ელექტრიკის გამოძახება

(10)

დაგვიკავშირდით

555453366
09-06-2022 575 0

გამოიძახეთ პროფესიონალი

თქვენ ელექტრიკის გამოძახება თბილისში შეგიძლიათ დღის და კვირის ნებისმიერ დროს. გამოძახების შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად მოვა აღნიშნულ საქმეში გამოცდილი, კომპეტენტური და პროფესიონალი თანამშრომელი, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი გაუმართაობის სწრაფად და ხარისხიანად აღმოფხვრაში.

ჩვენი მომსახურების ღირებულება გამოითვლება ინდივიდუალურად, საქმის სირთულისა და მოცულობის კონკრეტული ვარიანტის მიხედვით.

ჩვენთან სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაოების ჩატარებით, თქვენ ჩვენგან მიიღებთ ამა თუ იმ სასარგებლო რჩევას, რათა სწორად მოხდეს თქვენი ბიუჯეტის გადანაწილება თანხის დაზოგვის მიზნით, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება უხარისხო მასალების და უგულოდ ჩატარებული სამუშაოების ხარჯზე, უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და უმთავრეს საკითხად ითვლება აღნიშნულ სფეროში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებულ სამუშაოებს, გულისხმიერ მიდგომას ნებისმიერი შეკვეთის მიმართ, სწრაფ რეაგირებას და გარანტიას!

საქმის ოსტატები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგზე:

  • დროული რეაგირება (საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე წუთშიც კი);
  • გულისხმიერი დამოკიდებულება დამკვეთის მიმართ;
  • სწრაფად და ამავდროულად, ხარისხიანად შესრულებული სამუშაო;
  • ადეკვატური ფასი;
  • მომხმარებლის მხრიდან კარგი შეფასების მიღება.

ვინ ვართ ჩვენ

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტროობა კლასიფიცირდება, როგორც მაღალი რისკის მქონე საქმიანობა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულნი ვართ ზედმიწევნით გავითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები.

მკაცრად გასათვალისწინებელი 3 პუნქტი:

  • პერსონალის სერტიფიცირება;
  • ჩატარებული სამუშაოების საიმედობა;
  • ადამიანური ფაქტორი (გადაღლილობა, ძილი, კვება და ა.შ.).

ჩვენი გამოცდილება

ჩვენ ვმუშაობთ 20 წელზე მეტი ხანია. ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ შევეცადეთ შეგვეკრა ისეთი გუნდი, რომელიც თავს გაართმევდა ნებისმიერი სირთულის მქონე ამოცანებს. მათმა აქტიურმა მუშაობამ და საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ ბოლო წლებია ჩვენი მომხმარებლის მხრიდან დიდი სანდოობა დაიმსახურა. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოტივატორია გუნდის ნებისმიერი წევრისთვის.

როგორ ხდება ჩვენთან დაკავშირება, შეთანხმება და სამუშაო პროცესის დაწყება:

  1. გვირეკავთ ვებგვერდზე განთავსებულ საკონტაქტო ნომერზე;
  2. გაგვაცნობთ სასურველი სამუშაოს სახეობას;
  3. ვათანხმებთ ვიზიტის დროს;
  4. მოვდივართ და თქვენთან ერთად ვგეგმავთ დასახულ სამუშაოს;
  5. შეთანხმების შემთხვევაში ვიწყებთ სამუშაოების ჩატარებას;
  6. სამუშაოებს გაბარებთ წინასწარ შეთანხმებულ დროს;
  7. ანაზღაურება ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით.


რატომ ჩვენ?

ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ აღმოფხვრილი იქნება ნებისმიერი პრობლემა, რაც გამორიცხავს მის შემდგომში გამეორებას. თუ თქვენ მიმართავთ ამ საქმეში არაკომპეტენტურ მეზობელს, ახლობელ ადამიანს თუ ნათესავს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნია არსებულ საქმეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად შეიძლება მოხდეს:

  • ადამიანის სხეულის დაზიანება;
  • განმეორებითი პრობლემა;
  • მოკლე ჩართვა;
  • ხანძარი;
  • ქონების და ტექნიკის დაზიანება.

ზემოთ ჩამოთვლილი უხერხულობების თავიდან ასარიდებლად მიანდეთ თქვენი სამუშაო ჩვენს გამოცდილ გუნდის წევრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს სახლში ელექტროუსაფრთხოებას.

ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც არ ვიძლევით გარანტიას

ჩვენი გუნდი იძლევა გარანტიას ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოებზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თუ ბინაში, სახლში ან ნებისმიერ ობიექტზე ელექტროგაყვანილობა არ შეცვლილა აშენების დღიდან ათწლეულების განმავლობაში და ჩატარებული სამუშაოს შემდეგ დეფექტი განმეორდა, ეს არ განეკუთვნება საგარანტიო შემთხვევას.

უხერხული სიტუაცია

მოდით, ავხსნათ და წარმოვიდგინოთ სიტუაცია: ადამიანი ცხოვრობს ე.წ. ხრუშჩოვის პროექტის საცხოვრებელ ბინაში და უცებ სარეცხი მანქანის როზეტი დაზიანდა. მოდის სპეციალისტი და ადგენს, რომ თურმე ბინა დაქსელილია ძველი ალუმინის სადენებით და ერთ-ერთი წვერი გაწყვეტილია. ასეთ შემთხვევებში ძალიან ძნელია აუხსნა ამ საქმეში გამოუცდელ ადამიანებს ის, რომ ძველი ალუმინის მავთულის ხელახლა გადახვევა შეუძლებელია, სადენს დაკარგული აქვს გამტარობის თვისება, გზადაგზა დაშაშხულია და ისინი დროთა განმავლობაში უბრალოდ იშლება და ნადგურდება. არსებულ სიტუაციაში არ გააჩნიათ სადენების სრულფასოვნად შეცვლის საშუალება და სპეციალისტს სთხოვენ, როგორმე აღუდგინოს როზეტი, რადგანაც სარეცხი მანქანა მნიშვნელოვანი ტექნიკაა და მის გარეშე არსებობა დიდი დისკომფორტია. სპეციალისტი იძულებული ხდება, გადაბმების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დროებით მოუგვაროს არსებული პრობლემა. დამერწმუნეთ, ასეთ დროს პროფესიონალ ხელოსანს ეუფლება არასრულფასოვნების შეგრძნება, რადგან თვითონ ხვდება, რომ სამუშაო შესრულდა გამოუვალი მდგომარეობით და მისი საიმედოობა გარანტირებული ვერ იქნება.

Keywords: eleqtrikis gamodzaxeba

MySpec.Ge » ელექტრიკი გამოძახებით » ელექტრიკის გამოძახება
სამწუხაროდ ძალიან დიდ დისკომფორტს შექმნის მსგავსი სამუშაო როგორც ოჯახის წევრებისთვის ასევე ხელოსნებისთვის მაგრამ შეუძლებელი არაფერია, ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს, დანარჩენს ადგილზე განვიხილავთ.
რათქმაუნდა შესაძლებელია დამიწების გაკეთება, თქვენთან ვიზიტის შემდეგ უკვე კონკრეტულად გეტყვით რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და შევათანხმოთ თქვენთან ვიზიტის დრო.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)