ავეჯის აწყობა

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
31-05-2022 1 099 0

ჩვენი ავეჯის საამქრო

ავეჯის აწყობა ხარისხიანად არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე გარნიტურის ძვირფასი მასალა, რადგან თუ დაუდევრადაა აწყობილი, რაც უნდა მაღალხარისხიანი მასალით იყოს დამზადებული დეტალები, მაინც მალე გამოვა მწყობრიდან და ჩათვალეთ, რომ თქვენი ძალისხმევა და ფინანსები ქარს გაატანეთ.

მაშ ასე, შეარჩიეთ სასურველი დიზაინის ავეჯი, ფერიც იდეალურად შეეფერება თქვენს ინტერიერს, შემდეგ შეუკვეთეთ ხელოსნებს მისი დამზადება და სახლში მოტანის შემდეგ მისი აწყობაღა დარჩა?

ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი საქმეა - ავეჯის დეტალები სანტიმეტრებში თუ მილიმეტრებშია გამოჭრილი, წინა და უკანა მხარის თუ თაროების გარჩევას რაღა უნდა თუ ხელსაწყოებიც გაქვთ და სახრახნისის ხმარებაც შეგიძლიათ, თითქოს წამებშია შესაძლებელი მისი გაკეთება ( avejis awyoba ). ისღა დაგრჩენიათ, იატაკზე დამცავი დააფინოთ, ნაკაწრები რომ არ გაუჩნდეს და საქმეს შეუდგეთ.

თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. ყველა საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს და შესაბამისად, პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. თქვენ შეიძლება წარმოდგენა არ გქონდეთ, ხელოსანმა კი ზედმიწევნით კარგად იცის თავისი საქმიანობის სფეროში გასათვალისწინებელი ნიუანსები.

მართალია, ავეჯის დეტალების დაჭრისას ლაზერით მაქსიმალური სიზუსტე მიიღწევა, მაგრამ მაინც მოსალოდნელია მცირე ხარვეზები, თუნდაც კედლების გაზომვის დროს გასათვალისწინებელი... შესაძლოა, აწყობისას არასწორ ადგილას გააკეთოთ ნახვრეტი ან თუ შედარებით დაბალხარისხიანი მასალისაა, დააზიანოთ. საკმარისია, ჭანჭიკები ან რომელიმე მექანიზმი დაუდევრად მიამაგროთ, რომ დიდი რისკია, ავეჯის კარი ან თარო მოულოდნელად ჩამოვარდეს.

ამ შემთხვევაში ხელოსანს მეტი გამოცდილება აქვს, სამუშაოს სპეციფიკა ზედმიწევნით კარგად იცის და უკეთ შეძლებს გამოასწოროს მსგავსი ხარვეზები.

ასევე, მათ უფრო ეფექტური სამუშაო იარაღები აქვთ, რაც სამუშაოს უკეთ და სწრაფად შესრულებას განაპირობებს.

საქმის მცოდნე გუნდი

ერთი სიტყვით, გართულებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ პროფესიონალებს მიანდოთ ეს საქმე. თანაც, კარგი იქნება, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ თუ ჩაივლის მთელი სამუშაო პროცესი - ასე მეტად დარწმუნდებით, რომ საქმე გულმოდგინეთ და კეთილსინდისიერად შესრულდა და თუ როდისმე ავეჯის დაშლა და სხვაგან გადატანა მოგიწიათ, კარგად გეცოდინებათ, რა პრინციპითაა აწყობილი და შესაბამისად, მისი დაშლა და ისევ აწყობა არ გაგიჭირდებათ.

პროფესიონალის დახმარებას ვურჩევთ მათაც, ვინც უცხოურ ავეჯს იწერს საზღვარგარეთიდან. მართალია, ასეთ შემთხვევაში მას ინსტრუქციაც მოჰყვება ხოლმე, სადაც აღწერილია, როგორ უნდა ააწყოთ დეტალები, მაგრამ მცირეოდენი უზუსტობებისგან ან ხარვეზებისგან არც ამ შემთხვევაში ხართ დაზღვეული. ხშირად გარნიტურს ისეთი და იმდენი დეტალი მოჰყვება ხოლმე, თავგზა ებნევა ადამიანს, სად და რამდენი უნდა გამოიყენოს. სპეციალისტმა კი კარგად იცის ყველანაირი ტიპის ავეჯის კონსტრუქციის და დეტალების თავისებურებები.

ერთი სიტყვით, თუ თქვენი შეკვეთის განხორციელება ხარისხიანად გინდათ, ენდეთ ჩვენს კვალიფიციურ სპეციალისტებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კონსტრუქციის ყველა დეტალი საგულდაგულოდ იყოს აწყობილი თუ დამაგრებული, რაც ავეჯის ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტია. დაიმახსოვრეთ, ზედმიწევნით კარგად დამაგრებული ფურნიტურის, ანუ დამხმარე მასალის (სახელურები, მექანიზმები) შემთხვევაში დაზღვეული იქნებით ავეჯის კარების ჭრიალისგან, მალე მოშლისგან და შესაბამისად, ჩამოვარდნისგან.

როგორც წესი, ავეჯის აწყობისას ფასი დამოკიდებულია სამუშაოს სირთულეზე, ავეჯის ტიპზე, მისი კონსტრუქციის თავისებურებაზე, მასალასა და ზომაზე. შედარებით ძვირი სამზარეულოს გარნიტურის აწყობა ჯდება, რადგან აქ საქმე გვაქვს ელექტრო და გაზგაყვანილობასთან, წყლის მილებთან, ჩაშენებულ ტექნიკასთან. ამიტომ ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხელოსნებს.

თუმცა ჩვენი მომსახურება ხელსაყრელი და ბიუჯეტურია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის. დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე და მიიღეთ კვალიფიციური, დროული და იაფი მომსახურება ჩვენი პროფესიონალებისგან.


MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » ავეჯის აწყობა
რათქმაუნდა, ვამზადებთ ნებისმიერი დიზაინის და სირთულის მქონე ავეჯს.
ეს დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობაზე.
დამოკიდებულია მიმდინარე შეკვეთის მოცულობაზე, სავარაუდოდ მაქსიმუმ 10 დღე.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 4 / შეფასების ისტორია)