ვანის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
04-01-2023 907 0

აბაზანის მიღება რომ სასიამოვნო პროცესი იყოს

თუ ვანის მონტაჟი გსურთ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ პროფესიონალური დახმარება. ეს სანტექნიკური სამუშაო, ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, მაგრამ ადვილი საქმეა მხოლოდ პროფესიონალებისთვის, რომლებმაც კარგად იციან ამ პროცესის ყველა ნიუანსი, კვალიფიკაციით და სხვადასხვა მასალაზე მუშაობის გამოცდილებით კი ჩვენი სპეციალისტები ნამდვილად გამოირჩევიან.

ზოგი მომხმარებელი უპირატესობას შხაპს ანიჭებს, მეორე - აბაზანას, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. შხაპი უმეტესად ჰიგიენური პროცედურაა, აბაზანა კი - უფრო მეტად თერაპია, სარელაქსაციო საშუალება. ამიტომ, თუ სააბაზანოში სივრცე საშუალებას გაძლევთ, საუკეთესო ვარიანტია ორივე მათგანის განთავსება. ამ სანტექნიკური სამუშაოების უნაკლოდ შესრულება კი ჩვენ მოგვანდეთ!

აუცილებელი პროცედურები და ვანების ნაირსახეობები

მოკლედ, აღნიშნული საქმე საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს და რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • სხვადასხვა მასალის ვანა მონტაჟის განსხვავებულ მეთოდს საჭიროებს;
  • აუცილებელია დახრის კუთხის უზრუნველყოფა;
  • კარკასი;
  • ჰერმეტულობის დაცვა;
  • სიფონის აწყობა.

თუჯის ვანა მაინც საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან ის ძალიან გამძლეა, შეიძლება ითქვას, საშვილიშვილო აქსესუარია. ის კარგად ინარჩუნებს სითბოს; თუმცა ძალიან მძიმეა და არც ვიზუალურად გამოირჩევა. მისი მომრგვალებული კუთხეები ართულებს ვანის კედელთან მჭიდროდ მიმაგრებას. ერთი სიტყვით, რთული დასამონტაჟებელია, მაგრამ სამაგიეროდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ნებივრად შეძლებთ აბაზანის მიღებას..

აკრილის მასალისგან დამზადებულის გამოყენება დღეს უფრო ხშირად გვიწევს, ვიდრე სხვა მასალის. მსგავსი აქსესუარი ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავია და ნებისმიერი დიზაინის სააბაზანოს მოუხდება. მართალია, ხარისხით ჩამოუვარდება თუჯისას, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო იაფი ღირს და მისი განთავსებაც უფრო იოლია, გარშემო ფილებით მოპირკეთებაც არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას, თუმცა მასზე მუშაობისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ, რადგან ზედაპირი ნებისმიერი უნებლიე ზემოქმედებისგან შეიძლება მარტივად დაზიანდეს.

ასევე გვიწევს ლითონის ვანების განთავსება. ბიუჯეტური ფასის გამო მას უპირატესობას ანიჭებენ ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც საშუალო ხარისხის რემონტი აქვთ სააბაზანოში და თუ ოდნავ მაინც ერკვევიან სანტექნიკურ სამუშაოებში, მისი განთავსება თავადაც შეუძლიათ. ასევე ოპტიმალური ვარიანტია მცირე ზომის სააბაზანოებისთვის.

მონტაჟის სპეციფიკა

ზემოთ ნახსენები საქმე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცოდნე ოსტატის მიერ რამდენიმე პროცედურის შესრულებას მოითხოვს. ჩვენ საფუძვლიანად ვამოწმებთ, რამდენად გამართულია ყველა კომუნიკაცია და ამის შემდეგ ვიწყებთ მუშაობას.

ვანა პირდაპირ მეტლახზე როდი იდგმება - აუცილებლად უნდა იყოს მათ შორის სივრცე. შესაბამისად, გვჭირდება:

  1. ფეხები;
  2. კარკასი;
  3. პოდიუმი.

ზოგ ვანას კომპლექტში ფეხებიც მოჰყვება, თუმცა ყოველთვის როდი ხასიათდება ისინი გამძლეობით. ამიტომ შემოწმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს ვურჩევთ ხოლმე, უფრო ხარისხიანი დეტალი შეიძინონ. ეს ფეხები ვანაზე ჭანჭიკებით, სოლებით ან წებოთი მაგრდება, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ეფექტურია.

დღეს ხელოსნები უფრო საიმედო ვარიანტად კარკასს მიიჩნევენ, რომელიც გამორიცხავს უთანასწორობასა და დეფორმაციას. თავად კარკასი პროფილებისგან იწყობა.

პოდიუმი კი შეიძლება იყოს დამზადებული ხისგან, აგურისგან შედარებით იაფი საშუალებაა და უმეტესად აკრილის ვანებზე ვიყენებთ.

ვანის განთავსებისას აუცილებელია მისი კედელზე მიმაგრება და სრული ჰერმეტულობის დაცვაც. ამ საკითხშიც მაქსიმალურად ვიცავთ წესებს, უყურადღებოდ არ გვრჩება არც ერთი მილიმეტრი, რომ მომავალში მომხმარებელი წყლის გაჟონვისგან დავიცვათ.

მნიშვნელოვანია, ვანა დაიდგას კანალიზაციის მილისკენ ოდნავ დახრილად, რათა წყლის გადინება სწრაფად და დაუბრკოლებლად ხდებოდეს.

მოკლედ, მსგავსი სანტექნიკური სამუშაოების აუცილებლობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე და ჩვენ დროულად შევუდგებით საქმეს; გვენდეთ, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები მომხმარებელს უკმაყოფილოს არასდროს ტოვებენ!

Keywords: vanis montaji

გამარჯობათ, სამწუხაროდ არა.
დიახ თბილისში ვართ, დარეკეთ ამ სტატიაში მითითებულ ნომერზე.
გამოძახების ფასი არაა ფიქსირებული, ეს დამოკიდებულია ჩასატარებელი სამუშაოს სირთულეზე და მოცულობაზე.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)