ჩაშენებული უნიტაზის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
21-12-2022 1 213 0

ინსტალაცია და პლუს-მინუსები

ჩაშენებული უნიტაზის მონტაჟი საუკეთესო საშუალებაა მინიმალური სივრცის მქონე ტუალეტებში სანტექნიკური მოწყობილობების კომპაქტურად განსათავსებლად.მსგავსი უნიტაზი, რომელიც კედელზე მაგრდება, მართლაც ერგონომიული და ფუნქციონალურია.

თუმცა არამარტო ამ თვალსაზრისით ირჩევს დღეს მომხმარებლების უმეტესობა ამ სახეობის უნიტაზებს - ის ვიზუალურადაც უფრო ეფექტურია.

გარდა ამისა, მოსავლელადაც უფრო მოსახერხებელია, ვინაიდან მის ქვეშ არსებული სივრცის დასუფთავება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. იატაკზე დასამონტაჟებელი უნიტაზისგან განსხვავებით, არც მისი მუხლის ხეხვა მოგვიწევს, რადგანაც კედლის უნიტაზის კომუნიკაციები ფილების მიღმაა ჩაშენებული.

მსგავსი სანტექნიკური ნივთი წარმოადგენს:

  • ე.წ. თასს;
  • საინსტალაციო სისტემას;
  • ჩასარეცხ ღილაკებს.

თავად თასი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს როგორც ფორმით, ისე ფერით. სააბაზანო-ტუალეტის დიზაინის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ მრგვალი, ოვალური ან ოთხკუთხედი ფორმის; დიდი და პატარა; ღრმა, ვიწრო და ფართო და ა.შ.

მისი აწყობა ხდება ბლოკის ან ჩარჩოსებური მეთოდით. ბლოკის ტიპის კონსტრუქცია აუცილებლად მყარ, კაპიტალურად გაკეთებულ ნიშაში ხდება, რომელსაც შემდეგ დეკორატიული კედლით ნიღბავენ; ჩარჩოსებური კი მყარი ლითონის კარკასი გახლავთ, რომელზეც მთელი სანტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟება ხდება.

რაც შეეხება ჩასარეცხ სისტემას, შესაძლებელია ავზის ჩამონტაჟება კონსტრუქციის მიღმა ან მხოლოდ მილებით დაკმაყოფილება.

პლუსები

ფიქრობთ, მისი დაყენება არასაიმედოა? ცდებით. მის მყარად დასაფიქსირებლად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციალურ ინსტალაციას მიმართავენ. თავად უნიტაზი დაახლოებით 10-25 კილოგრამს იწონის, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მომხმარებლის წონაც, ამიტომ მას მყარი საყრდენი სჭირდება. ამ ფუნქციას კი მეტალის პროფილების კონსტრუქცია ასრულებს.

მოკლედ, მისი დამონტაჟება ამ მიზეზების გამოა მოთხოვნადი:

  1. სივრცის ეკონომიას ახდენს, ყველა კომუნიკაცია ფსევდოკედლის მიღმაა;
  2. სისუფთავის შენარჩუნება ადვილია;
  3. წყლის მასიური ავზი თვალში არ გვხვდება;
  4. ეფექტური ჩასარეცხი სისტემა გააჩნია;
  5. ფსევდოკედელი, რომლის მიღმაც კომუნიკაციებია, შეგიძლიათ თაროებად გამოიყენოთ.

მინუსი

მსგავსი უნიტაზების მინუსი ისაა, რომ ვინაიდან კომუნიკაციები დეკორატიული კედლის მიღმაა შემალული, მილების დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ვერ შენიშნოთ პრობლემა და ქვედა მეზობლის სამართლიანი საყვედურები დაიმსახუროთ წყლის ჟონვის გამო; ან თქვენ თავად შეგექმნათ დისკომფორტი გაუმართავი სისტემის წყალობით. შესაბამისად, მთელი კონსტრუქციის დემონტაჟი შეიძლება გახდეს აუცილებელი.

ამიტომ ხელოსანი უნდა დაიხმაროთ აუცილებლად მისი მონტაჟისას, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რათა იდეალურად შეასრულოს სამუშაო და თქვენი საკმაოდ ძვირად ღირებული სანტექნიკური მოწყობილობა მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან.

მასალა

დღეს ბაზარზე, ძირითადად, ფაიფურისა და ფაიანის მასალისგან დამზადებული უნიტაზებია. რასაკვირველია, გაცილებით მაღალხარისხიანია ფაიფურის უნიტაზები, თუმცა, შესაბამისად, უფრო ძვირიცაა.

არსებობს ასევე ნატურალური ქვის, შუშის, მოოქროვილი ექსკლუზიური მოდელებიც.

რემონტი

თუმცა, რაც უნდა ხარისხიანი მასალის იყოს მოწყობილობა და უნაკლოდ დამონტაჟებული, დროთა განმავლობაში შეიძლება გატყდეს ან მწყობრიდან გამოვიდეს.

მისი შეკეთება უმეტესად მაშინ ხდება საჭირო, როცა:

  • წყლის ავზის მთლიანობაა დარღვეული;
  • უნიტაზში საჭიროზე მეტი წყალი ჩაედინება ან მუდმივად ჩაედინება;
  • ავზი არ ივსება ან ხანგრძლივი დრო სჭირდება ასავსებად;
  • უხარისხო ლითონის კარკასის გამო დეფორმირებულია კონსტრუქცია;
  • ჩასარეცხი ღილაკები მოშლილია.

ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, მთავარია, დროულად და სწორად მოხდეს მისი დიაგნოსტირება.

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენი პროფესიონალი სპეციალისტები ყველა პრობლემას უმალ მოგიგვარებენ.

Keywords: chashenebuli unitazis montaji

სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » ჩაშენებული უნიტაზის მონტაჟი
ჩაშენებულ უნიტაზს აქვს მიმდინარე სერვისისთვის განკუთვნილი სივრცე, საიდანაც ხდება მისი გარემონტება. თუ რაიმე სერიოზული დაზიანება არაა კაფელის მოხსნა არ მოგიწევთ.
დაგვიკავშირდით ამ სტატიაში მითითებულ ნომერზე.
დიახ, ჩვენ ვმუშაობთ კვირაში 7 დღე.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)