საშხაპე კაბინის ხელოსანი
დაგვიკავშირდით
551682233როგორ ავარჩიოთ საშხაპე კაბინის პადონები
გჭირდებათ საშხაპე კაბინის ხელოსანი? ჩვენ მზად ვართ, დაუყოვნებლივ მოვიდეთ მითითებულ მისამართზე და თქვენს სააბაზანოში ყველა წესის დაცვით შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამუშაო. ჩვენთან კვალიფიციური სპეციალისტები არიან დასაქმებულნი და შესაბამისად, სამუშაო მაღალი ხარისხით და უმოკლეს დროში სრულდება.
როგორ ავარჩიოთ
საშხაპის დადგმა საუკეთესო ვარიანტია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სააბაზანოში მცირე სივრცე აქვთ და ვერ ხერხდება ფართო აბაზანის დადგმა. კაბინა კი კომპაქტურია და კომფორტული.
რისგან შედგება საშხაპე კაბინის კონსტრუქცია?
- ე.წ. პადონისგან;
- გასაწევკარიანი შუშის კედლებისგან;
- სახურავისგან.
თუმცა, სანამ შეიძენთ კონკრეტული საშხაპე კაბინის მოდელს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- სააბაზანოს პარამეტრები;
- კაბინის ზომა და კონფიგურაცია;
- ფუნქციები და დიზაინი.
შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით ააწყობინოთ ხელოსანს კონსტრუქცია ან შეიძინოთ უკვე გამზადებული კარკასი. თუ ძალიან პატარა მოცულობისაა სააბაზანო, ასეთ შემთხვევაში კუთხის საშხაპე გამოგადგებათ. მართალია, ის შეიძლება პირდაპირ ტრაპზე დამონტაჟდეს, პადონის გარეშე, მაგრამ შუშის კედლების წყალობით იზოლირებული კომფორტული საბანაო ზონა გექნებათ.
ხოლო ვინც ფართის სიმცირეს არ უჩივის სააბაზანოში, დიდი არჩევანი აქვს, რელაქსაციისთვის საუკეთესო ვარიანტით გაინებივროს თავი, ვინაიდან მწარმოებლები სხვადასხვა მოდელს გვთავაზობენ, როგორც ჰიდრომასაჟის ფუნქციით, ისე ორთქლის აბანოთი.
პადონები
ეს დეტალი სხვადასხვა მასალისგან შეიძლება იყოს დამზადებული და ყოველ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს. მაგალითად, დღეს ძალიან პოპულარულია კერამიკული მოდელები, რომლებიც ვიზუალურად ლამაზიცაა და ადვილი მოსავლელიც, თუმცა შედარებით გვიან თბება და ზამთარში კარგა ხანს მოგიწევთ ცივ ზედაპირზე დგომა. გარდა ამისა, მექანიკური ზემოქმედების შედეგად შეიძლება გაიბზაროს და გატყდეს.
აკრილის პადონები კი გამოირჩევა იმით, რომ გაცილებით ადვილი მოსავლელია, ვინაიდან არ იწოვს ჭუჭყს; მალეც თბება, რაც ცივ ამინდებში ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ადვილად იკაწრება.
პადონის შერჩევისას ერთი ნიუანსიც გაითვალისწინეთ: მისი ზედაპირი არ უნდა იყოს პრიალა, რათა ბანაობისას ფეხი არ აგისრიალდეთ. ასე რომ, შეარჩიეთ გლუვზედაპირიანი მოდელი.
მისი არჩევა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააბაზანოს პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. დღეს ბაზარზე იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია, რომ ყველაზე ვიწრო ოთახისთვისაც შეძლებთ შესაფერისი მოდელის შერჩევას.
პადონები არსებობს:
- კვადრატული;
- მართკუთხა;
- რადიუსული ( ერთი მხარე მომრგვალებული);
- მრგვალი;
- ოვალური.
პადონები განსხვავდება ასევე ზომების მიხედვით. მათ შორის ყველაზე ღრმა 100-180 მილიმეტრისაა, საშუალო ზომისა - 40-100 მმ, ხოლო ყველაზე თხელი მოდელები 35 მმ-მდე სიღრმისაა.
გირჩევთ, პადონები სიფონ-ტრაპთან კომპლექტში შეიძინოთ, რადგან ყველა მწარმოებელ ფირმას განსხვავებული ზომის და კონსტრუქციის სიფონები შეიძლება ჰქონდეს და პადონის ჭრილს არ დაემთხვეს.
როგორ ავაწყოთ
მისი კონსტრუქცია რთული ნამდვილად არ არის, მაგრამ უმჯობესია, ეს საქმე პროფესიონალს მიანდოთ, რათა, როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკა, გამართულად მუშაობდეს და მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან. მისი აწყობისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჰერმეტულობა და წყლის სისტემასთან ზედმიწევნით კარგად იყოს მიერთებული. მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა იცის მონტაჟისთვის ყველა ნიუანსი, მათ შორის, როგორი უნდა იყოს საკანალიზაციო მილების დახრის კუთხე.
თუ მწყობრიდან გამოვიდა
მოგეხსენებათ, მუდმივი არაფერია და უნაკლოდ დამონტაჟებული და შესაფერისი მოვლის შემთხვევაშიც კი შეიძლება გამოვიდეს სანტექნიკური მოწობილობა მწყობრიდან. უმეტესად, პრობლემა ჩნდება გასაწევ შუშის კართან დაკავშირებით. ნესტის გამო ლითონის გორგოლაჭები, რომლებიც კარის მოძრაობას უზრუნველყოფს, ხარვეზებით იწყებს მუშაობას და შეიძლება სულაც გაიჭედოს.
ასევე, წლების შემდეგ პადონის შეცვლაც აუცილებელი შეიძლება გახდეს, რადგან მათზე წარმოქმნილი ბზარები წყლის გაჟონვის მიზეზად იქცევა და მნიშვნელოვნად დაგაზარალებთ თქვენც და ქვედა სართულის მეზობელსაც.
თუ მისი ხელოსანი დაგჭირდებათ, ამ შემთხვევაშიც გთავაზობთ ჩვენს მომსახურებას. შესაძლოა, ზოგი დაზიანებული დეტალი შეკეთებას დაექვემდებაროს და ამაზეც ჩვენ ვიზრუნებთ.
თუმცა მისი შეცვლა მხოლოდ დაზიანების შემთხვევაში როდი ხდება საჭირო. ბაზარზე ყოველწლიურად იმდენად დახვეწილი და კიდევ უფრო კომფორტული მოდელები ჩნდება, რომ ადვილი გასაგებია მომხმარებლის კაპრიზი, ამ საოცრებებით გაინებივროს თავი.
დაგვეთანხმებით, აღნიშნული კაბინა, რომელიც დამქანცველი დღის შემდეგ განტვირთვის და ენერგიით დამუხტვის შესაძლებლობას მოგვცემს, ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა.
Keywords: sashxape kabinis xelosani