ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
22-12-2022 2 821 0

რას მივაქციოთ ყურადღება უნიტაზის შეძენისას

თუ ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟი გადაწყვიტეთ, ამით თქვენს სააბაზანოში არა მარტო სივრცეს დაზოგავთ, არამედ დიზაინის თვალსაზრისითაც ელეგანტურ შტრიხებს შეიტანთ მასში.

უპირატესობები

ნახსენები მოდელები დღეს სულ უფრო მეტი მომხმარებლის არჩევანია. მსგავსი სანტექნიკური საგანი სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ გაჩნდა და თუ თავდაპირველად მხოლოდ საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ვხვდებოდით, დღეს ტრადიციული ფეხიანი უნიტაზები ეფექტურად ჩაანაცვლა ბინებში.

მაინც რითი განსხვავდება და რა უპირატესობები აქვს სტანდარტულ უნიტაზებთან შედარებით?

  • მისი ინსტალაციისას კომუნიკაციები ეფექტურად ინიღბება და თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება;
  • მისი სიმაღლის საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვრაა შესაძლებელი, ანუ დააყენებ იმ სიმაღლეზე, როგორზეც გსურს;
  • სისუფთავის შესანარჩუნებლად არ გიწევს ზედმეტი ძალისხმევა, რათა ძნელად მისადგომი ადგილები გამოასუფთაო;
  • სივრცეს მეტად მოცულობითს ხდის.

როგორ ავარჩიოთ მოდელი

გირჩევთ, მცოდნე პიროვნება დაიხმაროთ არა მარტო ინსტალაციისას, არამედ კონსულტაციისთვისაც. მათ ყველაზე კარგად იციან, რომელი ფირმისა თუ როგორი ხარისხის უნიტაზებია გამძლე და ხარისხიანი, კონკრეტულად თქვენი საპირფარეშოსთვის რომელი მათგანია მოსახერხებელი და ა.შ.

მომხმარებელთა უმეტესობა შეძენისას უნიტაზის ფასსა და ვიზუალურ პარამეტრებს აქცევს პირველ რიგში ყურადღებას. არადა, უფრო მნიშვნელოვანია ხარისხი. რასაკვირველია, ფაიფურისგან დამზადებული უნიტაზები საუკეთესოა. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, როგორი ზედაპირი აქვს. უმჯობესია, გლუვზედაპირიანი აირჩიოთ, რადგან მასში ნაკლებად ჯდება ჭუჭყი, განსხვავებით ფოროვანი ზედაპირისგან.

სამუშაო რამდენიმე ეტაპს საჭიროებს. პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ წყლის სისტემა გამართულად მუშაობს, რათა შემდეგში მთელი კონსტრუქციის დაშლა არ მოგიწიოთ.

გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორი კედელია კონკრეტულ ადგილას. თუ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია გაქვთ, დაივიწყეთ მსგავსი უნიტაზი და ტრადიციული, იატაკზე დასადგმელი მოდელი შეიძინეთ.

კარკასი - ეს გახლავთ მაღალი ხარისხის ლითონის პროფილებისგან აწყობილი კონსტრუქცია, რაზედაც მაგრდება დეკორატიული კედელი და უნიტაზი.

წყლის რეზერვუარის მიერთება წყლის სისტემასთან და შემდეგ ფსევდოკედელზე ჩასარეცხი ღილაკების პანელის განთავსება.

რა სიმაღლეზე იქნება უნიტაზი, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ ოჯახში ტანდაბალი ადამიანები ან მცირეწლოვნები ჭარბობენ, რასაკვირველია, შედარებით დაბლა სჯობს მისი განთავსება. ისე კი, სტანდარტული სიმაღლე იატაკიდან 40-50 სანტიმეტრია.

მისი აწყობა სასურველია ერთი ფირმის წარმოების დეტალებით. ზოგი კომპლექტი ყველა ატრიბუტს როდი შეიცავს და გვიწევს შესაფერისი ზომების დეტალების ძებნა. უნივერსალური კომპლექტის შეძენისას კი, მართალია, შესაძლოა შედარებით ძვირის გადახდა მოგიწიოთ, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა დეტალი იდეალურად მორგებული იქნება ერთმანეთთან.

გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ არმატურას. უპირატესია ლითონის დეტალებიანი და არა პლასტმასის, რომელიც მართალია, იაფია, მაგრამ მისი აწყობაც რთულია და ნაკლებსაიმედოცაა - მალე გამოვა მწყობრიდან.

კვალიფიციური ოსტატის მიერ კარგად დამონტაჟებული მოწყობილობა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა, მაგრამ შეიძლება გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, განსაკუთრებით, წყლის ავზის მოშლამ, პრობლემები შექმნას. დასაკიდი უნიტაზების მინუსიც ისაა, რომ დაზიანების შემთხვევაში დეკორატიული კედლის დემონტაჟის აუცილებლობა დგება. თუმცა, თუ დროულად და სწორად დაადგენთ მიზეზს, შესაძლოა მარტივადაც დააღწიოთ თავი პრობლემას.

თუ აღნიშნული სისტემის პროფესიონალი დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ნომერზე. ჩვენ ოპერატიულად მოგაკითხავთ მითითებულ მისამართზე და ზუსტი დიაგნოსტიკის შემდეგ პროფესიონალურად მოგიგვარებთ სანტექნიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

Keywords: chasashenebeli unitazis montaji


სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟი
თბილისში ვართ.
დაურეკეთ პირდაპირ ხელოსანს და შეუთანხმეთ ყველა წვრილმანი, საკონტაქტო ნომერი ამ სტატიაშია მითითებული.
რათქმაუნდა, დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)