სანტეხნიკური სამუშაო

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
15-10-2022 476 0

რჩევები სველი წერტილებისთვის სამზარეულოში

ბინაში სანტეხნიკური სამუშაო გჭირდებათ და პროფესიონალს ეძებთ? გირჩევთ, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ ამ საკითხს და საფუძვლიანად გამოიკვლიოთ ხელოსნის კვალიფიკაცია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება, რადგან უხეიროდ შესრულებული სამუშაო ნიშნავს იმას, რომ თქვენ მალ-მალე მოგიწევთ წყალგაყვანილობის თუ საკანალიზაციო სისტემის შეკეთება.

ამ თვალსაზრისით ჩვენი სპეციალისტები ნამდვილად აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს. ის ფაქტი, რომ ჩვენს თანამშრომლებს უამრავ გამოძახებაზე უწევთ გასვლა, თავისთავად მეტყველებს მათ პროფესიონალიზმსა და სანდოობაზე.

რა სამუშაოებს ატარებს ხსენებული სპეციალისტი

საქმე მოიცავს როგორც:

  • საკანალიზაციო მილების შეცვლა-დამონტაჟებას;
  • წყლის სისტემის მოწესრიგებას;
  • ონკანებისა და ტრაპების დაყენებას
  • ასევე შედის მის სფეროში:
  • საშხაპეებისა და აბაზანების მონტაჟი;
  • ნიჟარებისა და უნიტაზების გამართვა.

თუ ძირითადი საქმე დაასრულეთ, როგორებიცაა წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა, ის დროა, სხვა სანტეხნიკური საგნების შეძენაზე გადახვიდეთ.

როგორც იცით, სამზარეულოში ყველაზე დიდი დატვირთვა ნიჟარებზე მოდის, რადგან დიასახლისს უწევს ჭურჭლისა თუ პროდუქტის რეცხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, ონკანიც მაღალხარისხიანი იყოს, რომ მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან და ნიჟარაც მოსახერხებელი, რომ მარტივი იყოს მასში რეცხვის პროცესი.

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ნიჟარა?

ნიჟარები შეიძლება სპეციალურად მისთვის ამოჭრილ ზედაპირზე ჩამონტაჟდეს ან კარადას ზევიდან გადაეკრას. როგორიც უნდა აირჩიოთ, სასურველია, ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოთ:

ნიჟარა კარადის ზედაპირზე წინიდანაც და კედლის მხრიდანაც 5 სანტიმეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული, რომ წყლის შხეფებისგან არ დაგისველდეთ ტანსაცმელი და არც კედელს ესხმებოდეს ჭარბად. ასევე გასათვალისწინებელია ჭურჭლის სარეცხი საშუალებებისთვის გასათვალისწინებელი ადგილის მდებარეობა: თუ ცაცია ხართ, მაშინ უმჯობესია, მარცხნივ გამოჰყოთ ამისთვის ადგილი, ე.წ. ნიჟარის ფრთა.

მნიშვნელოვანია ასევე ნიჟარის არა მარტო სიგრძე-სიგანე, არამედ სიღრმეც. საუკეთესო პარამეტრად ითვლება 16-19 სმ სიღრმის ნიჟარა - ტევადიც არის და არც წყლით გაიწუწებით.

უფრო მეტი სიღრმე აქვს ვიწრო ნიჟარებს, თუმცა მისი ნაკლი ისაა, რომ მოხრილს მოგიწევთ ჭურჭლის რეცხვა.

როგორი ფორმის ნიჟარა სჯობს - მრგვალი თუ ოთხკუთხედი?

რა თქმა უნდა. გაცილებით მოსახერხებელი და ტევადია კვადრატული - 500-500 (600-600) მმ-იანი ნიჟარები. თუმცა, თუ ვიწრო კარადების დადგმას აპირებთ ადგილის სიმცირის გამო, შეგიძლიათ მართკუთხედის ფორმის დაამონტაჟოთ. მართალია, არც ისეთი კომფორტულია, როგორც კვადრატული, მაგრამ თუ სხვა გზა არ გაქვთ, სჯობს კომპენსირება სიღრმის ხარჯზე მოახდინოთ. ასევე ძალიან პოპულარულია მრგვალი და ორგანყოფილებიანი ნიჟარები, რომლებიც განკუთვნილია გარეცხილი ჭურჭლისთვის.

რა მასალისგან მზადდება ნიჟარები

უჟანგავი ფოლადის - ერთ-ერთი ყველზე პოპულარული მასალაა, რადგან შედარებით იაფიც ღირს, მოსავლელადაც ადვილია, არ იჟანგება, თუმცა კი, ადვილად იკაწრება სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ სარკისებური ან გლუვზედაპირიანი. მსგავსი სახეობის ნიჟარის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ის შეიძლება იყოს თხელი (0,12 მმ) და სქელი (2-3 მმ). რასაკვირველია, თუ გინდათ, დიდხანს გაგიძლოთ, სქელი მასალის უნდა შეიძინოთ.

განსაკუთრებული მომსახურება სჭირდება კერამიკული ნიჟარის დამონტაჟებას. ესაა დამცავმინანქრიანი ფაიანსის ან ფაიფურის მასალა. ვიზუალურად ძალიან ლამაზია და ამასთან, სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს. თუმცა გაცილებით ძვირი ღირს და არც ისე პრაქტიკულია შეიძლება მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანდეს.

ხელოვნური ქვის - დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რადგან ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, საკმაოდ გამძლეა, თუმცა მინუსებიც მრავლად გააჩნია - ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას, ადვილად იღებს პროდუქტისგან, მაგალითად, ჭარხლისგან გამოყოფილ ფერს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ ძვირი ღირს, უნდა დაფიქრდეთ, გიღირთ კი?!

მოკლედ, თუ აღნიშნული სერვისი გჭირდებათ, თქვენს სამსახურში გვიგულეთ!

Keywords: santexnikuri samushao

MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » სანტეხნიკური სამუშაო
დიახ
რათქმაუნდა შევძლებთ. დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
დარეკეთ აქ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და შეუთანხმეთ უშუალოდ ხელოსანს.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)