სანტექნიკოსის გამოძახება

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
25-06-2022 754 0

ყველასთვის საჭირო

სანტექნიკოსის გამოძახება თბილისში - ესაა ის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ ახალ თუ ძველ ბინაში რემონტის დაწყებისას, რადგან გამართული წყლის სისტემა და მასთან სწორად მიერთებული სანტექნიკის ნივთები ჩვენი ხანგრძლივი დროით უშფოთველად ცხოვრების საწინდარია.

რას გულისხმობს?

წყალგაყვანილობა - რემონტისას პირველი ეტაპი ახალი მილების დაყენებაა. ძველ ბინებში ზოგან კიდევ შეხვდებით ათეულობით წლის წინ დამონტაჟებულ თუჯის თუ მეტალის მილებს, რომლებიც უკვე ჟანგმოდებულია და შეიძლება თვალსაჩინო ადგილას არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ სადღაც სართულებს შორის გადაბმაში იყოს დაზიანებული და იქიდან წყალი ჟონავდეს. ამ მილებს უკვე დიდი ხანია გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და ამიტომ სასწრაფოდ გამოსაცვლელია;

ფარული დეფექტი

დიაგნოსტიკა - რამდენჯერ მოგისმენიათ მომხმარებლების ჩივილი, როგორ ჩამოსდით წყალი, თუმცა ზედა სართულის მეზობელთან აბსოლუტურად მშრალია ყველაფერი და გაუგებარია, საიდან ჟონავს. თანამედროვე აპარატურით შესაძლებელია დიაგნოსტირება და აღმოჩენა, საიდან ჟონავს წყალი, ეს სერვისი თავიდან აგარიდებთ კაფელ-მეტლახის უაზროდ აყრას იმის გასარკვევად, საიდანაა პრობლემა. მით უმეტეს, რომ შეიძლება წყალი სულაც 2 სართულით მაღლა მდებარე ბინიდან ჟონავდეს;

ოსტატი გვჭირდება სააბაზანოში ხელსაბანის დაყენებისას, საშხაპე სივრცის გასამართავად, უნიტაზის დასამონტაჟებლად;

ვისაც თავად არ ეხერხება ონკანის დაყენება, მისთვისაც მოსახერხებელია ამ სფეროს სპეციალისტის დახმარება, რომელიც ყველა ნიუანსის გათვალისწინებით უკეთ უზრუნველყოფს, რომ ონკანი მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან;

ასევე, დიდი ყურადღებაა საჭირო სამზარეულოში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს დიასახლისი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყლის სისტემამ აქ გამართულად იმუშაოს, რადგანაც წყალი აქ ლამის მთელი დღითაა საჭირო: ვრეცხავთ ჭურჭელს, საკვებ პროდუქტს; ჭურჭლის მანქანა აქ შეუფერხებლად უნდა მარაგდებოდეს წყლით. ასევე, უმეტესობას, სხვაგან ადგილის არქონის გამო სწორედ სამზარეულოში აქვს სარეცხის მანქანა დამონტაჟებული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყლის სისტემა გამართულად მუშაობდეს;.

გარდა ამისა, ძალიან ხშირად ხდება, რომ სააბაზანოში თუ სამზარეულოში საკანალიზაციო სისტემა იჭედება. რასაკვირველია, ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და აქაც საჭირო ხდება კვალიფიციური თანამშრომლის გამოძახება;

კიდევ ერთი პრობლემა ექმნებათ ბინებში წყლის ჭავლის დაკლების სახით. ამის გამო ტექნიკას საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება წყალი და შესაბამისად, შეფერხებულია მათი მუშაობა. თუ ცენტრალური წყლის სისტემის ბრალი არაა. ესე იგი, თქვენს მილებშია პრობლემის წყარო საპოვნელი. ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ მილების გაწმენდით სამუშაოებს და კვლავ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება თქვენი მოწყობილობები.

თუ სანტექნიკოსის ბინაზე გამოძახება გჭირდებათ, სწორედ ის დროა, ჩვენს საიტზე მითითებული ნომერი აკრიფოთ და დაგვიკავშირდეთ. ამ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ჩვენი მოვალეობაა, რომელსაც კეთილსინდისიერად და ოპერატიულად ვასრულებთ. დაგვიკავშირდით კვირისა და დღის ნებისმიერ დროს და გააგრძელეთ ცხოვრება პრობლემების გარეშე!

Keywords: santeqnikosis gamodzaxeba

სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » სანტექნიკოსის გამოძახება
დაგეხმარებით აუცილებლად, მოგვწერეთ მისამართი და თქვენი საკონტაქტო ნომერი.
ყველანაირად ვეცდებით თქვენს დახმარებას. მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო და მისამართი.
რადგან მეზობლებთან საკმარისი წნევაა ესეიგი პრობლემა თქვენს სართულზეა, დაგვირეკეთ და შევათანხმოთ თქვენთან ვიზიტის დრო და თარიღი.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)