აბაზანის სარკის მონტაჟი
დაგვიკავშირდით
551682233კარადა-სარკე თუ სარკე სანათით?
აბაზანის სარკის მონტაჟი ერთ-ერთი ის სერვისია, რომელიც ჩვენი პროფესიონალი სპეციალისტების მიერ სწრაფად და ზედმიწევნით აკურატულად ხდება.
ეს პროცესი სულაც არაა ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან არაერთი ნიუანსის გათვალისწინებას და სამუშაოს ოსტატურად შესრულებას მოითხოვს. ჩვენ გთავაზობთ დახმარებას ნებისმიერი ზომისა და ფორმის სარკეების ჩამოკიდებისას თუ კრეატიული იდეების განხორციელებისას.
როგორ ავარჩიოთ სარკე სააბაზანოსთვის
სარკე არა მარტო სააბაზანოს დიზაინის შესაფერისი უნდა იყოს, არამედ ხარისხიანი - ნესტ და ორთქლგამძლე; გამოსახულება - უდეფექტო; ამასთან, თავიდანვე სწორად უნდა იქნეს განსაზღვრული ადგილი, სადაც მას დაკიდებთ, რათა მოპირკეთებული კედლის გახვრეტა ხელმეორედ არ დაგჭირდეთ და არ დააუშნოოთ გარემონტებული გარემო.
იმისთვის, რომ თქვენს სააბაზანოს ელეგანტური სარკე დიდი ხნის განმავლობაში ამშვენებდეს, რამდენიმე პარამეტრის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ იდეალური მოდელი.
ყურადღება მიაქციეთ ამ მახასიათებლებს:
- სარკის უკანა მხარეზე რაც უფრო სქელი, გლუვი ფენაა დატანებული, მით უფრო ხარისხიანია;
- სარკეში გამოსახულება გაწელილი და გადღაბნილი არ უნდა იყოს;
- უნდა ჰქონდეს ხარისხიანი მასალის საკიდები;
- თუ სანათებიც მოჰყვება თან, ისინი ნესტამძლე მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რამხელა სივრცეა თქვენს სააბაზანოში. თუ პატარა ზომისაა, გირჩევთ, ფუნქციონალური კარადა-სარკე შეარჩიოთ - მის წინ თავის მოწესრიგებასაც შეძლებთ და კარადაში ჰიგიენის ნივთებსაც შეინახავთ.
შესაძლებელია მისი ფიქსაცია საშხაპე კაბინის კარზე - სივრცესაც არ დააპატარავებს და მთლიან გამოსახულებასაც აირეკლავს.
რაც შეეხება სანათიან მოდელებს, დაგვეთანხმებით, ეს დამატებით კომფორტს შეგვიქმნის, რადგან, მაგალითად, წვერის გაპარსვისას ან მაკიაჟის გასაკეთებლად მაქსიმალური განათება გვჭირდება.
სანათიანი მოდელები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს:
- დიოდური განათებით;
- დეკორატიული.
- ასევე განსხვავებულია განათების სისტემაც და გვხვდება:
- სენსორული;
- ჩამრთველ-გამომრთველით;
- როზეტში შესაერთებელი კაბელით;
- დისტანციური.
საქმეში ჩაუხედავ ადამიანს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება, დამოუკიდებლად გაართვას თავი მსგავსი დამატებითი აღჭურვილობის სარკეების მონტაჟს, ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და მცირე დროს მოითხოვს.
როგორ და სად დავკიდოთ
სანამ პროცესის დაწყება მოხდება, ადგილი საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ. უმეტესად, მისი ადგილი ნიჟარის თავზეა, მისგან 50 სმ-ის სიმაღლეზე, თუმცა გასათვალისწინებელია ოჯახის წევრების სიმაღლეც. თუ პატარებიც გყავთ, გირჩევთ მოზრდილ სარკეებს - თქვენთვისაც პრაქტიკული იქნება და ისინიც მარტივად შეძლებენ მასში ჩახედვას.
სარკეების უმეტესობას კომპლექტში მოჰყვება თავისი სამაგრები, თუმცა მისი განთავსება სხვადასხვა გზით ხდება:
- წებოთი;
- დუბელებით;
- ხრახნებით.
მისი ფიქსაცია წებოთი იმ შემთხვევაში ხდება, როცა მომხმარებელს სურს, სარკე კედელზე კაფელივით იყოს გაკრული. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ მეთოდით შედარებით მსუბუქი მოდელები მაგრდება. ეს სააბაზანოს ნამდვილად ელეგანტურს ხდის, მისი ჩამოვარდნის რისკიც არ არსებობს და სივრცის ეკონომიისთვისაც იდეალური ვარიანტია. თუმცა, თუ გაბზარული სარკის გამოცვლა ან სხვა მოდელით შეცვლა მოგინდათ, ზედმეტ ძალისხმევად დაგიჯდებათ.
დაფიქსირება დუბელებით და ხრახნებით უფრო საიმედოა და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლაც სირთულეს არ წარმოადგენს. თუ სააბაზანოში სარკე-კარადის ან უბრალოდ დიდი მოცულობის სარკის განთავსება გსურთ, ჩვენ ოსტატურად შევასრულებთ ამ სამუშაოს. დაგვეთანხმებით, ამ საქმეში მაქსიმალური სიზუსტე მნიშვნელოვანია, რადგან მცირე უზუსტობის შემთხვევაშიც კი მრუდედ დამაგრებული სარკე არცთუ სასიამოვნო სანახავი იქნება, დისკომფორტსაც შეგვიქმნის და კედლის ხელმეორედ გახვრეტა თვალშისაცემი დეფექტის სახეს მიიღებს.
ჩვენი თანამშრომელი ნამდვილად გამოირჩევა კვალიფიკაციით და ნებისმიერი სირთულის დავალებას თავს იდეალურად გაართმევს, წინასწარ გაგიწევთ კონსულტაციას და სასარგებლო რჩევებსაც მოგცემთ. დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე და მიიღეთ ჩვენი ხარისხიანი მომსახურება მისაღებ ფასად!
Keywords: abazanis sarkis montaji