თაბაშირმუყაოს ხელოსანი

(10)

დაგვიკავშირდით

557236236
20-04-2022 2 286 0

ფილების ნაირსახეობა და უპირატესობები

ბინის გარემონტებისას, თაბაშირმუყაოს ხელოსანი უსწორმასწორო კედლების სწრაფად და იდეალურად გასასწორებლად და ვიზუალური დეფექტების დასაფარავად, იყენებს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ფილებს. ამ მეთოდის წყალობით არა მხოლოდ იდეალურ ზედაპირს მიიღებთ, არამედ ინტერიერი შეგიძლიათ დეკორატიული ელემენტებითაც გაამდიდროთ, იქნება ეს მრავალიარუსიანი ჭერი, ტიხარი, თაღები თუ ნიშები.

დღეს სახლის რემონტისას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიურად სუფთა მასალას და მისი გაკვრა ამ მხრივ ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია, რადგან ის არა მარტო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა, არამედ თბოიზოლაციითაც გამოირჩევა.

გარდა ამისა, თუ გაჯით გალესვისას რემონტი ლამის უსასრულოდ გრძელდება, მთელი სახლი სამშენებლო ობიექტს ემსგავსება და ფინანსურადაც საკმაოდ ვზარალდებით, აღნიშნული ფილების მონტაჟი დროის ეკონომიასაც უზრუნველყოფს, ფინანსებისაც და არც მტვრის ბუღით იფარება მთელი სახლი.

ნახსენები ფილები რამდენიმე სახეობად იყოფა და არჩევანის გაკეთება იმის მიხედვით მოგიწევთ, თუ სად და რა დანიშნულებით გსურთ მისი გამოყენება:

ჩვეულებრივი

ეს არის მონაცრისფრო ფილები, უნივერსალური ვარიანტი, რომლითაც შეგიძლიათ ააწყოთ ჭერი, გამოიყენოთ კედლებზეც, ტიხრისთვის. ოღონდ მიზანშეწონილია მხოლოდ იმ ოთახებში, სადაც სინესტე არაა.

ნესტგამძლე

ამ ტიპის ფილების გაკვრა უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაციას, რაც იცავს მას ნესტისგან და ხელს უშლის ობისა და სოკოს გაჩენას. ასეთი ფილების გამოყენება იდეალურია იმ ადგილებში, სადაც კედლები ნესტისგან სველდება. ნესტგამძლე ფილები მწვანე ან ცისფერი შეფერილობისაა.

ცეცხლგამძლე

ეს არის ვარდისფერ-წითელი შეფერილობის ფილები და სტანდარტულისგან განსხვავდება იმით, რომ ფილის შიგთავსს დამატებული აქვს კომპონენტები, რითაც უკეთ უმკლავდება მაღალ ტემპერატურას და ცეცხლის ალს გავრცელების საშუალებას არ აძლევს. ასეთ ფილებს უმეტესად ისეთ ობიექტებზე ამონტაჟებენ, სადაც ხანძრის რისკებია.

ბაზარზე ფილის ფასი დამოკიდებულია ფილის დანიშნულებაზე და კონკრეტულ გამომშვებ ფირმაზე, შემომტანზე და ა.შ.

არსებობს კიდევ სხვა მოდიფიკაციის ფილები, რომლებიც სპეციფიკურ შემთხვევებში გამოიყენება. მაგალითად, ხმაგაუმტარი, თბოიზოლაციური და ა.შ.

გარდა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სისქისა ფილებით და ამ შემთხვევაშიც არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ:

6 მმ-იანი ფილები უფრო მოქნილია და თაბაშირ მუყაოს ხელოსანი სხვადასხვა ფორმის მიღების საშუალებას ახერხებს. გამოიყენება თაღებისთვის და სხვადასხვა დეკორატიული ელემენტისთვის.

9,5-მმ-იანი - ამ სისქის ფილებით კეთდება ჭერი ამაზე სქელი ფილები ჭერზე არაა რეკომენდებული, რადგან დიდ დატვირთვას კონსტრუქცია ვერ გაუძლებს.

12,5-მმ-იანი - ასეთ ფილებს იყენებენ ტიხრების, კედლის თაროებისა და ნიშებისთვის.

ფილების მონტაჟი

მისი მონტაჟისას ხელოსნები ორგვარ მეთოდს იყენებენ: კარკასით და მის გარეშე.

მისი გაკეთება კარკასის გარეშე საკმაოდ მარტივია - ფილები კედელზე სპეციალური წებოს ან ქაფის საშუალებით მონტაჟდება, ოღონდ იმ კედელზე არ უნდა იყოს ბზარები, ობი; ზედაპირი დაცული უნდა იყოს ნესტისა და ყინვისგან. სამუშაოს დაწყებამდე კედელი უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისგან, აბლაბუდებისგან და საღებავის ფენისგან და გარდა ამისა, კედელი არ უნდა იყოს მრუდე. ამ შემთხვევაში ხელოსანს ფილის რამდენიმე ფენის მიწებებით მოუწევს კედლის გასწორება, რაც ოთახის მოცულობას საგრძნობლად შეამცირებს.

რაც შეეხება კარკასს, ეს შედარებით შრომატევადი სამუშაოა, რადგან საჭიროა ლითონის კონსტრუქციის დამონტაჟება, რომელზეც ფილები მაგრდება. ამ შემთხვევაში, რაც უნდა უსწორმასწორო იყოს კედელი, არ საჭიროებს ზედაპირის დამუშავებას და იდეალურ სისწორეს უზრუნველყოფს. არც ნესტია პრობლემა, უფრო მეტიც, შეგიძლიათ ნესტიან ოთახში ნესტგამძლე ფილები გამოიყენოთ (სასურველია მინა-ბოჭკოვანი მასალის ჩაყოლებაც) და სითბო და სიმშრალეც გარანტირებული გექნებათ.

თუ ბინის რემონტისას არჩევანი აღნიშნულ ფილებზე შეაჩერეთ, მოგვმართეთ და ჩვენი პროფესიონალი ხელოსნები უმოკლეს დროში, უნაკლოდ შეასრულებენ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს და უზრუნველყოფენ, რომ თქვენს სახლში სითბომ და ელეგანტურობამ დაისადგუროს.

Keywords: tabashirmuyaos xelosani

გიფსოკარდონის მონტაჟი
MySpec.Ge » გიფსოკარდონის მონტაჟი » თაბაშირმუყაოს ხელოსანი
სტანდარტული, ნესტგამძლე და ცეცხლგამძლე
დიახ შესაძლებელია მაგრამ გააჩნია სარდაფში არსებულ ტენიანობის დონეს
დიახ
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 4 / შეფასების ისტორია)