კუბოების დამზადება

(7.0)

დაგვიკავშირდით

595703388
13-09-2022 1 016 0

შეიძინეთ ჩვენთან

ვისაც კუბოების დამზადება შეკვეთით სურს, ამაში ჩვენი სააგენტო დაეხმარება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჭირისუფალს მძიმე წუთებში გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ, პირნათლად მოიხადოს ვალი ახლობელი ადამიანის წინაშე,

მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება, მით უმეტეს, ბოლო წლების ვერაგი ვირუსის, კოვიდის გამო. ამიტომ, ვინაიდან ქრისტიანული შეხედულებით, მიცვალებულს კუბოში ჩასვენებულს ვაბარებთ მიწას, განსხვავებით მუსლიმებისგან, რომლებიც უბრალოდ სუდარაში გახვეულს კრძალავენ ცხედარს და ბუდისტებისგან, რომელთა ტრადიცია კრემაციას ითვალისწინებს, ეს ფაქტი მწარმოებლებს ავალდებულებს, მეტი დატვირთვით იმუშაონ.

  • კუბოების შეკვეთა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება:
  • ვიღაცას უფრო მდიდრული ან ექსკლუზიური მოდელი სურს თავისი საყვარელი ადამიანისთვის;
  • მასიური აღნაგობის მიცვალებულისთვის, რომლისთვისაც სტანდარტული ზომები შეუსაბამოა;
  • არსებობს ორიგინალური მოდელებიც კრეატიული ადამიანებისთვის, მაგალითად, მანქანის, კვერცხის, ცხოველის ან ფრინველის ფორმის.

ასეთი კუბოების აწყობა პირველად განაში დაიწყეს. ეს მათთვის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია. კუბოს ფორმას იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა პროფესიის იყო ადამიანი სიცოცხლეში, რა გატაცებები ჰქონდა შესაბამისად, მფრინავს თვითმფრინავის ფორმის კუბოს უმზადებენ, მეწაღეს - ფეხსაცმლის, ლუდის მოყვარულს - ლუდის ფორმის.

ეს ტრადიცია კი 1950-ან წლებში გაჩნდა, ერთობ კურიოზული შემთხვევის შემდეგ: იმდროინდელმა განის მმართველმა არწივის ფორმის ტახტრევანი შეუკვეთა, რათა საჯარო გამოსვლებისას ეფექტურად წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე. თუმცა შეკვეთის დამზადება დაგვიანდა და ბედის ირონიით, სწორედ მისი გარდაცვალების დღეს მიიტანეს ადგილზე. ახლობლებმაც, არც აციეს, არც აცხელეს, ტახტრევანს სახურავი გაუკეთეს და იქ ჩაასვენეს პატივცემული ხელისუფალი.

მსგავსი კუბოების გაკეთება სულ უფრო მოთხოვნადი გახდა არამხოლოდ განელ მოსახლეობაში. თავდაპირველად მათ მხოლოდ შეძლებული ფენისთვის აკეთებდნენ, ვინაიდან დიდ დროსა და სკრუპულოზურობას მოითხოვს; თუმცა დღეს უკვე ნებისმიერისთვის არის ხელმისაწვდომი, მათ შორის, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებისთვის.

ერთი სიტყვით, დღეს განაში ამ საქმიანობის მთელი ინდუსტრიაა შექმნილი. თქვენ წარმოიდგინეთ, განელი ხელოსნების მიერ დამზადებული კუბოები გამოფენებზეც კი არის წარმოდგენილი.

ეს ტენდენცია, როგორც ყველაფერი, გადამდები აღმოჩნდა და დღეს სხვა ქვეყნებშიც ცდილობენ კრეატიული მოდელების დამზადებას. ასე რომ, აღარავის უკვირს ჰოთ-დოგის, ქალის საშვილოსნოს, სიგარეტის თუ კოკა-კოლის ქილის ფორმის კუბოები.

უფრო მეტიც, ინგლისში ერთმა პიროვნებამ მწარმოებელს შეუკვეთა შუშისთავსახურიანი კუბო, რომელსაც მანამდე, სიცოცხლეში, მაგიდად გამოიყენებდა. ასევე ამზადებენ მოდელებს, რომლებსაც სიცოცხლეში კარადად გამოიყენებენ.

ვერაფერს იტყვი, ალბათ კარგიცაა, რომ ადამიანები რაციონალურად აღიქვამენ სიკვდილს და ის ასე შემზარავად აღარ ეჩვენებათ.

ეს ყველაფერი ორიგინალური გემოვნების მქონე ადამიანებისთვისაა. რაც შეეხება მეტ-ნაკლებად სტანდარტულ მოდელებს, ჩვენი სააგენტო შემკვეთებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

კუბოს ყიდვა ჩვენს საიტზე ხელმისაწვდომია ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის:

  • მართკუთხა;
  • ტრაპეციის ფორმის;
  • ექვსწახნაგიანი;
  • სახელურებიანი;
  • ორმაგსახურავიანი;
  • ელიტური თუ ბიუჯეტური.

აქ ყველანაირ მოდელს ნახავთ.

დაათვალიერეთ ჩვენი კატალოგი და დაგვიკავშირდით. ჩვენ ოპერატიულად ვემსახურებით ჩვენს კლიენტებს დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

MySpec.Ge » დამკრძალავი ბიურო » კუბოების დამზადება
თუ უკვე შერჩეული გაქვთ დაგვიკავშირდით გვითხარით მონაცემები და ადგილზე მოგიტანთ.
ჩვენ გაგიწევთ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
გამარჯობათ. რათქმაუნდა შეძლებთ, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

7
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
7
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
7
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
7
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 7.0 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)