გიფსოკარდონის ხელოსანი

(10)

დაგვიკავშირდით

557236236
20-04-2022 5 526 0

რატომ ანიჭებენ უპირატესობას ფილებს

გიფსოკარდონის ხელოსანი გირჩევთ: ბინების სწრაფად და ეფექტურად გასარემონტებლად სამშენებლო მასალებიდან დღეს ყველაზე პოპულარული ნახსენები ფილებია. მისი საშუალებით არა მხოლოდ მრუდე და ხარვეზიანი კედლების გასწორება შეიძლება უპრობლემოდ, არამედ ინტერიერის მრავალფეროვანი სხვადასხვა ფიგურებით გამდიდრებაც.

სამუშაოები ტარდება შემდეგი მიმართულებებით:

  • მრავალფენიანი ჭერი;
  • თაღი;
  • ტიხრები;
  • სათავსო;
  • სხვადასხვა ფიგურები და სხვა.

აღნიშნული საქმე წარმოადგენს ძალზედ საპასუხისმგებლო პროცესს და კარგი იქნება თუ ზედმიწევნით გაითვალისწინებთ ამ სტატიაში აღნიშნულ რეკომენდაციებს.

განვიხილოთ, რაუპირატესობებიაქვსფილებს:

  1. შედარებით ბიუჯეტურია, ვიდრე სხვა სამშენებლო მასალები;
  2. პროცესი არის შედარებით მარტივი და შესაბამისად, არც რემონტის პროცესი იჭიმება უსასრულოდ და არც სახლი ივსება სამშენებლო ნარჩენებით;
  3. ეკოლოგიურადაც სუფთაა, არ შეიცავს ტოქსიკურ მომწამვლელ ნივთიერებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია;
  4. მისი საშუალებით ნებისმიერი ზედაპირის იდეალურად გასწორებაა შესაძლებელი;
  5. ზოგიერთი ფილა, სპეციალური შემადგენლობის წყალობით, უშუალოდ ნესტიანი შენობებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისად, ასეთი ნესტგამძლე, მწვანე შეფერილობის ფილები უზრუნველყოფს ინტერიერში სიმშრალეს;
  6. იძლევა სანათი სისტემების გამოყენების ფართო არჩევანს რაც დამატებით კომფორტს ქმნის;
  7. გამოირჩევა თბოიზოლაციით და ხმის იზოლაციით. შესაბამისად, აღნიშნული ფილებით მოპირკეთებულ ბინებში უფრო მეტი სითბო და სიმყუდროვეა.

ასევე არსებობს ცეცხლგამძლე, წითელი შეფერილობის ფილებიც, რომლებიც კარგად უმკლავდებიან მაღალ ტემპერატურას და ხანძრის გაჩენის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხდება სხვადასხვა ფილების გამოყენება, ფილები არსებობს სხვადასხვა სისქისა და შესაბამისად, მათ სხვადასხვა დანიშნულებც გააჩნიათ. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ჭერზე, კედლებზე, ტიხრებზე და თაღებზე გამოსაყენებელი ფილები.

ყველაზე თხელი ფილები 6-6,5-მილიმეტრიანია, რომლებიც ძალიან პლასტიკურია, დრეკადი და გამოიყენება თაღების და სხვადასხვა რელიეფური ელემენტის გამოსაყვანად.

პროცესი ჭერზე ხორციელდება 9,5-მმ-იანი ფილებით, რომლებითაც ასწორებენ ზედაპირს და ასევე, რამდენიმე იარუსს აწყობენ. ამიტომაც, თუ ჭერის მოპირკეთებას აპირებთ აღნიშნული ფილებით, გირჩევთ, არაუმეტეს 9,5-მმ-იანი ფილები შეიძინოთ, რადგან ამაზე მძიმე მასას კარკასი ვერ დაიჭერს.

ფასები დამოკიდებულია როგორც ფილის დანიშნულებაზე ასევე მწარმოებელ ფირმაზე, ხარისხზე და ა.შ.

გარდა ამისა, ის ექსპლოატაციაში მეტად გამძლეა თუ ნესტგამძლე ფილებია გამოყენებული, თუ ზემოთ მცხოვრები მეზობელი პერიოდულად გიშვებთ წყალს. წლის ჩამოსვლისგან არც ამ შემთხვევაში იქნებით დაზღვეული, მაგრამ ჭერის ჩამოვარდნის რისკს საგრძნობლად შეამცირებს.

სპეციალური, უფრო სქელი, 12,5-მმ-იანი ფილა კი ხელოსნებს დიზაინერული შედევრების შექმნაში ეხმარებათ. ეს ფილები გამოიყენება ტიხრების, თაროებისა და ნიშების ასაწყობად. დეკორაციული ტიხრის საშუალებით არა მარტო ოთახის გაყოფას, არამედ მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იერის მიცემა შეგიძლიათ ფილაში ამოჭრილი მრავალფეროვანი ფიგურების თუ ორნამენტების მეშვეობით.

ფილების გაკვრისას ორგვარ მეთოდს იყენებენ: სპეციალური ე.წ. პროფილებით და მის გარეშე.

პირველ შემთხვევაში საჭიროა პროფილებით კარკასის აწყობა, რომელზეც შემდეგ ფილები მაგრდება. როგორც წესი, კარკასზე ეწყობა ჭერი და ტიხარი. პროფილებს ასევე იყენებენ მაშინ, როცა კედელი ძალიან გამრუდებულია ან იმ ადგილას ნესტია. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ არა აქვს მნიშვნელობა კედლის მდგომარეობას თუ სინესტეს, ნებისმიერი სახის ხარვეზი შეუმჩნეველი დარჩება. მინაბოჭკოვანი ფენის დატანებით კი ოთახი კიდევ უფრო უკეთ შეინარჩუნებს სითბოს და ხმის იზოლაციას.

ტიხრის აწყობისას სპეციალური, უფრო ფართო და სქელი პროფილები გამოიყენება. ხმის იზოლაციისა და ტემპერატურის შენარჩუნებისთვის, შუაში მინა-ბოჭკოვან ფენას აყოლებენ.

მეორე მეთოდს კი, ძირითადად, სივრცისა და ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით მიმართავენ, ვინაიდან არ საჭიროებს პროფილებს და პირდაპირ ეკვრება ფილები კედელზე. ოღონდ კედელი მანამდე აუცილებლად უნდა გასუფთავდეს ბზარებისა თუ საღებავის ნარჩენებისგან. და რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ იმ კედელში ნესტი არ შეინიშნება.

ზემოთ აღნიშნული პროცესი ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია, მაგრამ პროფესიონალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარვეზი დროთა განმავლობაში, სამღებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ იჩენს თავს და უკვე გვიან იქნება. გთავაზობთ, ეს საქმე ჩვენს გამოცდილ სპეციალისტებს ანდოთ, რომელთა ხელით შესრულებული სამუშაო იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ და მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

Keywords: gifsokardonis xelosani

გიფსოკარდონის მონტაჟი
MySpec.Ge » გიფსოკარდონის მონტაჟი » გიფსოკარდონის ხელოსანი
არსებობს ნესტგამძლეც და ცეცხგამძლეც
თუ ჯგუფი თავისუფალია მეორე დღესვე დავიწყებთ, თუ არადა მაქსიმუმ 1 კვირის შემდეგ
რათქმაუნდა
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 4 / შეფასების ისტორია)