კამოდი შეკვეთით

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
05-11-2022 687 0

კომპაქტური ავეჯი მრავალფუნქციური დანიშნულებით

ჩვენთან კამოდი შეკვეთით მზადდება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც ავეჯის ამ სახეობის არა მხოლოდ ფუნქციონალური დატვირთვა, არამედ ვიზუალური მხარეა მნიშვნელოვანი. მართლაც, ეს უჯრებიანი სათავსო, თუ ეფექტური შტრიხები გააჩნია, ინტერიერში ერთგვარ დეკორაციადაც შეიძლება იქცეს.

კამოდი, კარადებისგან განსხვავებით, კომპაქტურობით გამოირჩევა და ამიტომაც არ არსებობს საცხოვრებელი, სადაც თუნდაც ერთ ოთახში მაინც არ დგას იგი, თუმცა კი, მისი განთავსება ნებისმიერ ოთახშია მოსახერხებელი:

  • შემოსასვლელში;
  • მისაღებში;
  • საძინებელში;
  • საბავშვო ოთახში.

მისი გამოყენება სააბაზანოშიც კი შეგიძლიათ, ოღონდ ამ შემთხვევაში ნესტგამძლე მასალა უნდა შეარჩიოთ. ამგვარად თქვენ გექნებათ ამ ოთახში პირსახოცებისა და ჰიგიენური საშუალებების შესანახი ძალიან ტევადი და მეტად საჭირო სათავსო.

სხვადასხვა ოთახში

თქვენ წარმოიდგინეთ, კამოდი უნივერსალური, მრავალფუნქციური ავეჯიც შეიძლება იყოს, ვინაიდან ნივთების განსათავსებლად ვიყენებთ არა მარტო უჯრებს, არამედ მის ზედაპირსაც. მაგალითად, საძინებელში კამოდზე თუ მოზრდილ სარკეს დაამონტაჟებთ, იგი ერთდროულად შეითავსებს სათავსოსა და ტუალეტის მაგიდის ფუნქციას.

მისი მოხმარება მისაღებშიც შეგიძლიათ სტელაჟის დამატებით - ქვედა ნაწილში იქნება უჯრებიანი სათავსო სხვადასხვა ნივთისთვის, ზემოთა (შესაძლებელია გვერდებზეც), თაროებიანი ნაწილი კი დეკორატიული ნივთებისა თუ წიგნებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ძალიან ეფექტურია კამოდი ვიტრაჟებიანი დანამატებით. მსგავსი კონსტრუქციის ავეჯი, ერთი შეხედვით, სერვანტს ჰგავს და ძალიან შთამბეჭდავია - შუაში უჯრებიანი განყოფილება, გვერდებზე კი შუშებიანი, რომელთა მიღმაც დეკორატიული, ძვირფასი ჭურჭელია.

ახალბედა დედებისთვის ძალიან მოსახერხებელია კამოდი ჩვილის დასაწვენი დაფით, რომელიც გამოიყენება ბავშვისთვის საფენის თუ ტანსაცმლის გამოსაცვლელად.

ზომები

თუ გადაწყვიტეთ, წინასწარ განსაზღვრეთ ადგილი, სადაც აპირებთ მის დადგმას, ჩაინიშნეთ მისი სავარაუდო პარამეტრები და დამოუკიდებლად ან კვალიფიციური სპეციალისტის დახმარებით შეადგინეთ მისი ესკიზი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ ის. თუ, მაგალითად, საბავშვო ოთახისთვის პატარა ზომის კამოდი სავსებით საკმარისი იქნება, თეთრეულისთვის უფრო დიდი ზომის დაგჭირდებათ.

მართალია, ეს ავეჯი კომპაქტურობით გამოირჩევა, მაგრამ ის არ უნდა იყოს პატარა სივრცეში უშნოდ გაჩხერილი. ამის გამოსწორება ძალიან მარტივია. მოგეხსენებათ, კლასიკური კამოდის პარამეტრები 100/130/50-ია (სიმაღლე/სიგანე/სიგრძე), მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სიგანის კომპენსირება სიმაღლითაა შესაძლებელი: 130/160/50.

თუმცა ზომების მხრივ სტანდარტი არ არსებობს და მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერი პარამეტრების მქონე კამოდი შეუკვეთოთ ხელოსანს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიწრო, ე.წ. პენალი-კამოდი, ერთ რიგად ჩამწკრივებული უჯრებით.

ფორმა

რაც შეეხება ფორმებს, კამოდი, ძირითადად, არის:

  1. მართკუთხედი;
  2. კუთხის;
  3. რადიუსული.

თუ ინტერიერში სივრცე საშუალებას არ გაძლევთ, რომ სტანდარტული, მართკუთხედი ფორმის კამოდი განათავსოთ, საუკეთესო გამოსავალია კუთხის ავეჯი. ეს საშუალებას მოგცემთ, ყოველი სანტიმეტრი მაქსიმალურად აითვისოთ და დიზაინერული თვალსაზრისითაც მომგებიანია.

რადიუსულის შექმნა კი, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან ეფექტურია, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ, ორმაგად მომგებიანია, ვინაიდან წამახული კუთხეების არქონა თავიდან ააცილებს საფრთხეს მათ მოუსვენარ შვილებს.

მოკლედ, ოსტატი რომელიც ჩვენთან პროფესიონალიზმით გამოირჩევა, სხვადასხვანაირი კონფიგურაციის, ფერისა და ზომის ავეჯს დაგიმზადებთ. თუ თავად ვერ გადაწყვეტთ, როგორი მოდელი იქნება შესაფერისი თქვენი ინტერიერისთვის, ამაშიც კვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევთ და ყველა ნიუანსის გათვალისწინებით შევქმნით სპეციალურად თქვენთვის კამოდის ესკიზს. გვერწმუნეთ, ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო არავის რჩება.

Keywords: kamodi shekvetit

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » კამოდი შეკვეთით
გვიკავშირდებით კატეგორიაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და ათანხმებთ ხელოსანთან თქვენთან ვიზიტის დროს და ადგილს.
რათქმაუნდა
სამწუხაროდ შეკეთების სერვისი ჩვენ არ გვაქვს.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)