საწოლის დამზადება
დაგვიკავშირდით
511161622დაისვენეთ და გამოიძინეთ სრულფასოვნად!
თუ საწოლის დამზადება შეკვეთით გსურთ, უპირველესად, სანდო მწარმოებელი უნდა მოიძიოთ, რადგან საწოლი არის ავეჯი, რომელშიც დღის დაახლოებით მესამედს ვატარებთ და შესაბამისად, გამძლეობით უნდა გამოირჩეოდეს. ამასთან, ის არის პასუხისმგებელი, რომ რთული დღის შემდეგ სრულფასოვნად დავისვენოთ და გამოვიძინოთ და ამიტომ მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს.
მზა ნაწარმის შეძენა ავეჯის სახლებში პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, მისი გამოწერაცაა შესაძლებელი ინტერნეტმაღაზიების საშუალებით, თუმცა, თუ ცნობილი ბრენდის არაა პროდუქცია, რაც ბუნებრივია, საკმაოდ ძვირია, დიდია რისკი, რომ უხარისხო ავეჯი შეგრჩეთ ხელში, რომელიც ძალიან მალე გამოვა მწყობრიდან.
რატომაა ავეჯის სახლებში გამოფენილი პროდუქცია უმეტესად უხარისხო?
მართალია, შეკვეთის პროცედურა გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, რადგან საჭიროა:
- კეთილსინდისიერი ხელოსნის მოძიება;
- შესაფერისი მასალის არჩევა და მისი საამქროში დაჭრა;
- გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე სპეციალისტის ლოდინი ავეჯის ასაწყობად;
- შესაბამისი ზომის მატრასის შეძენა;
- შედარებით მეტი თანხის გადახდა, ვიდრე მზა პროდუქციის ყიდვის შემთხვევაში.
მაგრამ სამაგიეროდ, თქვენ იღებთ კომფორტულ და საოცნებო საწოლს, რომელიც შეხედვისთანავე მოქმედებს დამამშვიდებლად თქვენზე, დეტალები უნაკლოდაა აწყობილი და შესაბამისად, ხანგრძლივი ვადით ექსპლუატაციის გარანტია.
შეკვეთა რატომაა უფრო მომგებიანი?
მოდი, განვიხილოთ დეტალურად:
- სურვილისამებრ შეგვიძლია მისი პარამეტრების განსაზღვრა;
- მასალისა და ფერის ფართო არჩევანი გვაქვს;
- მოდელის შერჩევა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შეგვიძლია;
- მისის შექმნა ხელოსნის მიერ ჩვენ თვალწინ ხდება და ის პასუხს აგებს ნაკეთობის ხარისხზე.
როგორ შევარჩიოთ
საწოლი უნდა შეეფერებოდეს, პირველ რიგში, თქვენს პარამეტრებს: სიმაღლეს, წონას, რათა კომფორტულად გამოიძინოთ მასში. ჩვეულებრივ, საწოლების ზომის სტანდარტი სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული აქვს. ჩვენთან, ძირითადად, ევროპული სტანდარტით ხელმძღვანელობენ მწარმოებლები.
ევროპული სტანდარტით, საწოლის სიგრძე არის 190-200 სმ, თუმცა მასში ინდივიდუალურად შეგიძლიათ კორექტივების შეტანა, ამისათვის კი უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თქვენს სიმაღლეს დაუმატეთ 25-30 სმ. ზედმეტი სანტიმეტრები საჭიროა იმისთვის, რომ კომფორტულად მოთავსდეთ.
რაც შეეხება სიგანეს, იმავე ევროპული სტანდარტით, ის გახლავთ - 90 სმ (ერთსაწოლიანი), 120-160 სმ (საწოლნახევრიანი), 135-180 (ორსაწოლიანი), თუმცა აქაც სურვილისამებრ შეგიძლიათ მისი განსაზღვრა და ზუსტად გამოთვლა, როგორში იგრძნობთ თავს მოხერხებულად: გადაზომეთ მანძილი მოხრილ იდაყვებს შორის (ხელები მწოლიარე მდგომარეობაში, მუცელზე გადაიჯვარედინეთ) და ორსაწოლიანის შემთხვევაში დაუმატეთ 15 სმ, რომელიც წყვილს შორის თავისუფალი სივრცისთვისაა საჭირო.
ერთსაწოლიანი, ძირითადად, ბავშვებისა და მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.
საწოლნახევრიანი მათთვისაა მოსახერხებელი, ვისაც გემრიელად გაშოტვა უყვარს ძილის დროს და თუ ოთახში სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, გირჩევთ, არჩევანი მასზე გააკეთოთ; ასევე - იმ წყვილებისთვის, რომლებსაც ოთახში სივრცის დეფიციტი აქვთ - გარკვეულწილად მომგებიანიცაა, რადგან ერთმანეთისგან შორს ღამითაც არ იქნებიან.
გაითვალისწინეთ, დიდი ზომის საწოლი არ ღირს პატარა ოთახში, რათა არ გადაიტვირთოს სივრცე და მეტი ადგილი დარჩეს გადაადგილებისთვის.
სტილი
საწოლის დიზაინი ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს ინტერიერის საერთო სტილს, დანარჩენ ავეჯს, კედლებისა თუ ფარდების ფერს. ამის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სტილის საწოლებს:
- კლასიკური;
- საწოლი-პოდიუმი;
- სათავსოთი;
- ორიარუსიანი;
- საწოლი-ტრანსფორმერი.
კლასიკური საწოლი ყველა დროში იყო პოპულარული. ეს გახლავთ ფეხებზე შემდგარი კონსტრუქცია. უწინ მას ძვირფასი ხის მასალისგან ამზადებდნენ და ასევე გამოირჩეოდა შთამბეჭდავი საზურგით. ამ მხრივ, სამეფო საწოლები მართლა ძალიან დახვეწილი და ეფექტურია.
საწოლი-პოდიუმი უფრო კრეატიული ადამიანების არჩევანია და ამასთან, ერთი დიდი პლუსი აქვს - ვინაიდან ფეხები არ გააჩნია და პირდაპირ იატაკზეა განთავსებული, მის ქვეშ მტვერი არ გროვდება.
საწოლი სათავსოთი ძალიან მოსახერხებელი და პოპულარულია თანამედროვე ინტერიერში, რადგან მასში შეგვიძლია მოვათავსოთ ზამთრის საბანი თუ ტანსაცმელი.
ორიარუსიან საწოლებს ის ოჯახები ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ორი ან მეტი ბავშვი იზრდება და სივრცის დეფიციტია. თუმცა, ინდივიდუალური ოთახის მოსაწყობადაც ხშირად ირჩევენ მშობლები - ქვემოთ საწოლი, ზემოთ კი - უბრალოდ დასასვენებელი ან სათამაშო-სამკითხველო სივრცე.
საწოლი-ტრანსფორმერი იდეალური მიგნებაა ძალიან შეზღუდულ სივრცეში - საჭიროების შემთხვევაში მასზე დაძინებას შეძლებთ, სხვა დროს კი ან სავარძლად გადაიქცევა, ან უბრალოდ, დაკეცილ მდგომარეობაში კუთხეში მიდგამთ.
საწოლის ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, რა მასალითა და სირთულის მიხედვითაა დამზადებული. დაგვეთანხმებით, სჯობს საიმედო და პროფესიონალ სპეციალისტს დაამზადებინოთ და ძვირი გადაიხადოთ, ვიდრე ფულის ეკონომია გააკეთოთ და ბიუჯეტურ ფასად შეიძინოთ საეჭვო ხარისხის ავეჯი.
თუმცა ოსტატი რომელსაც ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, პროფესიონალიზმითაც გამოირჩევა და მისაღები ფასებითაც. შეგიძლიათ თამამად გაუმხილოთ თქვენი მოთხოვნები, ნებისმიერ სურვილს რეალობად გიქცევთ და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციასაც გაგიწევთ. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია თქვენი საძინებელი კომფორტის ზონად ვაქციოთ!
Keywords: sawolis damzadeba