საოფისე ავეჯი

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
27-05-2022 1 505 0

ფასი ხარისხთან ადეკვატური

დაგვეთანხმებით საოფისე ავეჯი შეკვეთით რაც უფრო სოლიდურად გამოიყურება, მით უფრო ნდობით განაწყობს დაწესებულებაში მოხვედრილ ადამიანს. იგულისხმება არა მხოლოდ ვიზიტორი, არამედ იქ დასაქმებული პერსონალიც, რომელიც უფრო მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ეკიდება თავის მოვალეობას.

რადგან ოფისის ინტერიერი ( saofise aveji ) დაწესებულების სახეა, მის სტატუსს გამოკვეთს, ამიტომ მეტი პასუხისმგებლობითა და მონდომებით უნდა იზრუნოს მფლობელმა მის კეთილმოწყობაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულწილად ამაზეცაა დამოკიდებული, გააფორმებენ თუ არა თქვენთან მნიშვნელოვან კონტრაქტებს, კიდევ გაუჩნდებათ თუ არა თქვენთან თანამშრომლობის სურვილი, რამდენად მაღალი იქნება დაქირავებული თანამშრომლების შრომისუნარიანობა როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საქმიანობის წარმატებისთვის - თუნდაც მაგიდისა და სკამ-სავარძლების ფორმა, ავეჯისა თუ კედლების ფერი.

რასაკვირველია, რაც უფრო სოლიდურია კომპანია, მით უფრო მდიდრული ავეჯითაა გაფორმებული ინტერიერი. უფრო მდიდარი კომპანიები უპირატესობას ტყავის რბილ ავეჯსა და ძვირფასი ხის ავეჯს ანიჭებენ, მაგრამ თუ დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გაქვთ, შედარებით ბიუჯეტური ავეჯით, მაგალითად, ხელოვნური ტყავით და ემ-დე-ეფის ავეჯით შეგიძლიათ ეფექტურად გაამდიდროთ ინტერიერი.

როგორ უნდა მოვაწყოთ ოფისი, რომ თანამედროვეც იყოს, თანამშრომლებსაც განაწყობდეს სამუშაოდ და ვიზიტორებზეც კარგ შთაბეჭდილებას ახდენდეს?

როგორც წესი, ოფისის ინტერიერი რამდენიმე ზონად იყოფა:

  • ხელმძღვანელის კაბინეტი;
  • თანამშრომლების სამუშაო ოთახები;
  • ვიზიტორებისთვის მოსაცდელი სივრცე.

თავის მხრივ, ხელმძღვანელის კაბინეტიც რამდენიმე ზონად შეიძლება დავყოთ:

სამუშაო სივრცე, სადაც განთავსებულია: მაგიდა, სავარძელი, კარადა დოკუმენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ავეჯს არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა ჰქონდეს, არამედ თავისი ვიზუალით ხაზს უსვამდეს მფლობელის სტატუსს;

მოლაპარაკების ზონა - აქ განთავსებულია მაგიდა-სავარძლები თათბირისთვის, ახალი პროექტების პრეზენტაციისთვის, ბიზნესპარტნიორთან მოლაპარაკებისთვის, ხელშეკრულების გასაფორმებლად;

დასასვენებელი ადგილი - მოიცავს დივან-სავარძლებს, კარადას მინი-ბარით არაფორმალური შეხვედრებისთვის ან რაიმეს აღსანიშნავად განკუთვნილი სასმლით; ჟურნალების მაგიდას, ოთახის მცენარეებს ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ ზონაში მაქსიმალური წესრიგი უნდა სუფევდეს, რომ სტუმარზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოს.

აქვე ერთ ფაქტორზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას: მოლაპარაკების მაგიდა, როგორც წესი, სხვადასხვა ფორმისაა და მას ხელმძღვანელი თავისი პრიორიტეტების მიხედვით ირჩევს. მაგალითად:

მართკუთხა მაგიდა - ეს არის კლასიკური ფორმა, თუ ხელმძღვანელის კაბინეტში სტანდარტული თათბირი ტარდება თანამშრომლებთან და ისინი იერარქიული სისტემით არიან განთავსებულნი;

მრგვალი მაგიდა - არსობრივად იმაზე მიანიშნებს, რომ მასთან მსხდომნი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, ერთმანეთის აზრს ანგარიშს უწევენ. ასეთი ფორმის მაგიდა მის ირგვლივ მსხდომთ ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვაში ეხმარება და შესაბამისად, მეტი შანსია, რომ მოლაპარაკება წარმატებით მომდინარეობდეს;

ოვალური მაგიდა - მრგვალი მაგიდის მსგავსად, აქაც ოთახში მყოფებს შორის იერარქიას კი არა, ჯანსაღ აზრს ენიჭება უპირატესობა. ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ხელმძღვანელი მზადაა, ნებისმიერის აზრი მოისმინოს და გაითვალისწინოს;

კვადრატული მაგიდა - ეს, ძირითადად, მაქსიმუმ ოთხ ადამიანს შორის ხანმოკლე საუბრებისთვისაა იდეალური.

ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომლების სამუშაო სივრცეც ისე იყოს მოწყობილი, რომ დასაქმებულებს სამუშაო განწყობა ჰქონდეთ. დაწესებულების მფლობელმა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს: საქმიანობის დანიშნულება, ოთახის ფართი, ოფისის სტილი და პერსონალის რაოდენობა.

შესაბამისად უნდა შეირჩეს სამუშაო მაგიდები მათთვის - თუ დიდ ოთახში ბევრი თანამშრომელი ზის, მოსახერხებელია ერთი სიგრძის, თითო პერსონალისთვის ჩატიხრული მაგიდა;

აუცილებელია მათთვის კარადები, სადაც საჭირო საბუთებს შეინახავენ. კარადების ფორმაც ინტერიერის სტილისა და საქმიანობის მიხედვით შეირჩევა - შეიძლება იყოს ღია ან კარიანი.

და ძალიან მნიშვნელოვანია სკამ-სავარძლები, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, რაც დაღლილობას და ხერხემლის ტკივილს არ გამოიწვევს და შესაბამისად, სამუშაო პროცესს გაცილებით პროდუქტიულს გახდის.

შეიძლება ავეჯი ძვირფასი მასალით არ იყოს დამზადებული, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი ნამუშევარი, რომ დიდხანს გაძლოს. ჩვენ გთავაზობთ ემ-დე-ეფის მასალისგან დამზადებულ ოფისის ავეჯს. ხარისხი და დამკვეთისთვის დროული მიწოდება ჩვენთვის პრიორიტეტულია. გარდა ამისა, ჩვენ ვზრუნავთ, რომ მომხმარებელი ხელმისაწვდომი ფასებითაც ვასიამოვნოთ.

ერთი სიტყვით, თუ გსურთ ხარისხიანი, ბიუჯეტური და მოკლე ვადებში ავეჯის დამზადება, თქვენ სწორ მისამართზე მოხვდით. დაგვირეკეთ და ჩვენ თქვენს ოფისში ეფექტურ გარემოს შევქმნით.

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » საოფისე ავეჯი
რათქმაუნდა.
პატარა მოცულობის შეკვეთებს თბილისის გარეთ არ ვიღებთ.
დიახ.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)