სამზარეულოს დამზადება
დაგვიკავშირდით
511161622ვიღებთ ნებისმიერი სირთულის შეკვეთას
იდეალური სამზარეულოს დამზადება შეკვეთით მხოლოდ პროფესიონალ სპეციალისტებს უნდა ანდოთ. ყველა დიასახლისი ინტერიერის რემონტისას, პირველ რიგში, სამზარეულოს კეთილმოწყობაზე ზრუნავს, რადგან სწორედ აქ ატარებს დღის უმეტეს ნაწილს და მზარეულობის პროცესი რომ უფრო ხალისიანი და შთამაგონებელი იყოს, კომფორტული გარემო სჭირდება.
იმისათვის, რომ ეს ოთახი მრავალფუნქციური და კომფორტული იყოს, არაერთი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ოთახის გაბარიტები. რა თქმა უნდა, დიდი ფართი უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, საოცნებო დიზაინით გავაფორმოთ ოთახი. თუმცა, სწორი გათვლების შემთხვევაში, რაშიც ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლებიც დაგეხმარებიან, შესაძლებელია სივრცე მაქსიმალურად იქნეს ათვისებული და დიასახლისისთვის საჭირო სათავსოების განთავსება.
მაშ ასე, გადაწყვიტეთ თქვენი სანუკვარი ოცნების ახდენა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ფართის ოთახის შემთხვევაში შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ; აი, პატარა ზომის ოთახში კი მოგიწევთ, მხოლოდ აუცილებელი ნივთების განთავსება, თუმცა გარკვეული ხრიკების გამოყენებით შეძლებთ ვიზუალურად მეტი მოცულობა შემატოთ მას.
მაგალითად, ცნობილია, რომ ღია ფერის სამზარეულოს უპირატესობა სივრცის ვიზუალურად გაზრდაა. ამიტომ სასურველია თეთრი, კრემისფერი, ღია ყავისფერი ან სხვა ღია ტონალობის სამზარეულოს მიანიჭოთ უპირატესობა.
ასევე, თუ არჩევანის წინაშე დგახართ, სამზარეულოს როგორ ზედაპირს მიანიჭოთ უპირატესობა - გლუვს თუ პრიალას, გირჩევთ, პრიალა ზედაპირი აირჩიოთ, რადგან გარდა იმისა, რომ მას სარკის ეფექტი აქვს და ამის წყალობით სივრცეს მეტ მოცულობას ანიჭებს (გლუვზედაპირიანის შემთხვევაში ოთახი გაცილებით პატარა ჩანს), პრაქტიკულობის თვალსაზრისითაც უფრო მომგებიანია, რადგან ადვილად იწმინდება და მასზე ლაქები არ რჩება.
რაც შეეხება თავად პატარა სამზარეულოს ნაირსახეობას, თუ მხოლოდ გაზქურა, ნიჟარა და მაცივარი გეტევათ, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით - ჭერამდე განთავსებული ზედა სივრცის წყალობით თქვენ საკმარისი რაოდენობის სათავსოები გექნებათ ჭურჭლისა და სამზარეულოს წვრილი ტექნიკის შესანახად.
ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, სწორად, რეგულაციების დაცვით დაგეგმოთ სწობა სამზარეულოში, ვინაიდან ყველაფერს თავისი წესი აქვს: რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული გაზქურა ნიჟარისგან, ჩამოსაკიდი სათავსოები ქვედა სათავსოებისგან და ა.შ.
თუ გსურთ ხარისხიანი და შთამბეჭდავი დიზაინის მქონე სივრცის მოწყობა ( samzareulos damzadeba ), ჩვენი გუნდი თქვენს სამსახურშია. თამამად გაგვიზიარეთ თქვენი იდეები, ყოველი ნიუანსი და გარწმუნებთ, იმედგაცრუებული არ დარჩებით. გარდა იმისა, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ნაკეთობების ხარისხზე, მომხმარებელს დათქმულ ვადებში ვაბარებთ სასურველ ავეჯს. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი!