ხელსაბანის მონტაჟი

(10)

დაგვიკავშირდით

551682233
03-01-2023 955 0

ხელსაბანის ნაირსახეობები

სააბაზანოში ხელსაბანის მონტაჟი სხვა ყველა მომსახურებასთან ერთად, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ უსწრაფესად და რაც მთავარია, ხარისხიანად ხდება. ჩვენ არა მარტო სამონტაჟო სამუშაოებს შევასრულებთ, არამედ წინასწარ მოგცემთ რჩევებს, როგორი ფორმის თუ ფერის ხელსაბანი მოუხდება თქვენს ინტერიერს, რომელი მასალაა უპირატესი, სად შეიძინოთ ხელსაყრელ ფასად და ა.შ.

თანამედროვე ბაზარზე ხელსაბანების ფართო არჩევანია, როგორი ფორმის, ფერისა და გაბარიტებისას არ შეხვდებით მათ. ხელსაბანები არსებობს:

  • ჩაშენებული;
  • ტუმბაზე დასადგმელი;
  • დაკიდული;
  • კვარცხლბეკიანი;
  • მრავალსექციური.

ჩაშენებული ჩვენთვის ძალიან მარტივი საქმეა. გირჩევთ, ხარისხიანი მასალისა შეიძინოთ როგორც საკუთრივ ნიჟარა, ასევესადგამი, რომლის ზედაპირზეც ხდება მისი ჩამონტაჟება. ასეთი მოდელი ძალიან ერგონომიულია, ეფექტური და ნამდვილად ყველანაირ სააბაზანოს უხდება.

დასადგმელი მოდელები, თუმცა კი შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ ძალიან პრაქტიკული და ესთეტიკურია. მისი განთავსება შეიძლება სააბაზანოს სპეციალური მასალისგან დამზადებულ ტუმბაზე, თაროზე ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ კონსტრუქციაზე. თავად ნიჟარის ფორმა კი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: მრგვალი, ოვალური, კვადრატული.

დაკიდული კრონშტეინების საშუალებით კეთდება. მსგავს მოდელებს, უმეტესად, პატარა სივრცის სააბაზანოში ვურჩევთ მომხმარებლებს - მის ქვეშ სივრცე თავისუფალია და დიასახლისს სხვადასხვა მიზნით შეუძლია გამოიყენოს.

კვარცხლბეკიანი, ანუ ფეხიანი ხელსაბანი კი იატაკზე მაგრდება, რომელიც მთლიანად ფარავს კომუნიკაციებს. ძალიან ელეგანტური და პრაქტიკულია ასეთი მოდელი.

მრავალსექციური  კი ფართო სააბაზანოებს უხდება, იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ოჯახის წევრების სიმრავლით გამოირჩევიან და მსგავსი მოდელი მათ საშუალებას აძლევს, ერთდროულად ორმა ადამიანმა ისარგებლოს. ძირითადად, ჩაშენება გვიწევს სადგამზე ან ასევე ხშირად ირჩევენ დასადგმელ მოდელებს.

კუთხის ხშირად გვხვდება იმ სააბაზანოებში, სადაც ძალიან პატარა სივრცეა და ინტერიერის ყოველი წერტილის სრულად ათვისება დიდ შეღავათს აძლევს მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში ჩასაშენებელ ან დასადგმელ მოდელებს გირჩევთ ყველას, რომლებისთვისაც ეფექტური დიზაინის ტუმბის თუ სხვა სადგამის დამზადებაა შესაძლებელი.

როგორ შევარჩიოთ ხელსაბანი

ჩვენი თანამშრომელი გარდა იმისა, რომ შესაშური ოსტატობით შეასრულებს ნებისმიერ სანტექნიკურ სამუშაოს, სასარგებლო რჩევებსაც არ დაიშურებს თქვენთვის. მაინც რას უნდა მივაქციოთ ხელსაბანის შეძენისას პირველ რიგში ყურადღება?

  1. ნიჟარის მთლიან ზომას და თასის სიღრმეს. ოპტიმალურია 40-70 სმ-ის სიგანისა და 30-60 სმ-ის სიღრმის ნიჟარები, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სააბაზანოს გაბარიტები;
  2. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რაც ნაკლებად ღრმაა თასი, მით მეტად დასველდებით წყლის შხეფებისგან თქვენც და კედელ-იატაკიც;
  3. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ნიჟარის ზედაპირს - მას არ უნდა ჰქონდეს უმნიშვნელო ხარვეზიც კი. ნებისმიერი ძლივს შესამჩნევი ნაკაწრი ნივთის ექსპლუატაციის ვადას მნიშვნელოვნად ამცირებს;
  4. ფერადი ხელსაბანის ყიდვისას, რაც უნდა მიმზიდველად გეჩვენოთ ის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სააბაზანოს დიზაინი - მის დეტალებს ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს მოწონებული ნიჟარის ტონალობა.

მოკლედ, ზემოთ ნახსენები საქმე თუ დაგჭირდეთ, უკვე იცით, ვის მიმართოთ - კვალიფიციური ოსტატები, დროულად გამოცხადება მისამართზე და ასევე დროულად დასრულება სამუშაო პროცესის, გულისხმიერი თანამშრომლობა და მისაღები ფასები - ასე გვახასიათებენ ჩვენი მადლიერი მომხმარებლები!

Keywords: xelsabanis montaji


სანტექნიკი გამოძახებით
MySpec.Ge » სანტექნიკი გამოძახებით » ხელსაბანის მონტაჟი
გამარჯობათ, ვმუშაობთ მხოლოდ თბილისში.
დიახ, დარეკეთ ამ სტატიაში მითითებულ ნომერზე და გამოიძახეთ ხელოსანი.
დაგვიკავშირდით აქ მითითებულ საკონტაქტო მობილურის ნომერზე და პირადად გაესაუბრეთ ხელოსანს.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 1 / შეფასების ისტორია)