სანტექნიკოსი გამოძახებით

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
24-06-2022 1 766 0

ჩვენი სერვისი მოიცავს მთელს თბილისს

გამოცდილი სანტექნიკოსი გამოძახებით უზრუნველყოფს სანტექნიკის გამართულად მუშაობას თქვენს საცხოვრებელში.

მისი მოვალეობაა წყლის სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპონენტის მონტაჟი-დემონტაჟი.

როგორებიცაა:

  • წყლისა და კანალიზაციის ახალი მილების დაყენება თუ შეცვლა;
  • წყლის ცენტრალური ვენტილის შეცვლა-შეკეთება;
  • ქვიშისგან დამცავი ფილტრების გაწმენდა;
  • ტრაპის გაწმენდა;
  • ონკანის შეცვლა-დაყენება;
  • ნიჟარების დამონტაჟება;
  • საშხაპისა თუ აბაზანის დემონტაჟი-მონტაჟი.

ბინაში ერთ-ერთი ყველაზე სველი წერტილი სამზარეულოა, სადაც ლამის უწყვეტ რეჟიმში ხდება წყლით სარგებლობა: ვრეცხავთ ჭურჭელს (მნიშვნელობა არა აქვს, ხელით თუ ამ მოვალეობას ჭურჭლის მანქანა ასრულებს), საკვებ პროდუქტებს; არცთუ იშვიათად სარეცხის მანქანაც სწორედ ამ ოთახში დგას და მასაც შეუფერხებლად სჭირდება წყლის მიწოდება.

შესაბამისად, აქ წყლის სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გექცეთ. ბინის გარემონტებას ბინადარი სწორედ სანტექნიკითა და ელექტროგაყვანილობით იწყებს. ის, რომ უმაღლესი ხარისხის მასალა შეიძინეთ ამისთვის, მხოლოდ სანახევროდ განაპირობებს იდეალურ შედეგს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ოსტატის მიერ შესრულდეს სარემონტო პროცესი.

ამისთვის ხელოსანი გჭირდებათ, რომელიც ყველა საკითხზე გაგიწევთ კონსულტაციას, ხარისხიანი მასალის შერჩევაშიც დაგეხმარებათ და მთელ პროცესს ეფექტურად შეასრულებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი

პირველ რიგში, აუცილებელია წყლის და კანალიზაციის მილების შეცვლა, თუ ძველი თუჯის მილები გაქვთ ჯერ კიდევ. ასეთ მილებს ათეულობით წლის წინ აყენებდნენ და მათი ექსპლუატაციის ვადა უკვე გასულია, ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს და წყლის გაჟონვის მიზეზი გახდეს.

ნიჟარის დაყენება დიდ სირთულეს თითქოს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ გამოცდილება და მცირედი ტექნიკური განათლება არ გაქვთ, შეიძლება შეცდომები დაუშვათ და დაუდევრად შესრულებული სამუშაოს გამო კი ნიჟარა მთელი თავისი კომპონენტებით მალე გამოვიდეს მწყობრიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი მასალის ონკანი შეიძინოთ. სჯობს, შედარებით ძვირი გადაიხადოთ და საუკეთესო მასალის დააყენოთ, ვიდრე იაფფასიანი და მალ-მალე მოგიხდეთ მისი გამოცვლა (ასეთები შეკეთებას არ ექვემდებარება).

ხარისხის მიხედვით კი ონკანები შემდეგნაირია:

  1. უჟანგავი ფოლადის - შედარებით ძვირად ღირებულია, მაგრამ სამაგიეროდ, საკმაოდ დიდხანს მოგემსახურებათ;
  2. თითბრის - თუ მაღალი ხარისხის შენადნობია, მისაღებია, რადგან კარგად უძლებს ხისტ წყალს და ზოგადად, დიდხანს ძლებს;
  3. თუჯის - მალე იჟანგება და წყალსაც სპეციფიკურ გემოს აძლევს;
  4. სილუმინის - მალე ფუჭდება;
  5. პლასტმასის - ბიუჯეტურია და თან ადვილია მისთვის დახრის კუთხის შეცვლა;
  6. ბრინჯაოს - საკმაოდ ძვირია, მაგრამ საუკეთესო არჩევანია;
  7. კერამიკული - ვიზუალურად უდავოდ ეფექტურია, მაგრამ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მექანიკური ზემოქმედების შედეგად ადვილად ტყდება.
  8. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რითია ონკანის ზედაპირი დაფარული:
  9. ქრომირებული - პრაქტიკულია, დიდხანსაც ძლებს, მაგრამ მუდმივად უნდა აპრიალოთ, რადგან ადვილად აჩნდება ლაქები;
  10. მომინანქრებული (ემალის) - ადვილად ზიანდება;
  11. ნიკელის - დიდხანს ძლებს და ადვილი მოსავლელიცაა.

პერიოდული პროფილაქტიკა

რაც უნდა იდეალურად იყოს სანტექნიკა გაკეთებული, დროთა განმავლობაში გარკვეული სახის პრობლემები მაინც შეიძლება შეგექმნათ. მაგალითად: ძალიან ხშირად სამზარეულოში კანალიზაცია იჭედება ხოლმე. ძირითადად, ამის მიზეზი მილებში ნიჟარიდან მიხვედრილი ცხიმი, საკვების ნარჩენები ან სხვა ფაქტორებია. ამ დროს მილიდან უსიამოვნო სუნი ამოდის და წყალს წვალებით ან საერთოდ აღარ ატარებს. ამ დროსაც მოგიწევთ ხელოსნის მომსახურებით სარგებლობა, რომელიც სპეციალური ინსტრუმენტებით გაწმენდს მილს. პრობლემას ქმნის წყლის ჭავლის შემცირებაც, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებლის მუშაობა ფერხდება.

ჩვენი სანტექნიკოსი ყველა უბანში მოემსახურება ზემოაღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირებს. ჩვენი ხელოსნები უმაღლეს დონეზე არიან გადამზადებულები და ყველა საჭირო ინსტრუმენტით აღჭურვილები. დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან უმაღლესი კლასის მომსახურება.

Keywords: santeqnikosi gamodzaxebit

სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » სანტექნიკოსი გამოძახებით
მოგვწერეთ თქვენი მისამართი და უმოკლეს დროში თქვენთან მოვა ჩვენი სპეციალისტი.
რათქმაუნდა შეგვიძლია, მოგვწერეთ თქვენი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაგიკავშირდებით.
დაგეხმარებით აუცილებლად, მოგვწერეთ ნომერი და ჩვენი სპეციალისტი მალე შეგეხმიანებათ.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)