კრანის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
12-12-2022 1 003 0

წყლის მოწყობილობის ნაირსახეობები

კრანის მონტაჟი რთული არ არის მამაკაცებისთვის, რომლებსაც ეხერხებათ ელემენტარული სანტექნიკური სამუშაოების შესრულება საკუთარ საცხოვრებელში, მაგრამ რთული ამოცანაა ქალბატონებისთვის, რომლებიც სახლში მარტო ცხოვრობენ და ასევე მათთვის, ვისაც სამსახურის გამო დრო არ რჩება მსგავსი საქმიანობისთვის.

ჩვენი პროფესიონალი თანამშრომელი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა, მსგავსი პრობლემის დროს დაუყოვნებლივ გაჩნდება თქვენთან. ის ასევე რეკომენდაციას გაგიწევთ, თუ როგორი ფორმის და ხარისხის ატრიბუტი სჯობს შეიძინოთ თქვენი სააბაზანოსთვის თუ სამზარეულოსთვის.

როგორ შევარჩიოთ მოწყობილობა

დღეს ბაზარზე იმდენად ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომ რთულია მათგან რომელიმეს უპირატესობა მიანიჭო. თუმცა გვიწევს მათი შერჩევა ფასის, ხარისხის, დანიშნულების მიხედვით.

ფორმისა და მექანიზმის მიხედვით კრანები შეიძლება იყოს:

  • ვენტილიანი;
  • ერთბერკეტიანი;
  • თერმოსტატული;
  • სენსორული.

ვენტილიანი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება იყოს ერთ ან ორსახელურიანი, კლასიკური მოდელების მოყვარულებისთვისაა სასურველი, თუმცა კი სულ უფრო ნაკლებად პოპულარულია.

ერთბერკეტიანი მექანიზმი დღეს უფრო მოთხოვნადია. მოწყობილობა იმართება ერთი სახელურით, რომელიც წყლის ნაკადს ზევით-ქვევით მოძრაობით არეგულირებს, ხოლო ტემპერატურას - მარჯვნივ-მარცხნივ მოძრაობით. გარდა ამისა, თუ სახელურს გარკვეულ მდგომარეობაში დატოვებთ, შემდეგ ჯერზე აღარ მოგიწევთ ტემპერატურის კვლავ რეგულირება. მსგავსი კრანი ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა.

ერთბერკეტიანი შეკეთდება ძალიან მარტივად. ვინაიდან მასში ჩამონტაჟებულია ძალიან საიმედო სამუშაო ელემენტი, ე.წ. კერამიკული კარტრიჯი. ხშირ შემთხვევაში ამ კარტრიჯის შეცვლა სავსებით საკმარისია, რომ მოწყობილობამ ისევ დაუბრკოლებლად იმუშაოს.

თერმოსტატული მექანიზმი მეტ კომფორტს უქმნის მომხმარებელს. ერთ პანელზე განთავსებული ორი სახელურის საშუალებით თქვენ შეძლებთ ტემპერატურისა და წყლის ჭავლის რეგულირებას. მსგავსი მოდელები მოსახერხებელია იმით, რომ თავად იმახსოვრებენ საჭირო ტემპერატურას და აკონტროლებენ მას.

სენსორული მოწყობილობა კი, უმეტესად, სამედიცინო დაწესებულებებში, სარეაბილიტაციო ცენტრებსა და სხვა ისეთ დაწესებულებებში ხდება, სადაც ჰიგიენის წესების მაქსიმალურად დაცვაა მნიშვნელოვანი, თუმცა არც საცხოვრებელ ბინებში

ამბობენ მასზე უარს. ამ მოწყობილობის მართვა კონტაქტის გარეშეა შესაძლებელი - საკმარისია ხელები ონკანის ქვეშ განათავსოთ, რომ წყალი წამოვა, ხელის გამოწევის დროს კი ავტომატურად შეწყდება.

რემონტი

რასაკვირველია, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოდის მწყობრიდან და მით უმეტეს, თუ დაბალხარისხიანი მოწყობილობა გაქვთ, ამას უახლოეს პერიოდში უნდა ელოდოთ. უხარისხო პროდუქცია თითქმის გამორიცხავს მის რემონტს, ყოველ შემთხვევაში, შეკეთება ხანგრძლივვადიან ეფექტს არ იძლევა.

რაც შეეხება ხარისხიან მოწყობილობას, ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ გაცვეთილი რეზინის შუაფენის გამოცვლა და ამით თავიდან აიცილებთ ახალი, არცთუ იაფი კრანის შეძენის აუცილებლობას.

მოწყობილობის გამოცვლა უმჯობესია, პროფესიონალ სპეციალისტს ანდოთ. ეს პროცესი მხოლოდ ძველი მოდელის მოხსნასა და ახლის დაყენებას როდი მოიცავს - საჭიროა წყლის ვენტილის გადაკეტვა, დაყენებისას მთელი რიგი ნიუანსების ზედმიწევნით გათვალისწინება. ამიტომ მოწყობილობამ რომ გამართულად იმუშაოს დიდი ხნის განმავლობაში, გირჩევთ, შესაბამისი სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლოთ.

თუ მისი შეცვლა ან სულაც ახლის შეძენა-გაკეთება გსურთ, მოგვმართეთ ჩვენ და ყველა სამუშაოს გარანტიით შეგისრულებთ. ჩვენთან კვალიფიციური და კეთილსინდისიერი სპეციალისტები მუშაობენ და მისაღებ ფასად და ოპერატიულად მოგემსახურებიან.

Keywords: kranis montaji

სანტექნიკი გამოძახებით
დარეკეთ ამ სტატიაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და პირადად გაესაუბრეთ ხელოსანს.
ზუსტი დროის განსაზღვრა გაგვიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ მისვლის დრო იყოს მაქსიმალურად მოკლე.
გამარჯობათ. დიდი მოცულობის სამუშაოებს ვასრილებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ხოლო წვრილმან სამუშაოებს მხოლოდ თბილისში.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)