შემოსასვლელის ავეჯი

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
25-10-2022 1 975 0

შთაბეჭდილება ზღურბლიდანვე

სასურველია, შემოსასვლელის ავეჯი შეკვეთით დაამზადოთ, რადგან სხვადასხვა კორპუსს განსხვავებული ზომისა და ფორმის ოთახები აქვს და მზა პროდუქცია, რაც უნდა მაღალი ხარისხის მასალის და საუცხოო დიზაინის იყოს, უმეტეს შემთხვევაში შეეუსაბამოა ამა თუ იმ ინტერიერისთვის. გარდა ამისა, ასე თქვენ შეძლებთ თავი მოიწონოთ ორიგინალური, სხვათაგან გამორჩეული ავეჯით.

როგორ აფორმებდნენ უწინ შემოსასვლელს?

ის, რასაც ჯერ კიდევ ძველად შემოსასვლელ ოთახებს უწოდებდნენ, ძნელია, აღიქვა კორიდორად. ეს იყო ვრცელი დარბაზი, სადაც სტუმრებს აცდევინებდნენ მეფესა თუ დიდგვაროვნებთან შეხვედრამდე. დარბაზი შთამბეჭდავად იყო მორთული, მაგალითად, მარმარილოს სვეტებით, ძვირფასი ხალიჩებითა და სურათებით, სარკეებით, მაგიდა-სავარძლებით

თანამედროვე ინტერიერებში კი მისი დანიშნულება მხოლოდ საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის გარე სამყაროსგან იზოლირებაა და ასევე, შემოსული ადამიანის გათავისუფლება საგარეო სამოსისგან.

ამიტომ მისის აწყობა, უმეტესად, ხდება მხოლოდ აუცილებელი, ფუნქციონალური და არა დეკორატიული ნივთებით.

როგორი ავეჯი გვჭირდება ამ ოთახში?

მნიშვნელობა არა აქვს, რამხელაა თქვენი შემოსასვლელი, ასანთის კოლოფის ზომის თუ მოცულობითი, ნებისმიერ შემთხვევაშია საჭირო იქ შემდეგი სახის ავეჯი.

მაგალითად:

  • კარადა ქურთუკებისთვის;
  • ტუმბა ფეხსაცმელებისთვის;
  • პუფი;
  • სარკე (კარადაზე ან ცალკე, კედელზე).

სახლში ეს არის ზონა, სადაც ავეჯის თითოეული სახეობა ფუნქციონალური უნდა იყოს, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში ეს ოთახი მცირე მოცულობისაა და შესაბამისად, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დიზაინერულ ექსპერიმენტებს მივმართოთ. თუმცა ვიზუალური ეფექტებით ნამდვილად შეგვიძლია გავამდიდროთ ეს მცირეოდენი ავეჯიც კი.

თუ ფანტაზიას და გემოვნებას არ უჩივით, შეგიძლიათ გადაზომოთ კედლები და თავად შექმნათ ინტერიერის დიზაინი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები გაგიწევენ რეკომენდაციას და თქვენი სურვილების გათვალისწინებით შექმნიან ესკიზს.

სივრცე მაქსიმალურად აითვისეთ

როგორ შევარჩიოთ ავეჯი ისე, რომ პრაქტიკულიც იყოს და ელეგანტურიც?

  1. რაც შეიძლება რაციონალურად აითვისეთ ყველა კუთხე-კუნჭული;
  2. შემოსასვლელის თუნდაც მწირი ავეჯის დიზაინი პირველ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენზე სტუმარს და ამიტომ ის ელეგანტური უნდა იყოს.

თუ მისი დამზადებავპატარა სივრცისთვის გიწევთ, გირჩევთ ვიზუალური ეფექტის ხრიკები გამოიყენოთ. მაგალითად, თუ ვიწრო ოთახი გაქვთ, ღია ფერის ავეჯი განათავსეთ, რომელიც ისედაც ბნელ ოთახს კიდევ უფრო არ ჩაამუქებს. თუმცა, თუ მაინც მუქი ფერის ავეჯს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ კომპენსირებას თეთრი ჭერით და ღია ფერის შპალერით, ასევე, წერტილოვანი განათებით შეძლებთ.

ვიწრო შემოსასვლელებში სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად უმჯობესია ჭერამდე სიმაღლის კარადა. ამ შემთხვევაში უპრიანია კარადა-კუპე, ანუ გასაწევკარიანი კარადა, რომელიც კომპაქტურობით გამოირჩევა და არ საჭიროებს დამატებით სივრცეს კარების თუ უჯრების გამოსაღებად.

მარჯვე ხელოსანი ერთ კარადაშივე შეძლებს როგორც ქურთუკებისთვის საკიდების, ასევე ფეხსაცმელების განყოფილების განთავსებას. ხოლო თუ ოთახის გაბარიტები ამის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ ცალკე ტუმბა დაამზადებინოთ მრავალდონიანი თაროებით, სადაც ნებისმიერი სეზონისთვის საჭირო ფეხსაცმელს მოათავსებთ.

სტილი

ავეჯი შემოსასვლელში იმის მიხედვითაც შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას. როგორც იცით, ავეჯის დიზაინში არსებობს შემდეგი სტილი:

  • კლასიკური;
  • მოდერნისტული;
  • მინიმალისტური;
  • პროვანსული.

კლასიკური გახლავთ თეთრი ან სპილოსძვლისფერი ავეჯი, რომელიც გამდიდრებულია ოქროსფერი დეტალებით. ასეთ შემოსასვლელებს ამშვენებს დიდი ზომის სარკე, ქურთუკების კარადა, დეკორატიული ვიწრო მაგიდა პარფიუმისთვის და ასევე, დეკორატიული სკამ-სავარძელი.

მოდერნისტული ავეჯი მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა და მისი ერთ-ერთი დანიშნულება ვიზუალური ეფექტის მოხდენაა, ვინაიდან დეკორატიულ-მხატვრულ ელემენტებითაა გაფორმებული.

მინიმალისტური სტილის მიზანი ავეჯის რაც შეიძლება პატარა სივრცეში განთავსებაა. შეიძლება ითქვას, ერთი კარადა, მასზე განთავსებული სარკით, ითავსებს ამ ოთახისთვის დაწესებულ ყველა ფუნქციას.

პროვანსული კი სიძველეების მოყვარულების საყვარელი სტილია. ასეთებს ბებია-ბაბუის ნაქონი ავეჯი, განსაკუთრებით, ქურთუკებისა თუ ქუდების ძველებური საკიდი-სადგამები ხიბლავთ და თამამად აფორმებენ მათით შემოსასვლელის ინტერიერს.

მოკლედ, შემოსასვლელის ავეჯი თუ გსურთ, მოგვმართეთ. ჩვენ დაგეხმარებით, ამ ოთახში შექმნათ ისეთი გარემო, რომ სტუმარს ოჯახში ფეხის პირველად შემოდგმისთანავე დადებითი განწყობა შეექმნას.

Keywords: shemosasvlelis aveji

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » შემოსასვლელის ავეჯი
გაგიმარჯოთ. სამწუხაროდ არა, ჩვენი სამუშაო მასალაა ლამინატი ემდეეფი აკრილი.
რათქმაუნდა
ჩვენი ლოკაციის ადგილი თბილისია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ბათუმშიც ვიღებთ შეკვეთებს.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)