კარადების დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
11-08-2022 4 243 0

ენდეთ ჩვენ 20 წლიან გამოცდილებას

კარადების დამზადება შეკვეთით გირჩევნიათ? ნამდვილად სწორი არჩევანია, რადგან ასე თქვენი ინტერიერი, მოცულობის, ფერის, დიზაინის გათვალისწინებით, ორიგინალური ავეჯით გამდიდრდება. მართალია, მზა პროდუქციასთან შედარებით რამდენადმე ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

ბუნებრივი ხის მასალისგან განსხვავებით, ემ-დე-ეფის მასალა წარმოუდგენელ შესაძლებლობას იძლევა, საოცნებო ვიზუალის, ნებისმიერი ტონალობის თუ გაბარიტების ავეჯი დამზადდეს. თავად მასალა იმდენად ხარისხიანია, რომ თუ კარგად მოუვლით, 50 წელზე მეტხანსაც გაძლებს. ხოლო თუ ინტერიერის სტილს შეცვლით და არსებული კარადის ფერი აღარ დაგაკმაყოფილებთ, მარტივადაა შესაძლებელი ტონალობის შეცვლაც.

თუ მისი დამზადება შეკვეთით ხდება, ხარისხზეც მეტ გარანტიას იღებთ, რადგან ყველა დეტალი თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვითაა შერჩეული და თან ხელოსანი თქვენ თვალწინ აწყობს ავეჯს, რაც დაუდევრად შესრულებულ სამუშაოს გამორიცხავს, თუ ხელოსანი მაღალკვალიფიციურობით გამოირჩევა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემ-დე-ეფის მასალა უამრავ შესაძლებლობას იძლევა და ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს. შეგიძლიათ კატალოგების მიხედვით აირჩიოთ სასურველი მოდელი, თქვენი გემოვნებით შეიტანოთ მასში კორექტივები და კომფორტული გახადოთ სივრცე ბინაში.

თავისთავად, მათი შეკვეთა მომხმარებელს იმიტომ ურჩევნია, რომ არ აკმაყოფილებს სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ერთფეროვანი პროდუქცია და სურს, განსხვავებული, საკუთარი გემოვნებით დამზადებული ავეჯით გაამდიდროს ინტერიერი.

როგორ შევარჩიოთ კარადის დიზაინი

თუ შეკვეთა გადაწყვიტეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ინტერიერის სტილი, ოთახის ფორმა და მოცულობა. პატარა სივრცეში მოუხერხებელი და ულამაზო იქნება მასიური კარადის განთავსება. უმჯობესია, მცირე მოცულობის და ამასთან, ღია ტონალობის ავეჯს მიანიჭოთ უპირატესობა. შეგიძლიათ ხელოსნის კონსულტაციით ისარგებლოთ. დაგვერწმუნეთ, სწორად შედგენილი ესკიზის წყალობით პატარა კარადაც შეიძლება იყოს ფუნქციონალური და ორიგინალური დეკორატიული ელემენტებით გამდიდრებული - საკმაოდ შთამბეჭდავი.

არსებობს მოდის ტენდენციები ავეჯის სფეროში, რომელიც პერიოდულად ახლდება და გირჩევთ, სასურველი მოდელი ამ ტენდენციების გათვალისწინებით აირჩიოთ, აქ კი გთავაზობთ კარადების ყველაზე პოპულარულ სახეობას.

კარადა-კუპე

ვინაიდან კარი გორგოლაჭებიანი მექანიზმის საშუალებით იღება, სივრცის ეკონომიას ახდენს და განსაკუთრებით მოსახერხებელია პატარა ოთახებში, რადგან არ მოგიწევთ კარების გამოსაღებად მის წინ სივრცის გათვალისწინება. თუ ორიგინალურ დიზაინს შეარჩევთ, არა მარტო ფუნქციონალურ ავეჯს მიიღებთ, არამედ ინტერიერის ეფექტურ დეკორს.

თანამედროვე ტენდენციებით, კარადა-კუპეების დიზაინი შემდეგნაირია:

  1. ტრადიციული მართკუთხედი;
  2. ტრაპეცია;
  3. მომრგვალებული;
  4. რადიუსული.

მომრგვალებული და ტრაპეციის ფორმის კუთხის კარადები ძალიან მოსახერხებელია პატარა ოთახებისთვის და ამასთან, ორიგინალურიცაა. კონკრეტულად ტრაპეცია კარადა-კუპე კი ჰარმონიულად ჯდება მანსარდის ინტერიერში.

ძალიან ეფექტურია მსგავსი კარადების კარის მთლიანის სარკით მოპირკეთება. მოგეხსენებათ, სარკე ოთახს ვიზუალურად ადიდებს და თუ კარადა მთელ კედელზეა განთავსებული და სარკეებით მოპირკეთებული, ეფექტი საოცრად მდიდრული იქნება, თუ მით უმეტეს, კარადა ჩაშენებული იქნება კედელში.

კარადა-კუპე იმდენად უნივერსალური ავეჯია, რომ ის ნებისმიერ ოთახს დაამშვენებს:

  • საძინებელს;
  • შემოსასვლელს;
  • ბავშვის ოთახს;
  • სამუშაო კაბინეტს;
  • სამზარეულოს.

ჩვენთან შეკვეთები კვალიფიციური სპეციალისტების მიერ სრულდება. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ესკიზის 3D ვიზუალიზაცია, რათა უკეთ წარმოიდგინოთ, რამდენად ჰარმონიულად შეეხამება არჩეული მოდელი თქვენს ინტერიერს.

როდესაც შეკვეთით ვამზადებთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლის ნებისმიერი კაპრიზი დავაკმაყოფილოთ, ავეჯი ხომ მრავალი წლის განმავლობაში უნდა ემსახუროს მას. ამიტომ ჩვენი პროფესიონალური მიდგომა უმცირესი დეტალებისადმიც კი სამართლიანად იწვევს მომხმარებლის კმაყოფილებასა და მადლიერებას.

აწყობა ასევე სკრუპულოზურ მიდგომას საჭიროებს, რომ ავეჯის ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივი იყოს. არა მარტო სჭვალები უნდა იყოს ზედმიწევნით კარგად დაჭერილი, რომ კარადის კარები მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან (მსგავსი დაუდევრობის

შედეგად ავეჯის მასალა ზიანდება და მთელი რიგი პროცედურების ჩატარება ხდება საჭირო, პირვანდელი იერი რომ დაიბრუნოს), არამედ ავეჯს სილიკონის კვალიც არ უნდა აჩნდეს, რისი მოშორებაც ძალიან უჭირს დიასახლისს.

თუ მათი აწყობა გსურთ, დაგვიკავშირდით. ჩვენი ხელოსნები ნებისმიერ რთულ დავალებას გაართმევენ თავს.

ჩვენ დაგიმზადებთ და აგიწყობთ ყველა სახის კარადას:

  1. სამზარეულოსთვის;
  2. შემოსასვლელისთვის;
  3. მისაღებისთვის;
  4. საძინებლისთვის;
  5. კაბინეტისთვის.

ხარისხიანი მომსახურება უმოკლეს დროში და მისაღებ ფასად - ჩვენგან იმედგაცრუებული არავინ რჩება!

Keywords: karadebis damzadeba

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » კარადების დამზადება
კარადებს ვამზადებთ ინდივიდუალური შეკვეთით, დაგიმზადებთ ნებისმიერი ფორმის, ზომის და მასალის კარადებს.
რათქმაუნდა, თუ ზომები აღებული გაქვთ შეგიძლიათ მითითებულ ელ ფოსტაზე გადმოგვიგზავნოთ ავეჯის მონაცემები, თუ არადა ჩვენ გესტუმრებით ადგილზე.
სამწუხაროდ ძველი მასალით არ ვმუშაობთ.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)