სანტექნიკის ხელოსანი
დაგვიკავშირდით
551682233საქმის მცოდნე ხელოსანი
დღეს სანტექნიკის მონტაჟი საკმაოდ მოთხოვნადი და მეტად მოსახერხებელი სერვისია. თუ რემონტი წამოიწყეთ ბინაში, პირველ რიგში, რაც მწყობრში უნდა მოიყვანოთ, წყალგაყვანილობაა. როცა სველი წერტილები იდეალურადაა გამართული, ეს ხანგრძლივი დროით მშვიდად ცხოვრების საშუალებას აძლევს ბინის მფლობელს.
სანტექნიკის შეკეთება მოთხოვნადია, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში, ხშირად წააწყდებით სასოწარკვეთილი ადამიანების განცხადებებს, რომლებიც მოულოდნელად გამსკდარი მილის, მოშლილი ონკანის ან გაჭედილი საკანალიზაციო სისტემის გამო სასწრაფოდ დახმარებას ითხოვენ. ამ დროს ერთი ზარით არის შესაძლებელი სანტექნიკის გამოძახება, რომელიც უმოკლეს დროში აგაცილებთ თავიდან ზედმეტ დავიდარაბას და დროულად მოგიგვარებთ პრობლემას.
რას მოიცავს სანტექნიკის მომსახურება?
- მილების შეცვლა-დამონტაჟება;
- ნიჟარების, საშხაპე კაბინების, აბაზანების და უნიტაზების დამონტაჟება;
- ძველი სანტექნიკის დემონტაჟი და ახლით შეცვლა;
- გაჭედილი საკანალიზაციო მილის გაწმენდა.
პასუხისმგებლობა
სანტექნიკის ხელოსანი იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა მათ შორის ცოტაა ისეთი, კეთილსინდისიერად რომ ასრულებს სამუშაოს. უცნობ ხელოსანს ვერც პასუხისმგებლობას მოსთხოვ შესრულებულ სამუშაოზე და შედეგად, დიდი შანსია, რომ სულ მალე ისევ მოგიწიოთ ეძებოთ სხვა სანტექნიკის სპეციალისტი, მისი ძიება იმავე პრობლემის მოსაგვარებლად, ეს კი, დამეთანხმებით, დამატებითი სტრესი და ამავე დროს, ზედმეტი ხარჯია მომხმარებლისთვის.
ჩვენი საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, ამ სერვისითაც გაანებივროს მომხმარებელი. ჩვენი სანტექნიკის მომსახურეობა იმედგაცრუებულს არავის ტოვებს, რადგან ხარისხიანი მუშაობით, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებითა და პუნქტუალობით ნდობას აღვძრავთ ჩვენს კლიენტებში და შესაბამისად, ეს განამტკიცებს ჩვენს რეპუტაციასა და პოპულარობას.
თქვენთვის საჭირო რჩევები და კონსულტაცია
ჩვენი სანტექნიკის სერვისი მხოლოდ უშუალოდ სამუშაო პროცესს არ გულისხმობს. შეგიძლიათ წინასწარ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს სპეციალისტებთან და მათი დახმარებით შეარჩიოთ კარგი ხარისხის შესაბამისი მასალა, იქნება ეს მილები, ონკანები, ნიჟარები და ა.შ.
ჩვენ ვითვალისწინებთ დღევანდელ არასახარბიელო სოციალურ მდგომარეობას და შესაბამისად, ჩვენი საიტის მეშვეობით სანტექნიკის ბინაზე გამოძახება სხვა, მსგავსი სპეციალისტებისგან განსხვავებით, ფინანსურად მიუწვდომელი არ არის მოსახლეობისთვის. რეალური ფასები, ეფექტური შედეგი და დროული რეაგირება ყოველ ზარზე - ეს გამოგვარჩევს სხვათაგან.
ერთი სიტყვით, თუ გჭირდებათ სანტექნიკის გაკეთება, თქვენ გვერდით გვიგულეთ. ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები დაუყოვნებლივ მოვლენ მითითებულ მისამართზე და სანტექნიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას მოგიგვარებენ.