აბაზანის აქსესუარების მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
01-12-2022 739 0

რა აქსესუარები გვჭირდება სააბაზანოში

აბაზანის აქსესუარების მონტაჟი უკვე ბოლო შტრიხია ამ ოთახის გარემონტების პროცესში. იმის შეხსენება, ალბათ, არ გჭირდებათ, რომ ეს დეტალებიც მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული უნდა შეიძინოთ, რათა მალე არ შეიცვალოს ფერი, არ დაჟანგდეს და მწყობრიდან გამოსულმა დისკომფორტი არ შეგიქმნათ.

ასევე, აქსესუარები მოითხოვს კედლებში ნახვრეტების გაკეთებას, რათა ჩამოჰკიდოთ ესა თუ ის დეტალი და თუ უხარისხო მასალისას შეიძენთ, დაზიანებული აქსესუარის შეცვლისას შეიძლება ახალი ნივთის ჩამოსაკიდი კედელში გაკეთებულ ნახვრეტებს არ დაემთხვეს და ახლის გაკეთება გახდეს საჭირო. ეს კი კედელსაც დააუშნოებს და ხელოსანსაც დამატებითი ძალისხმევა დასჭირდება ხარვეზის გამოსასწორებლად.

მასალა

სააბაზანოს აქსესუარებს სხვადასხვა მასალისგან ამზადებენ. ეს შეიძლება იყოს:

  • ლითონი;
  • პლასტმასი;
  • შუშა;
  • ხე (ემ-დე-ეფი).

თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია. მაგალითად, ლითონის ნივთები უფრო გამძლეა. თუ კარგი ხარისხისაა, ათეულობით წელს მოგემსახურებათ. მოსავლელადაც მარტივია და ვიზუალურადაც ინტერიერის ნებისმიერ სტილს უხდება.

ხის მასალას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამატებითი საფარი, რომელიც ნესტისგან დაიცავს მას, ვინაიდან, მოგეხსენებათ, სააბაზანო ორთქლისა და ნესტის ადგილია.

შუშის აქსესუარები გაცილებით მეტ მოვლასა და გაფრთხილებას საჭიროებს, აი, პლასტმასისა კი, მართალია, ყველა მასალაზე იაფია დ ვიზუალურად მომზიდველი, მაგრამ ხმარებისას ფერს იცვლის და მის მოსავლელად განსაკუთრებული ძალისხმევა ხდება საჭირო დროთა განმავლობაში.

რომელი აქსესუარები გვჭირდება სააბაზანოში:

  1. ტუალეტის ქაღალდის დამჭერი;
  2. სარკე;
  3. პირსახოცისა თუ ხალათის საკიდები;
  4. თაროები.

ტუალეტის ქაღალდის დამჭერი შეიძლება იყოს ღია ან დახურული კონსტრუქციის. პირველი მათგანი მოსახერხებელია იმით, რომ მასზე ნებისმიერი ზომის ქაღალდი შეგიძლიათ დაამაგროთ და რულონი დაბრკოლების გარეშე იტრიალებს. რულონის დამაგრებაც ასეთ აქსესუარზე გაცილებით მარტივია. დახურულ მოწყობილობაში კი მართალია, გარკვეული

ზომისა თუ ფორმის რულონი მაგრდება, მაგრამ სამაგიეროდ, ქაღალდი დაცული იქნება ნესტისა და მტვრისგან.

რაც შეეხება სარკეს, სააბაზანოში მას, ძირითადად, ჩამოსაკიდ კარადასთან კომბინაციაში ანიჭებენ უპირატესობას. კარადის შიგთავსს უამრავი ნივთის შესანახად გამოიყენებთ, მის ზედაპირს, ანუ სარკეს კი, თავის მოსაწესრიგებლად. თუმცა არანაკლებ პოპულარულია ცალკე დეკორატიული სარკეებიც, რომლებსაც დამატებით პატარა თაროები აქვს სხვადასხვა ჰიგიენური ნივთების განსათავსებლად.

ჩვენ გირჩევთ, ტექსტილის დასაკიდად ლითონის ან ხის საკიდები შეიძინოთ და არა წებოვანი მოდელები, ვინაიდან ეს უკანასკნელი ორთქლის შედეგად ადვილად სძვრება კედლიდან და მისი შეცვლა მალ-მალე მოგიწევთ. ლითონის საკიდები კი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს - როგორც კაუჭების სახით, ასევე მილისებური, რომლებზეც პირსახოცი სიგანზე იკიდება და გარდა იმისა, რომ ძალიან ელეგანტურია ასეთუ აქსესუარი, ასე დაკიდებული პირსახოცი უფრო მალე შრება..

თაროები აბაზანაში აუცილებელია, რადგან აქ იმდენი ჰიგიენური საშუალებისთვის გვჭირდება ადგილი. თუ პატარა სივრცე გაქვთ, უმჯობესია კუთხის თაროები დაამონტაჟოთ - ნაკლებ ადგილსაც იკავებს და რამდენიმე წყებად თუ დაკიდებთ, თავისუფლად დატევთ ყველა საჭირო ნივთს.

თუ ზემოთ უკვე ნახსენები სამუშაო გჭირდებათ, თქვენს სამსახურში გვიგულეთ. დაგვიკავშირდით და ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ რეაგირებას თქვენს ზარზე. ჩვენ გაგიწევთ რეკომენდაციას, თუ როგორი ხარისხის აქსესუარებია უკეთესი, როგორი მოუხდება თქვენი სააბაზანოს ინტერიერის სტილს და დაგიმონტაჟებთ ყველა სახის მოწყობილობას. ჩვენი მომსახურება კი მისაღები ფასებითა და გარანტირებულად მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

Keywords: abazanis aqsesuarebis montaji


MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » აბაზანის აქსესუარების მონტაჟი
დიახ. დაგვირეკეთ ამ სტატიაში მითითებულ ნომერზე და შევათანხმოთ დრო.
რათქმაუნდა. დაგვირეკეთ, შევათანხმოთ დრო, შემდგომ მოვალთ და დავამონტაჟებთ.
მოგვწერეთ თქვენი მისამართი და საკონტაქტო ნომერი, ჩვენი სპეციალისტი დაგიკავშირდებათ მაქსიმალურად მოკლე დროში.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 3 / შეფასების ისტორია)