ელექტროობის ხელოსანი

(10)

დაგვიკავშირდით

555453366
04-06-2022 1 199 0

თქვენთან მოვა პროფესიონალი

როდესაც ელექტროობის ხელოსანი დაგჭირდებათ საცხოვრებელ ბინაში, თქვენს აგარაკზე, კომერციულ ობიექტებზე თბილისში ან მის შემოგარენში, დაგვიკავშირდით. ჩვენი კომპანია 10 წელია ლიდერობს და მუდმივად ცდილობს მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას, განვითარებას და დახვეწას. ალბათ ხშირად დაგჭირვებიათ ხელოსანი, მაგრამ თქვენი იმედები ბევრ მათგანს არ გაუმართლებია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთ ხელოსნებს არსებული კვალიფიკაცია და გამოცდილება არ აძლევთ სამუშაოს ხარისხიანად ჩატარების საშუალებას. ჩვენს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, ამის მთავარი მიზეზი ისაა რომ ელექტროობა არაა მარტივი საქმე და ამ სფეროში თვითმარქვია ხელოსანს ნაკლებად შეხვდებით. ელექტროობასთან არასერიოზულმა მიდგომამ და უსაფრთხოების წესების არცოდნამ შეიძლება ხელოსანი სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს. ჩვენი ხელოსნები ზედმიწევნით ითვალისწინებენ ზემოთ ჩამოთვლილს და მათი გამოცდილება კი გარანტირებულად იძლევა უსაფრთხო და ხარისხიანი მუშაობის საშუალებას. ჩვენი მიზანია მომხმარებელი დარჩეს მაქსიმალურად კმაყოფილი, რათა გაუჩინოთ შემდგომში ჩვენთან დაკავშირების ან ჩვენზე რეკომენდაციის გაცემის სურვილი.

ჩვენი რჩევა

ელექტროობა არცთუ ისე მარტივი საქმეა და ყოველთვის ეცადეთ არ მიანდოთ თქვენი ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე გამოუცდელ და არაკვალიფიციურ ხელოსანს, თქვენ ამით თავიდან აირიდებთ სამომავლოდ გაუთვალისწინებელ უხერხულობებს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სადენების განახლება ხდება ობიექტის თუ ბინის რემონტის ნაადრევ ეტაპზე, არასწორად დაგეგმილმა და უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ სამომავლოდ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს გარემონტებულ და დასრულებულ ბინას. გამომდინარე აქედან ჩვენი რჩევაა მკაცრად გაითვალისწინოთ ზემოთ ნახსენები ნიუანსები. გაუფრთხილდით საკუთარ დროს, ნერვებს, ენერგიას და ფინანსებს.

ჩვენ აღნიშნულ სფეროში გთავაზობთ ყველა სახის სამონტაჟო მომსახურებას:

  1. ვამონტაჟებთ ელექტრო-მრიცხველებს;
  2. ვცვლით ძველ სისტემებს;
  3. შეგვიძლია დავამონტაჟოთ ყველანაირი სტილის და მოდელის სანათი საშუალებები;
  4. ელ.წყაროსთან დავაკავშირებთ ელექტრო ტექნიკას და სხვადასხვა აღჭურვილობას;
  5. შეგვიძლია სადენების განახლება სრულფასოვნად, შტრობების მოწყობა, სადენების გამოცვლა და ა.შ;
  6. შეგვიძლია მოგაწოდოთ სამუშაო მასალა და სახარჯი მასალები;
  7. ვმუშაობთ დასვენების გარეშე შაბათ-კვირის ჩათვლით.

ჩვენი გუნდი ასრულებს ნებისმიერი სირთულის და მოცულობის სამუშაოებს, სპეციალისტებს აქვთ აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ საკუთარი სფეროს შესახებ ყველაფერი იციან ზედმიწევნით და სამუშაო პროცესში იყენებენ საიმედო აღჭურვილობას და ტექნიკას.

როგორ ვმუშაობთ:

  • ჩვენთან ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება ხდება წინასწარ შეთანხმებული გამოძახებით ან საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო ვიზიტითაც;
  • ჩვენი მომსახურებით თქვენ თავიდან აიცილებთ გაუმართავი ელექტროობისგან გამოწვეულ ავარიებს, ხანძარს და ა.შ;
  • შემოგთავაზებთ სერტიფიცირებული ხელოსნის სერვისს;
  • დავზოგავთ თქვენს დროს და ენერგიას, რადგანაც ჩვენი სპეციალისტები მოქმედებენ ოპერატიულად;
  • ჩვენი სამუშაოები ტარდება ხარისხის 100%-ნი გარანტიით, ამით თქვენ დაზოგავთ ფინანსებსაც;

თუ გსურთ რომ თქვენი საქმე შესრულდეს უმაღლეს დონეზე მაშინ დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თქვენთან დროულად მოვა სერტიფიცირებული სპეციალისტი რომელიც ზედმიწევნით ხარისხიანად შეასრულებს ყველანაირ ელექტრო სამუშაოს.

Keywords: eleqtroobis xelosani


MySpec.Ge » ელექტრიკი გამოძახებით » ელექტროობის ხელოსანი
ჩვენ ვასრულებ ნებისმიერ ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოს, როგორც შავ კარკასზე ასევე თეთრზე.
ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე დაქსელვის ვარიანტს, სამუშაოს დასრულების ვადა შესაბამისად სხვადასხვაა, გამომდინარეობს იქიდან თუ რომელზე შეაჩერებთ არჩევანს, მინიმალური დრო 3-4 დღე და მაქსიმალური 8-10.
აღნიშნულ სამუშაოებს ვასრულებთ, თანხა სამუშაოს მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე დგინდება, ჯერ ობიექტი უნდა ინახოს.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)