხედრის ფორმის სრულად შენარჩუნებისა და მისი სასაფლაოზე ტრანსპორტირებისთვის. ამგვარად ჭირისუფალი გამოხატავს პატივისცემას გარდაცვლილის თუნდაც უსულო სხეულის მიმართ.

თუმცა დღეს, არცთუ იშვიათად, ის თავისი მდიდრულობით გარდაცვლილისა თუ ჭირისუფლის სტატუსს უსვამს ხაზს და ზოგ შემთხვევაში, კრეატიულობითაც აოცებს მნახველს.

ებრაელებს მიაჩნიათ, რომ სიკვდილი ყველას ათანაბრებს, სიკვდილის წინაშე მეფეც და მათხოვარიც თანასწორია; შესაბამისად, როგორ კუბოში ჩაასვენებენ, აბსოლუტურად სულერთია მათთვის. მუსლიმები კი, საერთოდ, კუბოს გარეშე, სუდარაში გახვეულს კრძალავენ ცხედარს. ქრისტიანებს კი გვჩვევია მიცვალებულისთვის ღირსეული პატივის მიგება, თუნდაც საამისოდ სულიდური ვალის აღება გვიწევდეს. ამით გვსურს პირნათლად მოვიხადოთ ვალი უკანასკნელად ახლობელი ადამიანის წინაშე.

ისინი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სახელოსნოებში მზადდება, მათ შორის, ექსკლუზიური მოდელები. განსაკუთრებით გამოირჩევა იტალიური ნაკეთობები, რომლებიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ხის მასალით, ძვირადღირებული ლითონების დეტალებით. მათი შეძენა, რასაკვირველია, მხოლოდ მდიდართა ამა ქვეყნისათა ხელეწიფებათ. მით უმეტეს, იტალიურ კუბოებს, სურვილისამებრ, დამატებული აქვს ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი: საქმე ისაა, რომ იტალიაში არცთუ იშვიათია სამარხების გაძარცვის და მიცვალებულის ფულის გამოძალვის მიზნით მოპარვის ფაქტები. ამიტომ კუბოში წინასწარ ამონტაჟებენ მოწყობილობას, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად პირდაპირ პოლიციას აძლევს სიგნალს. ნავიგატორის წყალობით მიცვალებულის ადგილმდებარეობის დადგენაც ხდება შესაძლებელი. მოდი, ვნახოთ, ვინ განისვენებს ყველაზე ძვირფას ჩასასვენებელში.

ყველაზე მდიდრული და ორიგინალური

ყველაზე ძვირად ღირებული კუბო პოპის მეფეს, მაიკლ ჯექსონს ეკუთვნის. ის დამზადებულია 14-კარატიანი ოქროთი დაფერილი დეტალებისგან და ძვირადღირებული ქვებითაა გაფორმებული. შიგთავსი ლურჯი ხავერდითაა გაწყობილი. კუბო მთლიანობაში 25 000 დოლარი დაჯდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მომღერალმა თავად იზრუნა საკუთარი ჩასასვენებლის დიზაინზე და წინასწარ შეუკვეთა ის.

ძვირად ღირებულისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან ე.წ. კანონიერი ქურდები. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანის ჩასასვენებელი 15 000 დოლარად იყო შეფასებული. ამას გარდა, ისინი სასაფლაოზეც ვიპ-ადგილებით სარგებლობენ.

თუმცა დღესდღეობით ყველაზე ძვირფას ჩასასვენებელს შვედური კომპანია CataCoffin-ი სთავაზობს მსურველს. მის მიერ წარმოებული ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა - გალაქული ხის კონსტრუქცია, შიგნითა მხრიდან ატლასგამოკრული. თუმცა სახურავის უკანა მხარეს, ქსოვილის მიღმა, აუდიოსისტემაა ჩამონტაჟებული, რომელიც ინტერნეტთანაა დაკავშირებული. ასევე ჩამონტაჟებულია სენსორული ეკრანი, რომელიც ჭირისუფალს საშუალებას აძლევს, გარდაცვლილს ფლეილისტი ჩაუწერონ და ამით გაუხალისოს ცხოვრება იმქვეყნად.

მსგავსი მოდელები, ძირითადად, მელომანებისა და მუსიკოსებისთვისაა გათვალისწინებული და 36 400 დოლარამდე ჯდება, თუმცა, როგორც ცნობილია, ამ კომპანიას მსგავს კუბოებზე შეკვეთა ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება ორიგინალურ, კრეატიულ მოდელებს, ამ მხრივ განელები არიან მოწოდების სიმაღლეზე. დამზადების ინდუსტრია იქ მას შემდეგ განვითარდა, რაც განის ერთ-ერთი მმართველი არწივის ფორმის ჩასასვენებლით დაკრძალეს. ადგილობრივებს ისე მოეწონათ ეს ორიგინალური ფორმა, რომ მას შემდეგ ტრადიციად აქციეს და მიუხედავად იმისა, რომ კუბოს ღირებულება მათი მთელი წლის ხელფასს შეადგენს, უკან არ იხევენ.

განაში სხვადასხვა ფორმის შეიძლება შეგხვდეთ:

  • ბოტასის;
  • თევზის;
  • ამა თუ იმ ფრინველის თუ ცხოველის;
  • მობილური ტელეფონის;
  • ავტომობილის.

მოდელს იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რას წარმოადგენდა ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რა პროფესია და მიდრეკილებები ჰქონდა.

უჩვეულოა, თუმცა, როცა ასეთ კუბოში ჩასვენებულ მიცვალებულს ხედავ, სიკვდილი ისეთი შემზარავი აღარ გეჩვენება. მით უმეტეს, განელებისთვის დაკრძალვის ცერემონიას საზეიმო ელფერი დაჰკრავს.

მსგავსი ხედვა ძალიან პოპულარულია და ზოგი იმდენად უჩვეულოა, რომ ხშირად მათ კოლექციონერები ყიდულობენ გამოფენებსა თუ მუზეუმებში პრეზენტაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული მოდელების დამზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ან წინასწარ უნდა შეუკვეთოთ, ან მიცვალებულს ალოდინოთ სპეციალურ მაცივარში. სასურველი კუბო კი დაახლოებით 400-600 დოლარი დაგიჯდებათ.

ჩვეულებრივ, სტანდარტულ კუბოებშიც არის განსხვავებული მოდელები, როგორც ელიტური საზოგადოებისთვის, ისე საშუალოშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ბიურო ჩასასვენებლების დიდ არჩევანს სთავაზობს ჭირისუფალს. ნებისმიერი ხის მასალის, ფერის თუ ფორმის პროდუქცია სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის მქონე პირს მისცემს საშუალებას, შესაფერისი მოდელი აირჩიოს. ჩვენ გულისხმიერებით ვეკიდებით დამწუხრებული ადამიანების გასაჭირს და შეღავათიან ფასად სრულ მომსახურებას ვთავაზობთ ახლობლის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით.

Keywords: kuboebi


გამარჯობათ. რათქმაუნდა ადგილზე არჩევა უფრო გაგიმარტივდებათ, ჩვენთან მოსასვლელად გამოიყენეთ მითითებული ლოკაცია.
ჩვენთან იმხელა არჩევანია რო დამერწმუნეთ ადგილზე არსებული მოდელებიდან შეძლებთ სასურველი კუბოს არჩევას, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლის დამზადებას დასჭირდება 2-3 დღე.
გაგიმარჯოთ. მარაგშიც გვაქვს და 2-3 დღეში ახლის დამზადებასაც შევძლებთ.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)