კანალიზაციის გაწმენდა
დაგვიკავშირდით
551682233სისტემის რემონტი
დღესდღეობით კანალიზაციის გაწმენდა სახლში პერიოდულად აუცილებლობას წარმოადგენს. რაც უნდა ყურადღებით ეკიდებოდეთ ნიჟარებს და მაქსიმალურად იცავდეთ სანიტარულ ნორმებს, საკანალიზაციო მილების მუდმივ იდეალურ ფუნქციონირებას მაინც ვერ უზრუნველყოფთ. შეიძლება ოჯახის წევრების ან სტუმრების დაუდევრობით მოხვდეს მათში ისეთი ნაწილაკები, რაც მილების გაჭედვას გამოიწვევს.
ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია კვების ობიექტებში, საავადმყოფოებში თუ ოფისებში. თუ საცხოვრებელ ბინაში დიასახლისი ყველანაირად ზრუნავს, რომ საკანალიზაციო სისტემის შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო წესები დაიცვას, ხსენებულ ადგილებში იმდენი ჯურის ადამიანი ირევა, მოწოდების შინაარსის შემცველი სტიკერების თუ პლაკატების გაკვრა საქმეს ნამდვილად არ შველის.
კანალიზაციის შეკეთება სჭირდებათ ხოლმე იმ მობინადრეებსაც, რომლებსაც ჯერ ერთი დღეც არ უცხოვრიათ საოცნებო ბინაში და რემონტის დამთავრების შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ სააბაზანოში თუ სამზარეულოში მილები წყალს არ ატარებს. ამ შემთხვევაში მიზეზი ხელოსნების დაუდევრობა ხდება უმეტესად, რომლებმაც წინასწარი ზომები არ მიიღეს, რათა დაეცვათ საკანალიზაციო სისტემა ქვიშისგან თუ სხვა სამშენებლო მასალის ნაწილაკებისგან.
როდისაა მილების დასუფთავება აუცილებელი
კანალიზაციის ხელოსანი უნდა გამოიძახოთ, თუ მილები გაიჭედა და წყალს ცუდად ან აღარ ატარებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მაშინვე ვერ შეამჩნიოთ ეს, მაგრამ თუ მილებიდან უსიამოვნო სუნი სისტემატურად ამოდის, ამ შემთხვევაში უკვე ყურადღება გმართებთ.
მილების გაჭედვის მიზეზი კი შეიძლება გახდეს:
- ცხიმის დაგროვება;
- ორგანული ნარჩენები;
- რემონტის შედეგად ნიჟარაში ჩაცვენილი ქვიშა;
- მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ნივთები (ბავშვის პატარა სათამაშოები, შემთხვევით გატეხილი ჭურჭლის ნაწილაკები
რასაკვირველია, კანალიზაციის გასუფთავება თავადაც შეგიძლიათ სპეციალური ხსნარების საშუალებით, თუმცა გააჩნია, რამდენად ღრმაა პრობლემა. უმეტესად, მსგავსი საშუალებები მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა და მალე ისევ დადგება პროფესიონალური დახმარების აუცილებლობა.
თუმცა, არცთუ იშვიათად, პრობლემის სათავე არა საკუთრივ ბინაში, არამედ ცენტრალურ, საკანალიზაციო ჭაშია. ამ შემთხვევაში საკუთარი ძალებით მობინადრეები ვერას გახდებიან და მოუწევთ ხელმარჯვე ოსტატის გამოძახება, რომელიც საფუძვლიანი დიაგნოსტირების შემდეგ საჭირო ზომებს მიიღებს.
როგორ ხდება საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარება?
ეს მარტივი პროცესი რომ იყოს, ყველა თავად მოაგვარებდა, მაგრამ ის ნამდვილად მოითხოვს როგორც შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, ისე საჭირო აღჭურვილობასაც.
ძირითადად, კანალიზაციის სპეციალისტი ამ მეთოდებს იყენებს:
- მექანიკური - წმენდა ფოლადის ტროსით, უმეტესად მხოლოდ მილების ცხიმის, თმის და მსგავსი ნარჩენებისგან გასასუფთავებლად;
- ელექტრომექანიკური - ელექტროგამწმენდი აპარატი, რომელიც მილებს ასუფთავებს ბეტონის, ცემენტის, ხის, პლასტმასის თუ ქვის ნარჩენებისგან;
- ჰიდროდინამიკური - წყლის ძლიერი ჭავლით რეცხვა ძალიან ეფექტურია სხვადასხვა მიზეზით დაბინძურებული მილების გასაწმენდად.
სწორედ ამ მეთოდებით ემსახურებიან ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები მომხმარებლებს. ზემოთ ხსენებული პრობლემის გაჩენისთანავე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ დაუყოვნებლივ მოგიგვარებთ მას უმოკლეს დროში და მისაღებ ფასად.
ასევე, კანალიზაციის აღდგენა თუ ხდება საჭირო, ამ შემთხვევაშიც გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ გამოგიცვლით ძველ, წყობიდან გამოსულ მილებს, რომლებიც დისკომფორტს გიქმნით და უზრუნველვყოფთ, რომ წყალმა დაუბრკოლებლად იდინოს მილებში.
თუმცა კანალიზაციის გამოცვლა არცთუ იშვიათად, მხოლოდ ყავლგასული მილების შემთხვევაში როდი ხდება. თუ თავის დროზე საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟება არაპროფესიონალი ხელოსნის მიერ მოხდა, რომელმაც რიგი წესების უგულებელყოფით შეასრულა სამუშაო, რა თქმა უნდა, ის მალე გამოვა მწყობრიდან და მრავალ პრობლემას შეგიქმნით. ამიტომ არის სასურველი, სანამ ხელოსანს დაიქირავებთ, საფუძვლიანად შეამოწმოთ, რამდენად პროფესიონალ და კეთილსინდისიერ ადამიანთან გაქვთ საქმე, მით უმეტეს, რომ მისი მომსახურება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და როცა დაუდევრად ასრულებს საქმეს, ეს ყველაფერი საბოლოოდ ორმაგი უჯდება მომხმარებელს.
მოკლედ, თუ კანალიზაციის გაკეთება გინდათ, ჩვენ მზად ვართ გარანტირებული ხარისხით, უმოკლეს დროში და შეღავათიან ფასად მოგემსახუროთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.