ონკანის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
09-12-2022 1 263 0

წყალი შეუფერხებლად რომ მოედინებოდეს

ონკანის მონტაჟი სანტექნიკური სამუშაოების ბოლო ეტაპია. როცა უკვე საკანალიზაციო და წყლის სისტემა გამართულია, ოთახი მოპირკეთებულია კაფელ-მეტლახით და საჭირო სანტექნიკური ინვენტარით თუ ავეჯითაც (საშხაპე-აბაზანა, პირსაბანი, უნიტაზი, კარადები) შევსებულია, ის დროა, ონკანები დააყენოთ.

ონკანი ის ატრიბუტია, რომელსაც ყოველდღიურად ხშირად ვიყენებთ. ამიტომ, თავისთავად, ის ხარისხიანი უნდა იყოს, რომ მისი ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივი იყოს და დისკომფორტს არ გვიქმნიდეს.

რა დისკომფორტი შეიძლება შეგვიქმნას ონკანმა?

  • დაჟანგდეს;
  • სახელურები გამოვიდეს მწყობრიდან და მუდმივად წვეთავდეს მათგან წყალი;
  • არასწორად შერჩეული ფორმა და დახრის კუთხე მოუხერხებელი იყოს ხელ-პირის დასაბანად თუ ჭურჭლის გასარეცხად.

ერთი სიტყვით, სანამ ონკანს შეიძენდეთ, არაერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ, ვინაიდან ის არა მხოლოდ წყლის მოშვება-დაკეტვისთვის გვჭირდება, არამედ ერთგვარი დეკორის ელემენტიცაა.

მაშ ასე, რას უნდა მივაქციოთ ყიდვისას ყურადღება?

  1. მასალას;
  2. ფორმას;
  3. დიზაინს;
  4. ფუნქციონალურობას.

მასალა

თითბრის მასალა ნიშნავს, რომ მოწყობილობა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვა მწყობრიდან: არ დაჟანგდება, არ მოიშლება, ვიზუალურ ელფერს არ დაკარგავს თითბერი გახლავთ სპილენძის შენადნობი. მეტი ეფექტისთვის მას გარედან ფარავენ ნიკელით, ქრომით, სხვადასხვა ფერის ემალით. ის შეიძლება იყოს როგორც პრიალა, ისე გლუვზედაპირიანი, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო პრაქტიკულია, ვინაიდან წყლის წვეთები ნაკლებად აჩნდება ლაქებად. თითბრის ონკანების ერთადერთი ნაკლი მათი მაღალი ფასია, თუმცა დაგვეთანხმებით, სჯობს გადაიხადო მეტი და წლების განმავლობაში მშვიდად იყო, ვიდრე - იაფი და ლამის ყოველ წელს მოგიწიოს მისი გამოცვლა.

ერთი სიტყვით, საუკეთესოდ ითვლება ხსენებული მასალა, თუმცა ონკანები ასევე არის:

  • კერამიკული;
  • პლასტიკატის;
  • სპილენძის.

მექანიზმი

სხვადასხვანაირი ნაირსახეობის დაგჭირდებათ სააბაზანოსა და სამზარეულოში. სააბაზანოშიც ასევე განსხვავებული მოდელები გვხვდება. მაგალითად, საშხაპე-აბაზანის ზონაში უმეტესად კედლის ონკანებს იყენებენ, ხელსაბან ნიჟარაზე კი - ამ უკანასკნელზე დასამაგრებელს.

საშხაპე-აბაზანის ონკანს, როგორც წესი, მოჰყვება გრძელი, მბრუნავი შლანგი, საშხაპე ყურმილით და ამ უკანასკნელის დასამაგრებელი კაუჭით.

საშხაპეში მისი აწყობა ზოგჯერ ისე ხდება, რომ ის ახლოს განთავსებულ ხელსაბანსაც მისწვდეს. ამ შემთხვევაში გრძელმილიანი მოწყობილობა გამოიყენება.

მისი მიმაგრება შეიძლება თავად აბაზანაზეც. ძალიან მდიდრული და ამასთან, პრაქტიკულია. საჭიროა მხოლოდ აბაზანის კიდეზე ხვრელების ამოჭრა, რომლებშიც ჩამაგრდება მისი მილი, სახელურები და საშხაპე ყურმილი.

თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს სენსორული ონკანებიც, რომლებით სარგებლობაც კონტაქტის გარეშეა შესაძლებელი - საკმარისია მხოლოდ ხელი მიუახლოოთ მოწყობილობას, რომ წყალი მაშინვე წამოვა; როგორც კი მოაშორებთ, თავისით შეწყდება. დაგვეთანხმებით, ჰიგიენის თვალსაზრისით ეს საუკეთესო მოდელია.

რაც შეეხება სამზარეულოს, აქ უმჯობესია მაღალი და მბრუნავი ონკანი დააყენოთ, რომელიც მოსახერხებელია დიდი ზომის ჭურჭლის გასარეცხად და ასევე, ასავსებად.

არსებობს ონკანები, რომლებსაც გამოსაწევი, ე.წ. სარწყავი მილი გააჩნია და მის მილშია ჩამონტაჟებული. ამ გამოსაწევი მილის დახმარებით მარტივად შეძლებთ ჭურჭლის წყლით ავსებას, როცა, მაგალითად, ნიჟარა ჭურჭლითაა სავსე და ელექტროჩაიდნის ასავსებად ადგილი არაა.

თუმცა მისი ხელმეორედ ყიდვა, რაც უნდა მაღალხარისხიანი იყოს ის, გარკვეული ხნის შემდეგ ყველას სჭირდება. მოგეხსენებათ, მუდმივი არაფერია და ეს მოწყობილობაც, მით უმეტეს, რომ სისტემატურად ვსარგებლობთ მისით, მწყობრიდან გამოდის. როცა წესით, დაკეტილი მოწყობილობიდან წყალი მაინც წვეთავს, ეს იმის ნიშანია, რომ მექანიზმი მოიშალა და სასწრაფოდ საჭიროებს მიხედვას.

მისი ხელმეორედ შეძენა შემდეგი პრობლემების გამო ხდება საჭირო:

  1. საშხაპის გაუმართაობა;
  2. კონუსისებური საცობების დეფექტები;
  3. გაცვეთილი ღერძი;
  4. გაცვეთილი რეზინის შუაფენა.

მისი აღდგენა, არცთუ იშვიათად, მარტივად შესაძლებელია. თუ მეტ-ნაკლებად გეხერხებათ სანტექნიკური სამუშაოები, თავადაც მოახერხებთ ამას. თუ არა, მოგიწევთ სპეციალისტის გამოძახება, რომელმაც ადვილად შესაძლებელია, ახლის ყიდვას გადაგარჩინოთ და უმოკლეს დროში დაუბრუნოს მოწყობილობას პირვანდელი სახე.

ნახსენები მოწყობილობის ხელოსანი ჩვენთან პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა. დაგვიკავშირდით ნებისმიერ სანტექნიკურ სამუშაოსთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, იმედგაცრუებული არ დარჩებით ჩვენი მომსახურებით.

Keywords: onkanis montaji


სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » ონკანის მონტაჟი
მოგვწერეთ მისამართი, საკონტაქტო ნომერი და ჩვენი სპეციალისტი მაქსიმალურად მოკლე დროში შეგეხმიანებათ ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
დაგვიკავშირდით ამ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და გაესაუბრეთ ხელოსანს.
რათქმაუნდა შეგვიძლია, დაგვირეკეთ და შეუთანხმეთ ხელოსანს თქვენთან მოსვლის კონკრეტული დრო.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)