სამზარეულოს ავეჯი
დაგვიკავშირდით
511161622კომფორტული სამზარეულო
პატარა სამზარეულოს ავეჯი შეკვეთით შეიძლება იყოს კომფორტული, რომელიც ერთდროულად პრაქტიკულიც იქნება, მაგრამ ყველა დიასახლისის ოცნებაა დიდი და ელეგანტური, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ის სამზარეულოში ატარებს. Როცა ეს ოთახი კომფორტულადაა მოწყობილი, შესაბამისად, აქ სადილიც მეტი ხალისით მზადდება და ოჯახის წევრთა იქ თავშეყრის დროს ურთიერთობებიც უფრო თბილი და გულითადია.
ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე ათწლეულის წინ თითქმის ყველა ოჯახში სამზარეულოს გარნიტური ერთმანეთის მსგავსი იყო, მხოლოდ ფერში იყო ზოგან განსხვავება და ამ მხრივაც არ იყო დიდი არჩევანი.
დღეს ალტერნატივით განებივრებულია მომხმარებელი. შესაძლებელია სხვადასხვა მასალისგან, იქნება ეს ბუნებრივი ხის თუ ემ-დე-ეფის დამზადებული ავეჯი შეიძინოს სავაჭრო ცენტრებში ან სურვილისამებრ, საკუთარი გემოვნების მიხედვით დაამზადებინოს ხელოსნებს ორიგინალური ფერის თუ დიზაინის მოდელი.
თანამედროვე ავეჯი უნდა იყოს - თუ მოდის ტენდენციების მიხედვით ინტერიერში მინიმალისტური სტილი ჭარბობს, ანუ მეტი თავისუფალი სივრცე და ნაკლები, მხოლოდ აუცილებელი ავეჯი, სამზარეულო ის ადგილია, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს შევსებული, რადგან არც ერთ სხვა ოთახში არაა იმდენი აუცილებელი ნივთის ერთობლიობა, როგორც სამზარეულოში, ამ საჭირო ნივთებს კი შესაბამისი სათავსოები ესაჭიროება როგორც ჭურჭლისთვის, ისე წვრილი ტექნიკისთვის.
მთავარი კრიტერიუმები
როგორი უნდა იყოს სამზარეულოს კომფორტული და მოსახერხებელი ავეჯი? რასაკვირველია, მომხმარებელი, პირველ რიგში, მის ვიზუალურ მხარეს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ავეჯის პრაქტიკული დანიშნულება.
ჩვენს კლიენტებს ყოველთვის ვურჩევთ, მაქსიმალურად აითვისონ ამ ოთახში სივრცე და კედლის მთელ სიმაღლეზე განათავსონ ავეჯი. დაგვეთანხმებით, რომ არც ერთ დიასახლისს არ დარჩება კარადებში თუ უჯრებში ცარიელი ადგილი. ძალიან პოპულარულია ე. წ. ჩაშენებული სამზარეულო, განსაკუთრებით, მომცრო ფართის ოთახში. ასე სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული.
რა სჯობს დიდ სამზარეულოს, რომლის მოსაწყობად მხოლოდ ფანტაზია და ფინანსებია საჭირო?! სამაგიეროდ, ისეთი შთამბეჭდავი ინტერიერის შექმნა შეიძლება, იქიდან გამოსვლა აღარ მოუნდება ადამიანს. აი, მცირე ზომის სამზარეულოში კი შეზღუდულები ვართ. ერთი შეხედვით, ნიჟარის, გაზქურისა და მაცივრის მეტი შეუძლებელია იქ რამის განთავსება, თუმცა სწორი დაგეგმარების შემთხვევაში გაცილებით მეტი ავეჯი შეიძლება დაეტიოს. ამაში ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან.
გარდა ამისა, სხვა ოთახებისთვის განკუთვნილი ავეჯისგან განსხვავებით, სამზარეულოში მასალა უნდა იყოს ნესტგამძლე უნდა იყოს, რათა მალე არ დაზიანდეს ორთქლისა და წყლისგან. ამ მხრივაც იდეალურია ემ-დე-ეფის მასალა.
მართალია, ემ-დე-ეფის მასალა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ტონალობის ავეჯი დაამზადებინოთ, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით, ამ ოთახში ღია ტონები უფრო მისაღებია, რადგან მას ლაქები ნაკლებად ემჩნევა და თუ ზედაპირი პრიალაც აქვს და არა გლუვი, ადვილადაც იწმინდება. მომცრო ზომის სივრცეში მით უმეტეს სასურველია ღია ფერის ავეჯი, რადგან ის ვიზუალურად მეტ მოცულობას და სინათლეს ანიჭებს.
ხარისხი უპირველეს ყოვლისა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავეჯს ხარისხიანი ფურნიტურა ჰქონდეს, რადგან სწორედ ამ ოთახში ვსარგებლობთ ყველაზე მეტჯერ ავეჯით - ჭურჭლის გამოსაღებად და შესაწყობად წარამარა ვაღებთ კარადის კარს და ასევე უჯრებს. როცა სახელურები ან სხვადასხვა მექანიზმი უხარისხოა, მალე გამოდის მწყობრიდან და შედეგად, გვრჩება მოყანყალებული კარი, ჩამოვარდნილი თუ გაჭედილი უჯრები და ა.შ.
თუ სავაჭრო ცენტრებში გამოფენილი პროდუქცია ვიზუალურად ან ფინანსურად არ აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს, მოგვმართეთ ჩვენ და ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები დაგეხმარებიან, შექმნათ სამზარეულოში იდეალური გარემო. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესრულება - თამამად გაგვიაზიარეთ თქვენი თუნდაც ყველაზე უჩვეულო იდეები და მაქსიმალურად შევეცდებით მათ განხორციელებას.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს როგორც ავეჯის ხარისხით და ვიზუალური მხარით, ასევე - ფასით. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დროულად მიწოდებული პროდუქციით შევუმოკლოთ მოლოდინის დრო.
ავეჯის დამზადება