ავეჯი ოფისისთვის
დაგვიკავშირდით
511161622რა ქმნის ეფექტურ სამუშაო გარემოს
ჩვენთან ავეჯი ოფისისთვის შეკვეთით მზადდება იმ მცირე თუ სოლიდური დაწესებულებებისთვის, რომელთა ხელმძღვანელებისთვის ეფექტური სამუშაო გარემო წარმატებული საქმიანობის წინაპირობაა.
მოგეხსენებათ, პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვიზიტორებსა თუ კლიენტებთან მომავალი თანამშრომლობის წარმატებას, ამ შთაბეჭდილებას კი ქმნის როგორც კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, ისე ეფექტური სამუშაო გარემო. მოსახერხებელი და კომფორტული ავეჯი, რომლებიც ხელმძღვანელ-თანამშრომლებისთვისაა გათვალისწინებული, ერთიორად აუმჯობესებს როგორც მათ სამუშაო პირობებს, ისე ნდობით აღავსებს მომხმარებელს.
ავეჯი ხელმძღვანელებისთვის
დაწესებულების ხელმძღვანელის კაბინეტში, გარდა იმისა, რომ უფროსის პერსონალური სამუშაო სივრცეა, იმართება თათბირები, შეხვედრები ინვესტორებთან თუ სხვადასხვა რანგის სტუმრებთან მიუხედავად იმისა, რა სპეციფიკისაა კონკრეტული სამსახური,
უფროსის კაბინეტში აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი ავეჯი:
- სამუშაო მაგიდა;
- სათათბირო მაგიდა;
- რბილი სამეული;
- კარადა საბუთებისთვის თუ სტუმრების გასამასპინძლებელი სასმელებისთვის.
თითოეული მათგანი რესპექტაბელური და კომფორტული უნდა იყოს. იმისდა მიხედვით, რა გაბარიტებისაა ოთახი და რამდენად სოლიდურია დაწესებულება, განისაზღვრება ავეჯის რაოდენობა და ვიზუალი. რა თქმა უნდა, ავეჯის მასალის სახეობებიდან უპირატესი ბუნებრივი ხე და ტყავია, თუმცა მრავალ სოლიდურ დაწესებულებაში მათ წარმატებით ანაცვლებს ემ-დე-ეფისა და ხელოვნური ტყავის მასალა.
თუ დიდი სივრცეა ხელმძღვანელის ოთახში, შესაძლებელია მისი ზონებად დაყოფა:
- სამუშაო;
- სათათბირო;
- დასასვენებელი.
მაგიდა - ეს არის უფროსის კაბინეტის მთავარი ელემენტი. იგი შედარებით დიდი ზომისაა, ვიდრე რიგითი თანამშრომლებისა. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბევრი უჯრა, მათ შორის ისეთები, რომლებიც გასაღებით იკეტება.
როგორც წესი, ხელმძღვანელის მაგიდას წინა მხრიდან მიდგმული აქვს მეორე გრძელი მაგიდა ვიზიტორებისა თუ თანამშრომლებისთვის. ხსენებული მაგიდა სამუშაო სივრცეში უნდა განთავსდეს.
სამუშაო ზონაში დგას საბუთების კარადა ან სტელაჟი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ყოველთვის დალაგებულ-მოწესრიგებული იყოს. როდესაც იქ ქაოსია, ბუნებრივია, მნახველს ეჭვი შეეპარება თქვენი საქმიანობის ეფექტურობაში - როგორ განდობთ თავის კაპიტალს თუ ნებისმერ საქმეს, თუ საკუთარი სამუშაო სივრცის მოწესრიგების უნარი არ გაქვთ?!
სათათბირო მაგიდა გაცილებით დიდი ზომისაა. მისი ფორმა ხელმძღვანელის გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა, თავის მხრივ, მის ვიზუალზე ბევრად იქნება დამოკიდებული მოლაპარაკების ეფექტურობა და ზოგადად, დამოკიდებულება მის გარშემო მსხდომთა შორის.
სათათბირო მაგიდა შეიძლება იყოს:
- მართკუთხა;
- ოვალური.
კლასიკური, მართკუთხა მაგიდა სულ უფრო არაპოპულარული ხდება და ნათლად წარმოაჩენს ოვალური მაგიდის უპირატესობებს - მომრგვალებული მაგიდის გარშემო მსხდომებს შორის იერარქიას თითქმის გამორიცხავს; იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა თანაბარუფლებიანია, ყველას აზრს ყურადღებით ისმენენ და ანგარიშს უწევენ. ეს კი წარმატებული მოლაპარაკების საწინდარია.
დასასვენებელ ზონაში კი რბილი ავეჯი, პატარა ჟურნალების მაგიდა და სასმელების კარადა დგას. აქ შესაძლებელია რთული მოლაპარაკების შემდეგ სტუმრების გამასპინძლება ან უბრალოდ, განტვირთვა. ამ ზონაში განთავსებული ნებისმიერი დეტალი, თუნდაც ოთახის მცენარე ან კედელზე ჩამოკიდებული ნახატი, იქ მყოფზე დამამშვიდებლად უნდა მოქმედებდეს.
ავეჯი მომსახურე პერსონალისთვის
რამდენად შრომისუნარიანი იქნება ესა თუ ის თანამშრომელი, ეს ხელმძღვანელზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერი უფროსი იმთავითვე იზრუნებს, რომ მის თანამშრომლებს კომფორტული სამუშაო სივრცე შეუქმნას. რასაკვირველია, კომფორტულში არ იგულისხმება ძვირად ღირებული ავეჯი, მაგრამ ადამიანი, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს შენ მიერ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს, ნამდვილად საჭიროებს სამუშაო მაგიდას მოსახერხებელი სავარძლითურთ და საბუთებისთვის განკუთვნილ კარადას.
ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ოფისის პროფილი და გაბარიტები. თუ ოფისში თანამშრომლების სიმრავლეა და ერთი დიდი ოთახია მათთვის გამოყოფილი, შესაძლებელია მათი ერთი მთლიანი, ინდივიდუალურად ჩატიხრული მაგიდის გარშემო განთავსება. აი, სავარძლები კი აუცილებლად ხარისხიანი და მეტად კომფორტული უნდა იყოს, რათა ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ხერხემლის პრობლემებმა არ შეაწუხოს ისინი და შესაბამისად, სამუშაო პროცესიც ეფექტურად წარიმართოს.
გჭირდებათ ავეჯი ოფისებისთვის შეკვეთით? მაშინ დაგვიკავშირდით. ჩვენ ნებისმიერი დაწესებულებისთვის ვამზადებთ ხარისხიან პროდუქციას. ამასთანავე, ჩვენ ოფისის ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებითაც შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია და დათქმულ ვადებში მოგიტანოთ სასურველი ავეჯი. შეგვიკვეთეთ ნებისმიერი ზომის, ფორმის მოდელები - ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენს ოფისში ეფექტური სამუშაო გარემოსთვის ყველა წინაპირობა იყოს შექმნილი.
Keywords: aveji ofisistvis
ავეჯის დამზადება