დუშკაბინის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
02-12-2022 1 291 0

მოწყობილობა რელაქსაციისთვის

დუშკაბინის მონტაჟი თანამედროვე სააბაზანოში ისეთივე აუცილებლობად იქცა, როგორც მაგალითად, გათბობის სისტემის დაყენება. ვინაიდან აბაზანის თუ შხაპის მიღება ერთგვარი თერაპიაა, რომელიც მთელი დღის დაღლილებს თუ ემოციურად დაძაბულებს განტვირთვასა და დასვენებაში გვეხმარება, ამიტომ ეს პროცედურა კომფორტულ სივრცეში უნდა ხდებოდეს.

მწარმოებლები დუშკაბინებს სულ ეფრო მრავალფეროვანი ფუნქციებით ამდიდრებენ და დღეს ის არა მხოლოდ უბრალოდ შხაპის მიღების საშუალებას გვაძლევს, არამედ - ცხოვრებას გვიმსუბუქებს ვინაიდან გააჩნია ჰიდრომასაჟის ფუნქცია, შეგვიძლია მივიღოთ ორთქლის აბაზანა.

აღნიშნული საქმე წინასწარი მოსამზადებელი პროცედურების გათვალისწინებით ხდება:

  • ადგილზე, სადაც მის განთავსებას აპირებთ, წყლის სისტემა გამართული უნდა იყოს;
  • წინასწარ უნდა გათვალოთ მოწყობილობის ზომა. გაითვალისწინეთ, რომ კაბინას, ჭერსა და გარშემო არსებულ სანტექნიკის საგნებს შორის მინიმუმ 20-30 სმ უნდა იყოს;
  • თუ კაბინა საკმარისად ჰერმეტული არაა, აუცილებელია ვენტილაციის უზრუნველყოფა.

მოწყობილობის ნაირსახეობები

მონტაჟის დროს, მისი დიზაინის გარდა, სააბაზანოს პარამეტრების გათვალისწინებაც გმართებთ. თუ ის მცირე მოცულობისაა, კარგი არჩევანი იქნება კუთხის კაბინა.

თავის მხრივ, დუშკაბინები ორი ტიპისაა:

  1. ღია;
  2. დახურული.

პირველ მათგანს არ გააჩნია ჭერი და უმეტესად, კუთხის კაბინას წარმოადგენს, რომელსაც ერთი მხრიდან თავად სააბაზანოს კედელი ესაზღვრება. რასაკვირველია, შხაპის მიღებისას ამგვარი მოდელები მოსახერხებელია, წყლის შხეფებსაც აკავებს, თუმცა ნაკლი ისა აქვს, რომ მასში ვერ დააყენებთ ჰოდრომასაჟის, ფიტო და არომათერაპიის ფუნქციის მქონე მოწყობილობებს.

დუშკაბინა ყოველმხრივ კომფორტულია, რომელსაც საკუთარი კედლები გააჩნია ყველა მხრიდან. მას საშხაპე ბოქსსაც უწოდებენ. ასე რომ, მისი დადგმა ყველგან შეგიძლიათ, სადაც კი წყლის სისტემაა გამართული. ზოგიერთი მოდელი იმდენად უნივერსალურია, რომ თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილებით გაოცებულს ტოვებს მნახველს.

მაგალითად, თანამედროვე ინტერიერებში ნახავთ საშხაპე ბოქსებს:

  • სენსორული მართვის სისტემით;
  • ელექტრონული მართვის სისტემით;
  • პულტის საშუალებით დისტანციური მართვით;
  • ხმის საშუალებით მართვის ფუნქციით.

კაბინები სამკურნალო დანიშნულებით

ხშირად მისი შეძენა სწორედ იმიტომ ხდება მომხმარებლების მიერ, რომ კონკრეტული უნივერსალური და ზეკომფორტული მოწყობილობით გაინებივრონ თავი. მართლაც, თუ წარმოიდგენთ, რომ სპა-რიტუალით ცხოვრების გახალისება და სიამოვნების მიღება შეგიძლიათ, არ ღირს თანხის დაზოგვა.

არსებობს კაბინები, რომლებიც აღჭურვილია შემდეგი ფუნქციებით:

  1. ჰიდრომასაჟით;
  2. ორთქლის აბანოთი;
  3. არომათერაპიით;
  4. სპეციალური განათებით.

ჰიდრომასაჟი ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შედეგად, საშხაპიდან არა მარტო სუფთა, არამედ ენერგიით დამუხტული გამოდიხარ. ამ ყველაფერს კი მოწყობილობის ნასვრეტებიდან წარმოქმნილი ჭავლი განაპირობებს, რომელიც შეიძლება იყოს ნემსისებური, ცირკულაციური, ტალღისებური.

დუშკაბინის გამოცვლა ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თურქული ან ფინური აბანოს მოყვარულებისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ დუშკაბინა ორთქლის გენერატორით, რომელიც კაბინაში განსაკუთრებულ მიკროკლიმატს უზრუნველყოფს - ჭარბი ორთქლი, ჰაერის 100%-იანი სინოტივე და მაღალი ტემპერატურა. ამის წყალობით, სხეული ხურდება, კანის ფორები სუფთავდება და სხეულიდან გამოდის შლაკები და ტოქსინები.

ზოგიერთ მოდელს გააჩნია ჰაერის არომატიზების ფუნქცია ეთერზეთების საშუალებით. ალბათ, იცით, სურნელოვანი, სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებით გაჯერებული აბაზანა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში როგორი პოპულარული იყო.

წარმოიდგინეთ, შხაპს იღებთ და კაბინა ისეა განათებული, რომ ვარსკვლავიანი ცის ეფექტი აქვს; ან თქვენი საყვარელი ფერებით განათებული წყლის ჭავლით იღებთ შხაპს, რაც დამამშვიდებლად მოქმედებს თქვენს განწყობაზე ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ფსიქოლოგები ძალიან ეფექტურად იყენებენ ფერებით მკურნალობის მეთოდს, რომელიც დადებითად, დამაშვიდებლად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე. ამგვარ განათებას კი კაბინებში დიოდური და ჰალოგენური ნათურები ქმნის, რომელსაც დაბრკოლება მაქსიმალურად დაორთქვლის შემთხვევაშიც არ ექმნება.

მოკლედ, თუ საქმის მცოდნე გჭირდებათ, რათა თქვენს სააბაზანოში არა მხოლოდ ჰიგიენის, არამედ განტვირთვის საუკეთესო საშუალება დაამონტაჟოთ, შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ. ჩვენი თანამშრომლები ხარვეზების გარეშე, ყოველგვარი ნიუანსის დაცვით შეასრულებენ ნებისმიერ სანტექნიკურ საქმიანობას, დაამონტაჟებენ ნებისმიერი მოდელის დუშკაბინებს, შეაკეთებენ ან შეცვლიან დაზიანებულ დეტალებს. ერთი სიტყვით, ჩვენთან დაკავშირებით უზრუნველყოფილნი იქნებით ხარისხიანი, დროული და ბიუჯეტური მომსახურებით.

Keywords: dushkabinis montaji


MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » დუშკაბინის მონტაჟი
გამოგვიგზავნეთ კონკრეტული მოდელის ფოტო ან თანდართული პასპორტი და მაქსიმალურად მოკლე დროში შეგატყობინებთ პასუხს.
სამწუხაროდ მსგავს წვრილმან სამუშაოებს ჩვენ არ ვასრულებთ.
დიახ ვასრულებთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)