სანტექნიკური სამუშაო

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
15-10-2022 704 0

ხელმარჯვე ოსტატი თქვენს სამსახურში!

სააბაზანოში სანტექნიკური სამუშაო პროფესიონალურ და სკრუპულოზურ დამოკიდებულებას მოითხოვს. სწორედ ამ ოთახში სრულდება ყველაზე რთული და შრომატევადი სამუშაო, რადგან არა მარტო კაფელ-მეტლახით მოპირკეთება სჭირდება, არამედ კომუნიკაციების გაყვანა და სანტექნიკის დამონტაჟებაა საჭირო. ეს კი სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

რასაკვირველია, სამუშაოების ჩატარება, პირველ რიგში, ბინის მფლობელის გემოვნების გათვალისწინებით ხდება. სწორედ მან უნდა აირჩიოს, რა სჭირდება - საშხაპე თუ აბაზანა, როგორი პირსაბანი ურჩევნია; როგორი აქსესუარების შეძენის საშუალება აქვს - ბუნებრივია, რაც უფრო ძვირფასი მასალისას შეიძენს, მით გაახანგრძლივებს მათი ექსპლუატაციის ვადას. დანარჩენი კი უკვე ხელოსნის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

თანამედროვე ინტერიერში სააბაზანოს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება აღარ აქვს. უფრო მეტიც, ადამიანთა უმეტესობა ცდილობს, სხვა ოთახებისგან განსხვავებით, სწორედ აქ შექმნას მაქსიმალური კომფორტი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამღლელი დღის შემდეგ არაფერი ისე არ გვიქმნის რელაქსაციის საშუალებას, როგორც თბილი შხაპი თუ მცენარეებით გაჯერებული აბაზანა; მეორე მხრივ კი, ესაა ყველაზე სველი ადგილი, რომლითაც ძალიან ხშირად ვსარგებლობთ და ამიტომ ყველა დეტალი მაქსიმალურად გამართულად უნდა მუშაობდეს - ონკანით დაწყებული, ტრაპით დამთავრებული.

საქმე, რომელიც პროფესიონალის მიერ სრულდება, გარანტიას აძლევს მომხმარებელს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვრებს კომფორტულად. როცა კომუნიკაციები ზედმიწევნით ყველა წესის დაცვით არის დამონტაჟებული, ამცირებს იმის საშიშროებას, რომ წყალი საიდანმე გაჟონავს ან საკანალიზაციო მილები მალე გამოვა მწყობრიდან.

რა ევალება ამ დარგის სპეციალისტს

სამუშაოები მოიცავს ამ პროცედურებს:

  • წყალგაყვანილობას;
  • საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს;
  • სანტექნიკის მოწყობილობების (საშხაპე, აბაზანა, უნიტაზი, პირსაბანი) დამონტაჟებას;
  • ონკანების დაყენებას თუ მონტაჟს;
  • გაჭედილი მილების გაწმენდას.

სააბაზანოს მთავარი ელემენტები

საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზარი იმდენად მრავალფეროვან პროდუქციას გვთავაზობს, რომ მხოლოდ გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული არჩევანის გაკეთება, თუმცა, როგორი დიზაინიც უნდა შექმნათ ამ ოთახში, ამ ატრიბუტებს უცილობლად ითვალისწინებს:

  1. საშხაპე;
  2. აბაზანა;
  3. პირსაბანი;
  4. უნიტაზი.

საშხაპე. დღეს იშვიათად ნახავთ ისეთ სააბაზანო ოთახს, სადაც საშხაპე არაა მოწყობილი. მისი მთავარი ღირსება კომპაქტურობაა, თუმცა საშხაპე კაბინა შედარებით მეტ სივრცეს მოითხოვს. მართალია, მათ გაბარიტებშიც არის სხვაობა, მაგრამ ვისაც ასანთის კოლოფის ზომის სააბაზანო აქვს, კაბინის გარეშე ამონტაჟებს საშხაპეს და მას მხოლოდ ფარდით შემოსაზღვრავს წყლის წვეთების გაბნევისგან დასაცავად.

თავის მხრივ, საშხაპე კაბინების ნაირსახეობები არსებობს:

  • უბრალო კაბინა, მხოლოდ საშხაპე აქსესუარით;
  • კაბინა ჯაკუზით;
  • კაბინა ჰიდროშხაპით;
  • კაბინა ჰიდროსაუნით.

აბაზანა. აკრილის აბაზანამ წარმატებით ჩაანაცვლა თუჯისა, როგორიც ყველა ოჯახში იდგა გასულ საუკუნეში. თუმცა დღესაც იწარმოება მაღალი ხარისხის თუჯის აბაზანები, რომლებიც დიზაინითა და ხარისხით საკმაოდ გამორჩეულია.

ვისაც დამღლელი დღის შემდეგ თბილი აბაზანის მიღება ურჩევნია და სააბაზანოში არსებული სივრცეც აძლევს ამის საშუალებას, შეუძლია ნებისმიერი ფორმის აკრილის აბაზანა შეიძინოს და არა მარტო ფიზიკური კომფორტი მოიწყოს, არამედ ვიზუალურად გაამდიდროს ინტერიერი.

პირსაბანი. დღეს ეს ნივთი მხოლოდ ხელ-პირის დასაბანი საშუალება კი არა, შეიძლება ითქვას, დიზაინის და სტილის შემქმნელია. ერთხანს მოდაში იყო ე.წ. პირსაბანი-ტიულპანი, დღეს კი უფრო პოპულარულია სარეცხის მანქანის თუ მინი-კარადის თავზე დამონტაჟებული პირსაბანები. ეს უკანასკნელი უფრო მოსახერხებელია იმ თვალსაზრისით, რომ ერთდროულად, ნიღბავს მილებს და ამავე დროს, მასში შესაძლებელია ქიმიური საშუალებების თუ სხვა საგნების შენახვა.

ნებისმიერი საქმე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმჯობესია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ შესრულდეს, რათა დაზღვეული იყოთ, რომ მალე არ მოგიწევთ შესაკეთებლად ხელოსნის გამოძახება. ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ აბსოლუტურად გვენდოთ ჩვენ. ჩვენ არა მარტო კვალიფიციური და გამოცდილი, არამედ კეთილსინდისიერი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, რომლებიც დროულად და ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს.

თუ დიაგნოსტიკა, კომუნიკაციების დამონტაჟება, საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა ან სანტექნიკის მონტაჟი გსურთ, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან პროფესიონალური კონსულტაცია-მომსახურება.

Keywords: santeqnikuri samushao

სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » სანტექნიკური სამუშაო
გამარჯობათ. რაიონებშიც ვიღებთ შეკვეთებს.
ფასი დამოკიდებული შესრულებულ სამუშაოზე.
დიახ.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)