კარადის აწყობა
დაგვიკავშირდით
511161622მიიღეთ ხარისხი
კარადის აწყობა ხელოსნისგან მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს და ოსტატობას. დასაწყისისთვის, ის გულდასმით შეარჩევს უმაღლესი ხარისხის მასალებს.
მათ შორის:
- ხეს;
- სახელურ-ანჯამებს;
- წებოს;
- მოსაპირკეთებელ საშუალებებს.
შემდეგ უნდა გაიზომოს ოთახი, სადაც კარადის დადგმა იგეგმება და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩეს კარადის ზომა.
შემდეგი ნაბიჯი არის კარადის დიზაინი, რომელიც ინტერიერის სტილსაც უნდა შეეფერებოდეს და მომხმარებლის მოთხოვნებსაც.
მასალის დასაჭრელად მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, ვინაიდან ყოველ სანტიმეტრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ავეჯი სრულყოფილი რომ გამოვიდეს.
პროფესიონალი ხელოსნის ოსტატობა აწყობის პროცესშიც ვლინდება - ის დიდი სიზუსტით აკავშირებს დეტალებს ერთმანეთთან. მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, ავეჯის ზედაპირი იფარება გლუვი თუ პრიალა საფარით. სამუშაო პროცესი ბოლო შტრიხით - სახელურებისა და ანჯამების დამაგრებით სრულდება.
ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მომხმარებელს ხარისხიანი და დახვეწილი კარადები უმოკლეს დროში დავუმზადოთ. დაგვიკავშირდით და თავად დარწმუნდებით ამაში!
Keywords: karadis awyoba
ავეჯის დამზადება