საბავშვო ავეჯის დამზადება

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
22-10-2022 898 0

ავეჯი ბავშვის ოთახისთვის - რჩევები და შეთავაზება

საბავშვო ავეჯის დამზადება შეკვეთით გონივრული გადაწყვეტილებაა იმ მშობლებისთვის, რომელთა ოჯახს პატარა (პატარები) შეემატა. ოჯახში, განსაკუთრებით პირველი ბავშვის დაბადებისთანავე, ყველაფერი - ყოფის უწინდელი წესი, თავისუფალი დროის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული პრიორიტეტები თუ ბინის იერსახე, ერთიანად იცვლება. ბავშვს აუცილებლად სჭირდება ცალკე ოთახი, უკიდურეს შემთხვევაში - საკუთარი კუთხე მაინც. და როცა ფართის საკითხი მოგვარებულია, დგება მისი ავეჯით მოწყობის საჭიროება. ამ მხრივ ჩვენი რჩევები განსაკუთრებით ახალბედა მშობლებს გამოადგებათ.

ავეჯი სკოლამდელი ბავშვის ოთახისთვის

ახალშობილის ოთახში სივრცეზე განსაკუთრებული ზრუნვა საჭირო არაა, რადგან პირველ თვეებში პატარა ადამიანის ცხოვრება ძირითადად ძილისგან, კვებისგან, ტირილისა და სამყაროს თვალიერებისგან შედგება. მთავარია, ოთახი უსაფრთხო და მოსახერხებელი იყოს. ფერები - მშვიდი, განათება - მსუბუქი, ტექსტილი - მინიმალური, რათა მტვერი არ დაგროვდეს. ამ ეტაპზე საჭირო ავეჯის ჩამონათვალი მინიმალურია და ის საწოლისა და კამოდისგან შედგება.

ნახსენები საქმე არის საპასუხისმგებლო. საწოლი აუცილებლად უსაფრთხო და კომფორტული უნდა იყოს, მასალა - ეკოლოგიურად სუფთა. უმჯობესია, თუ არჩევანს ბუნებრივ ხეზე ან ემ-დე-ეფზე გააკეთებთ. გასათვალისწინებელია ბევრი დეტალი. მაგალითად, რიკულები არ უნდა იყოს ისე დაშორებული, რომ მათ შორის ბავშვი გაეტიოს და გადმოვარდეს. რიკულების მდებარეობა არც მეტისმეტად ახლოს ივარგებს - ვაითუ პატარას რიკულებს შორის ფეხი ან ხელი გაეჭედოს და იტკინოს.

ოთახში, სადაც ახალშობილია, მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია კამოდს. მასში თავმოყრილია ლამის ყველაფერი, რაც პატარას და მასზე მზრუნველ დედიკოს ხელის გასაწვდენ მანძილზე უნდა ჰქონდეს - სათამაშოები, ბოთლები, პამპერსები თუ ბავშვის მოვლის სხვადასხვა საშუალება.

უკვე მას შემდეგ, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს და მიეჩვევა მშობლებისგან დამოუკიდებლად ჭამას, ძილსა და თამაშს, მისი ოთახის მოდელირების ახალი ეტაპი დგება.

სტილის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის ოთახში ჰარმონია აუცილებელია პატარას სწორი ემოციური განვითარებისთვის.

გოგონას ოთახისთვის პოპულარული ფერებია: თეთრი, ვარდისფერი, სადაფისფერი, კრემისფერი, იისფერი და სხვა. მაგალითად, თეთრი ფერის ხის ავეჯი, ვარდისფერი კედლებისა და ტექსტილის კონტრასტული აქცენტების ფონზე, სივრცეს პრინცესას ოთახად გადააქცევს.

ფერთა გამის სწორად შერჩევა სჭირდება ბიჭუნას ოთახსაც. რა თქმა უნდა, ნაზი პროვანსი და გლამურული არტ-დეკო ნამდვილ მამაკაცზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს. ვაჟკაცს შედარებით ცივი, მკაცრი, გამოკვეთილი მუქი ფერები, მამაკაცური ხასიათის შესატყვისი შტრიხები შეშვენის.

როგორც გოგონას, ისე ბიჭუნას შემთხვევაში, ოთახისა და ავეჯის პატარას საყვარელი მულტფილმის პერსონაჟების გამოსახულებებით გაფორმება კარგი გადაწყვეტილებაა. მაგალითად, ეტლისა თუ ავტომობილის ფორმის საწოლი აუცილებლად აღაფრთოვანებს თქვენს ბავშვს, ხოლო იმისთვის, რომ საწოლი იდეალურად შეესატყვისებოდეს მფლობელის ფანტაზიას, მის დამზადებას შეკვეთით გირჩევთ.

შეკვეთით დამზადება თავიდან აგარიდებთ თქვენი პატარასთვის იდეალური ფერის, ფორმისა თუ თემატურად გაფორმებული პროდუქციის მაღაზიებსა და საიტებზე ძებნის მომქანცველ პროცესს, რომელიც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამდვილად არ იძლევა იმის გარანტიას, რომ აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ. ოღონდ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თემატური ავეჯი უნივერსალური და სამუდამო ვერ იქნება. ბავშვი ყოველწლიურად კი არა, ყოველწამიერად იზრდება, ეცვლება გემოვნება, წარმოდგენები და მისწრაფებები და მაღალია იმის შანსი, რომ კონკრეტული მულტფილმი და მისი პერსონაჟი, რომელიც გუშინ აღაფრთოვანებდა, ხვალ სრულიად უინტერესოდ მოეჩვენოს.

თუკი ამ ყველაფერს თავიდანვე გაითვალისწინებთ, ხოლო ერთ დღეს ბავშვის გემოვნების ცვლილების გამო ავეჯის გადაკეთება გახდება საჭირო, ამას მარტივად მოახერხებთ, და თავიდან აიცილებთ ახალი ავეჯის შესაძენად დამატებითი ხარჯის გაწევას.

ზოგადად, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ოთახის ფართობის უდიდეს ნაწილს სათამაშო სივრცე უნდა შეადგენდეს. როგორი ავეჯი უნდა იყოს სათამაშო ზონაში? ხალიჩაზე სხვადასხვა სათამაშოსთან ერთად, მიზანშეწონილია რბილი, უკარკასო სავარძლებისა (პუფები) და დაბალი მაგიდის განთავსება, რომელზეც ბავშვი ხატვასა თუ ძერწვას შეძლებს. დაბალ მაგიდას გოგონები წარმატებით გამოიყენებენ თავიანთი თოჯინებისთვის ჩაით გამასპინძლებისთვის, ხოლო ბიჭები - კონსტრუქტორით მთელი ქალაქის აშენებისა თუ რობოტების ორთაბრძოლის ორგანიზებისთვის.

ავეჯი მოსწავლის ოთახისთვის

მას შემდეგ კი, რაც ბავშვი პირველ კლასში შეაბიჯებს, მშობლებს მისთვის, პირველ რიგში, საწერი მაგიდისა და სავარძლის შეძენა მოუწევთ. ისინი ბავშვის სიმაღლესთან, წონასა და ფიზიოლოგიასთან თანხვედრაში უნდა იყოს. სავარძელი უნდა რეგულირდებოდეს სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინებით, მაგიდა კი შესაძლოა იყოს როგორც კომპიუტერის, ისე - ჩვეულებრივი. მთავარია, ბავშვი მასთან თავს კომფორტულად გრძნობდეს და გამართულად იჯდეს. აუცილებელია, მაგიდას ჰქონდეს უჯრები, თაროები, სადაც მოსწავლე რვეულებს, სახელმძღვანელოებსა თუ საკანცელარიო ნივთებს შეინახავს.

ბავშვის ოთახში საწოლი ძალიან მნიშვნელოვანი ელემეტია, რომელსაც მყარი კონსტრუქცია და შესაფერისი მატრასი უნდა ჰქონდეს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბავშვს უყვარს საწოლზე ხტუნვა და ის გამძლე არამხოლოდ ძილისთვის უნდა იყოს.

ბავშვის ოთახში აუცილებლად უნდა შეირჩეს ადგილი გარდერობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს პატარა ასაკიდანვე ჰქონდეს ტანსაცმლის საკუთარი კარადა. ასე მას თავიდანვე მიაჩვევთ არა მხოლოდ დამოუკიდებლად ჩაცმა-დახურვას, საკუთარი ტანსაცმლის მოფრთხილებას, მის სუფთად და მოწესრიგებულად შენახვას.

რაც მთავარია, ბავშვის ოთახში ყველანაირი ავეჯი - მაგიდა იქნება ის, კარადა, საწოლი თუ სკამი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას.

ჩვენი სპეციალისტები ყველაზე უკეთ დაგეხმარებიან, თქვენი პატარას ოთახისთვის ავეჯი ბავშვის სქესის, ასაკის, აღნაგობისა და ინტერესების შესაბამისად შეარჩიოთ.

თუ გადაწყვიტეთ, უნდა დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ნომერზე, რათა შევათანხმოთ ყველა დეტალი და დავგეგმოთ პროცესი. ჩვენ ვცდილობთ, არა მხოლოდ გავამართლოთ დამკვეთის მოლოდინი, არამედ სასიამოვნოდაც გავაოცოთ ის.

Keywords: sabavshvo avejis damzadeba

ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » საბავშვო ავეჯის დამზადება
გამოგვიგზავნეთ საიტზე მითითებულ ელფოსტაზე და მალევე შეგეხმიანებით.
არის კონსტრუქციები რომლებიც მოგვაქვს წინასწარ გამზადებული და არის დეტალები რომლებიც ადგილზე ეწყობა, ეს დამოკიდებულია შევეთის მოცულობაზე და კონსტრუქციულ სირთულეზე.
სამწუხაროდ შეკეთების და აღდგენის სერვისი ჩვენ არ გვაქვს.
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 2 / შეფასების ისტორია)