ოფისის ავეჯი

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
22-10-2022 459 0

შეუკვეთე კომფორტული

ოფისის ავეჯი შეკვეთით საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ მცირე თუ დიდი კომპანიებისთვის, რომლებსაც სივრცის, საქმიანობის სპეციფიკისა და თანამშრომელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ინტერიერში ოპტიმალური გარემოს შექმნა სურთ.

ავეჯის წარმოებაში ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ის, რომ დღეს შეკვეთას დამკვეთის გემოვნება და ბიუჯეტი განაპირობებს, არჩევანი კი საკმაოდ დიდია. თუკი უწინ ყველაზე პოპულარული ავეჯის ხისგან (ასევე ლამინატი, ემ-დე-ეფი და სხვა) დამზადება იყო, დღეს ის ადგილს უთმობს ლითონის, პლასტმასისა და მინის ნაკეთობებს. მართალია, ხის ან მსგავსი მასალით დამზადებული კარადები და მაგიდები აქტუალურობას ბევრ ოფისში აქამდე ინარჩუნებს, მაგრამ სანამ რამდენიმე სტილისა და მასალის ერთ სივრცეში თანხვედრას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრებაა საჭირო.

მაგალითად, თუკი ინტერიერი ჰაი ტექ სტილშია წარმოდგენილი, იქ მასიური ხის მაგიდა მთლად კარგად არ ჩაჯდება ხოლო ლითონის კარადა ტყავის სავარძლებისა და ხის სკამების ფონზე ცუდად იყვირებს

მთავარი ფაქტორები

თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ავეჯი აუცილებლად კონკრეტულ ფუნქციას უნდა ატარებდეს. პირველ რიგში კი, ავეჯი ყველასთვის მოსახერხებელი უნდა იყოს. თუკი ოფისში ავეჯი არაკომფორტული და მოუხერხებელია, ის აუცილებლად გამოიწვევს ჩვეული სამუშაო პროცესის დარღვევას.

გარდა კომფორტულობისა, რა თქმა უნდა, პერსონალის ავეჯი გამძლე და ხარისხიანიც უნდა იყოს, რადგან სახლისაგან განსხვავებით, ოფისში მისი ექსპლუატაცია უფრო მაღალი ინტენსივობით ხდება. გასათვალისწინებელია ის, რომ არჩევანის იაფ და დაბალი ხარისხის ავეჯზე გაკეთება კომპანიის ხელმძღვანელობას სულაც არ აძლევს ბიუჯეტის ეკონომიის გარანტიას. უფრო პირიქით - როგორც წესი, ასეთ დროს ხარჯები იზრდება, რადგან მოკლე დროში ავეჯის შეკეთება ან სულაც ახლის შეძენა ხდება საჭირო.

ამას გარდა, საოფისე ავეჯი ფუნქციურიც უნდა იყოს. ამის გარეშე წარმოუდგენელია, თანამშრომლებმა თავიანთი საქმე მთელი სამუშაო დროის განმავლობაში სრულფასოვნად შეასრულონ. მნიშვნელოვანია, რომ პერსონალს ყურადღება, სამუშაოს გარდა, სხვა არაფერზე გადაჰქონდეს, მათ შორის - ავეჯთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

საოფისე ავეჯის შერჩევისას გასათვალისწინებელია ერგონომიის პრინციპები. ოფისების უმეტესობისთვის დიდი ფართი ფუფუნებაა და ასეთ ვითარებაში, არჩევანის ერგონომიულ ავეჯზე გაკეთება სწორი გადაწყვეტილებაა. ამით გამოვათავისუფლებთ დამატებით სამუშაო სივრცეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია პერსონალის ავეჯის პრეზენტაბელურობა. ოფისის ინტერიერი პირველია, რაც კომპანიაში სტუმრად მოსულს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის. შეიძლება ითქვას, რომ ოფისის ინტერიერი სახეა კომპანიის, რომელშიც ავეჯს უმთავრესი როლი აკისრია.

გააზრებულად არის საჭირო ოფისში ავეჯის განლაგება. ამასთან, ის უნდა შეესაბამებოდეს საერთო სტილს. თუკი ოფისისთვის სკამები, სავარძლები, მაგიდები და ტუმბოები ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის გაქვთ, ამით ინტერიერის საერთო სურათი დაზარალდება, ავეჯის ელემენტების ქაოსურად და უგემოვნოდ განთავსება კი ოფისში სივრცეს კიდევ უფრო შეამცირებს და ინტერიერში ჰარმონიას დაარღვევს.

ავეჯი ოფისის პერსონალისთვის

პირველ რიგში, ეს სხვადასხვა დანიშნულების მაგიდებია - კომპიუტერისა თუ ნოუთბუქის, საწერი, სამუშაო, თათბირებისა და მოლაპარაკებებისთვის. ასევე - სავარძლები და სკამები.

პირველ რიგში, სწორედ ეს ავეჯი უქმნის თანამშრომლებს პირობას იმისთვის, რომ ნაყოფიერად იმუშაონ კომპანიის საკეთილდღეოდ. ავეჯი უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებული და ფუნქციონალური. ამავდროულად, ის უნდა იყოს მობილური და იძლეოდეს ინდივიდუალური ვარიაციის შესაძლებლობას, თუნდაც, კონკრეტული თანამშრომლის აღნაგობის გათვალისწინებით.

ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ნებისმიერი თანამედროვე კომპანიისთვის ეს პერსონალისთვის განკუთვნილი მოდულური ავეჯია. მისი მთავარი განსაკუთრებულობა იმაში მდგომაროებს, რომ მოდულის ელემენტების ნებისამებრ გაწყობის შესაძლებლობას იძლევა და კონკრეტულ თანამშრომელზე მორგებული შეიძლება იყოს.

პერსონალის ავეჯში შედის სხვადასხვა დანიშნულების კარადებიც - გარდერობი, საარქივო, კართოტეკის, ფაილებისა და დოკუმენტაციის შესანახი. ასევე - სტაციონარული და მობილური სტელაჟები, თაროები, კუთხეები, ტუმბოები.

შეკვეთილი ავეჯის უპირატესობა

ეჭვგარეშეა, რომ ოფისისთვის ავეჯის შეკვეთას უამრავი უპირატესობა აქვს, მზა პროდუქციის შეძენასთან შედარებით.

უპირატესობები:

  • შესაფერისი გაბარიტები - ავეჯის შეკვეთით დამზადება საშუალებას იძლევა, ის ოთახის ფართობს, ჭერის სიმაღლეს დავუკავშიროთ, სივრცე მაქსიმალურად ავითვისოთ და საქმიანობას მოვარგოთ;
  • მასალა და იერსახე - ავეჯის სალონებსა თუ მზა ნაწარმის საიტებზე საათობით შეიძლება სასურველი მასალის, სტილის, ფორმისა თუ ფერის ავეჯის ძებნა ისე, რომ საბოლოოდ ოფისის ინტერიერის საერთო სტილს, კედლებისა თუ ფარდების ფერს ან სხვა, ოფისში უკვე არსებულ ავეჯს მაინც ვერ შეუხამოთ. შეკვეთის გაკეთება მსგავს პრობლემებს საფუძველშივე გამორიცხავს.
რატომ ჩვენ

თუკი თქვენი კომპანიის ოფისის კარგი ავეჯით გაწყობა გადაწყვიტეთ და არჩევანი ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ, აუცილებლად დაგვიკაშირდით და გაეცანით ჩვენს შემოთავაზებას. ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, აქვთ სათანადო ცოდნა და ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ, თქვენი ოფისის სივრცის, სამუშაო სპეციფიკისა და თანამშრომელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ინტერიერში ავეჯის განთავსებასთან, მის მასალასთან, სტილსა თუ კონფიგურაციასთან დაკავშირებით, თავიანთი რჩევებით დაგეხმარებიან ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო არჩევანის გაკეთებისა და შეკვეთის შემდეგ, აუცილებლად ხარისხიანად, ოპტიმალურ ფასად და დათქმულ დროში შეასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს.

Keywords: ofisis aveji

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » ოფისის ავეჯი
გამარჯობათ, ფასი დამოკიდებულია შერჩეულ მასალაზე, შეკვეთის მოცულობაზე და დიზაინის სირთულეზე.
ჩვენი საამქრო იღებს შეკვეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამწუხაროდ მეორადი მასალით არ ვმუშაობთ.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)