უნიტაზის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
16-12-2022 2 478 0

რას მივაქციოთ ყურადღება უნიტაზის შეძენისას

უნიტაზის მონტაჟი ერთ-ერთია იმ სანტექნიკურ სამუშაოებს შორის, რომლებიც სააბაზანო-ტუალეტშია საჭირო. ეს ნამდვილად არ გახლავთ მარტივი პროცესი და ამიტომ უმჯობესია, პროფესიონალი სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლოთ.

მოდელები

თუ გასულ საუკუნეში, ძირითადად, ერთნაირი, საბჭოთა წარმოების უნიტაზები იდგა ყველა სახლში, დღეს იმდენად დიდი არჩევანია როგორც მათი მასალის, ისე ვიზუალური თვალსაზრისით, რომ შეიძლება ამორჩევა გაგიჭირდეს ადამიანს. თუმცა, ვინაიდან ყველა მათგანს განსხვავებული კონსტრუქცია აქვს, გირჩევთ, წინასწარ ხელოსანთან გაიაროთ კონსულტაცია, რადგან თქვენი მოწონებული მოდელის განთავსება, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს.

ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, როგორაა დამონტაჟებული საკანალიზაციო მილი.

ის გვხვდება:

  • ჰორიზონტალური;
  • დახრილი;
  • ვერტიკალური;
  • უნივერსალური.

უნიტაზიც სწორედ ამის მიხედვით უნდა შეარჩიოთ პირველ რიგში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებითი ძალისხმევის გაწევა მოგიხდებათ.

მისი დამონტაჟება ორგვარად ხდება და შესაბამისად, განსხვავებულია მათი კონსტრუქცია.

ისინი შეიძლება იყოს:

  1. იატაკზე დასადგმელი;
  2. კედელზე მისამაგრებელი.

უმეტესობისთვის სწორედ პირველი მათგანია მოსახერხებელი და საიმედო. არც განსაკუთრებული სირთულის სანტექნიკურ სამუშაოებს მოითხოვს და უფრო ფართო ასორტიმენტით და მისაღები ფასითაც გამოირჩევა მსგავსი კონსტრუქციის მოდელები. თუმცა მისი ნაკლი ისაა, რომ შედარებით მეტ სივრცეს იკავებს და თან რთულია მის უკან არსებული მონაკვეთის გამოსუფთავება.

კედელზე დამაგრება ამ თვალსაზრისითაც მოსახერხებელია, ვიზუალურადაც უფრო ვრცელს აჩენს ოთახს და მისი დიზაინიც უფრო ეფექტურია. მსგავსი უნიტაზის ავზი პანელის უკანაა ჩამონტაჟებული და ესეც მომგებიანია სივრცის ეკონომიის თვალსაზრისით. ამიტომაც მსგავსი კონსტრუქციის მოდელი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. თუ გგონიათ, რომ არასაიმედოა, ცდებით, რადგან მწარმოებლები გარანტიას იძლევიან, რომ ის 400 კგ-მდე სიმძიმეს უძლებს.

გარდა ამისა, უნიტაზების მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით და იმის მიხედვითაც, თუ რომელი დაწესებულებისთვის აპირებთ შეძენას. მაგალითად, არასაცხოვრებელ ფართებში, ძირითადად, ისეთ მოდელებს ამჯობინებენ, რომლებსაც წყლის

რეზერვუარი დამოუკიდებლად აქვს, მაღლა ჩამოკიდებული. მსგავსი კონსტრუქციის კომპლექტების პლუსი ისაა, რომ მაგალითად, ავზის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ მისი გამოცვლა და არა მთლიანი უნიტაზის.

მონობლოკის დაყენება მეტ გარანტიას ნიშნავს, რომ ეს სანტექნიკის საგანი დიდხანს მოგემსახურებათ. ეს გახლავთ უნიტაზისა და რეზერვუარის მთლიანი, ერთიანი, ვიზუალურად ეფექტური კონსტრუქცია, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა, თუ დაზიანდა, მაშინ მისი მოხსნა და გადაგდება მოგიწევთ.

კომპაქტის შეკეთება კი შესაძლებელია, რადგან ერთი შეხედვით, მონობლოკის უნიტაზს ჰგავს, მაგრამ დაზიანების შემთხვევაში მისი ავზის მოხსნა მარტივად შეიძლება; თანაც, სახელწოდებიდან გამომდინარე, კომპაქტურია, რაც მოსახერხებელია პატარა სივრცეში.

უნიტაზის კიდევ ერთი სახეობაა ბიდე, რომელიც ჰიგიენური პროცედურებისთვისაა განკუთვნილი მასზე დამონტაჟებული ონკანის საშუალებით. როგორც წესი, ბიდე უნიტაზის სიახლოვესაა განთავსებული.

პისუარი - რომელსაც არაერთ საჯარო დაწესებულებაში შეხვდებით და მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი.

ჩარეცხვის სისტემა

უნიტაზების ფასი განისაზღვრება იმის მიხედვითაც, როგორი ჩასარეცხი სისტემა აქვს. ის შეიძლება იყოს:

  • უკანა;
  • წრიული.

პირველ შემთხვევაში ავზიდან წყალი უნიტაზში უკანა მხრიდან ჩაედინება და ყველაზე დაბინძურებულ ადგილს დიდ ჭავლით რეცხავს, თუმცა მისი მინუსი ისაა, რომ სხვა მონაკვეთებს ვერ უმკლავდება და შესაბამისად, დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდებათ ჯაგრისის გამოყენებით, რომ უნიტაზის იდეალური სისუფთავე შეინარჩუნოთ.

ისეთის დადგმა, რომელსაც წრიული რეცხვის სისტემა აქვს, უფრო სასურველია, რადგან ასე მთელი შიგთავსის იდეალურ სისუფთავეს უზრუნველყოფთ, მათ შორის, ჯაგრისისთვის მიუწვდომელი მონაკვეთების.

თუ ხელოსანი დაგჭირდეთ, გთავაზობთ ჩვენს ეფექტურ მომსახურებას, რომელიც კვალიფიციური და კეთილსინდისიერი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. მონტაჟი, გამოცვლა-შეკეთება - ნებისმიერი პრობლემის დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და არც კონსულტაციაზე დაგზარდებით.

Keywords: unitazis montaji

სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » უნიტაზის მონტაჟი
სამწუხაროდ არა.
დაგვირეკეთ ამ სტატიაში მითითებულ საკონტაქტო მობილურის ნომერზე და დაელაპარაკეთ უშუალოდ ხელოსანს, მასთან შეათანხმეთ თქვენთან ვიზიტის დრო და მომსახურების ფასი.
დიახ, დაგვიკავშირდით.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)