სანტეხნიკოსის მომსახურება

(8.2)

დაგვიკავშირდით

551682233
25-06-2022 925 0

ვაკეთებთ ხარისხიანად

პროფესიონალი სანტეხნიკოსის მომსახურება აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ ბინაში რემონტს აპირებთ და გინდათ, რომ წყალგაყვანილობისა და მასთან მიერთებული მოწყობილობების ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივი და ეფექტური იყოს.

ბინაში ყველაზე მეტი სველი წერტილი სააბაზანოშია. შესაბამისად, წყლის გაჟონვის მეტი რისკი სწორედ ამ სივრცეშია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი მაღალკვალიფიციური ხელოსნის მიერ იყოს დამონტაჟებული.

რისი დამონტაჟება გვჭირდება სააბაზანო-ტუალეტში?

  • საშხაპე ან აბაზანა (ან ორივე ერთად);
  • პირსაბანი;
  • უნიტაზი.

თუ ფინანსური შესაძლებლობა გაქვს, სხვადასხვა ბრენდი იმხელა არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტებისა, რომ ზოგჯერ რთულიც ხდება რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება. თუმცა მათი არჩევისას გასათვალისწინებელია სააბაზანოს მოცულობა. მთელი ფართი საგულდაგულოდ უნდა გადაზომოთ, შესაბამისად, სასურველი ნივთების გაბარიტებიც. სასურველია, სპეციალისტის რეკომენდაციებიც გაითვალისწინოთ და როცა ბოლოს და ბოლოს შეიძენთ სასურველ პროდუქციას, ისღა დაგრჩენიათ, პროფესიონალი ხელოსანი მოძებნოთ.

კეთილსინდისიერი ხელოსნის მომსახურება თავისთავად ამცირებს იმის რისკებს, რომ უხეიროდ დამონტაჟების გამო შესაცვლელი გაგიხდებათ სანტეხნიკა.

რითი იწყებენ

როგორც წესი, სააბაზანოში სარემონტო პროცესი წყლისა და კანალიზაციის მილების გაყვანა-შეცვლით იწყება. გირჩევთ, თუ ძველი, თუნდაც კარგად შენახული თუჯის მილები გაქვთ, აუცილებლად შეცვალოთ ისინი, რადგან ათეული წლების წინ დამონტაჟებული მილები კიდევ რამდენ ხანს მოგემსახურებათ, გაურკვეველია და მის გამო შეიძლება სულ მალე მოგიწიოთ კაფელ-მეტლახის აყრა.

ჩვენი სერვისი მოიცავს საშხაპისა თუ აბაზანის მონტაჟსა და დემონტაჟსაც. მართალია, საუკეთესო ვარიანტია ორივე მათგანის მოწყობა, მაგრამ იშვიათად, რომ სააბაზანოში ეს ორივე დაეტიოს. ძველაშენებულ ბინებში უმეტესად აბაზანების აღებასა და მის ადგილას საშხაპე კაბინის დადგმას ამჯობინებენ, თუმცა, თუ აბაზანასაც ვერ ელევით, ოპტიმალური ვარიანტია საშხაპე-ჯაკუზის განთავსება.

შემდეგი ნაბიჯი ხელსაბანის დამონტაჟებაა. ზოგი ე.წ. ტიულპანს ირჩევს, თუმცა დღეს უფრო მოთხოვნადი დაკიდული მოდელებია, რომლის ქვეშაც დეკორაციული ტუმბო იდგმება. აქ მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქმე პროფესიონალმა შეასრულოს. ხელსაბანთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ონკანი საუკეთესო ხარისხის შეარჩიოთ, რათა მალე არ დაჟანგდეს და არ მოიშალოს.

დაბოლოს, უნიტაზი. ამ შემთხვევაშიც ორნაირ მოდელს შორის შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება: დასადგმელსა და კედელზე მისამაგრებელს შორის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნიტაზი საკანალიზაციო მილთან სწორად და კარგად იყოს მიერთებული, რომ შემდგომში დისკომფორტი არ შეგიქმნათ.

რა თქმა უნდა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყველაფერს სჭირდება ხელის შევლება, გამოცვლა, მაგრამ როცა თავიდანვე ყველაფერი იდეალურად არის დამონტაჟებული, ეს იმის გარანტიაა, რომ დიდხანს იცხოვრებთ მშვიდად.

და მაინც, სხვადასხვა მიზეზის გამო, თუ წყლის სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ, კერძოდ:

  • წყლის ჭავლი არასაკმარისია;
  • მილია დაზიანებული და წყალი ჟონავს;
  • საშხაპეში ტრაპი წყალს არ ატარებს;
  • ონკანი მოიშალა;
  • უნიტაზის ავზი აღარ მუშაობს და სხვა...

ჩვენი თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და კეთილსინდისიერებით.

გამოიძახე ჩვენთან

ჩვენი შემოთავაზება მოიცავს წყლის სისტემასთან დაკავშირებულ ყველა სახის სამუშაოს, სირთულის მიუხედავად. დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე, თუ რაიმე სახის პრობლემის წინაშე აღმოჩნდით. ჩვენ ოპერატიულად მოვალთ მითითებულ მისამართზე და დროულად შევასრულებთ საჭირო პროცედურებს.

Keywords: santexnikosis momsaxureba

სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » სანტეხნიკოსის მომსახურება
სანამ არ მოვალთ და აგდილზე არ შევაფასებთ თანხის თქმა გაგვიჭირდება.
რათქმაუნდა ვასრულებთ, სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო მობილურის ნომერზე.
2-3 დღე არ გვეცლება სამწუხაროდ, თუ დაგველოდებით აუცილებლად მოვალთ და შევასრულებთ ნებისმიერ სამუშაოს.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

8.2
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
8.2
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
8.2
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
8.2
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 8.2 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)