ავეჯის ცეხი

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
23-06-2022 837 0

დაამზადე ჩვენთან

თბილისში ავეჯის ცეხი არაერთია და მათი სიმრავლე მომხმარებელთა მხრიდან დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ცენტრები სავსეა მზა პროდუქციით და ასევე მარტივად ხდება უცხოური ავეჯის გამოწერა, მომხმარებელთა უმეტესობა მაინც საკუთარი გემოვნებით დამზადებულ, ინტერიერის სტილის შესაფერის ექსკლუზიურ ავეჯს ანიჭებს უპირატესობას.

თუმცა მსგავსი სერვისი არაერთია, ყველა მათგანის მომსახურებით როდი რჩება კმაყოფილი მომხმარებელი. ზოგს არაკვალიფიციური სპეციალისტები ჰყავს, ზოგი არაა აღჭურვილი ყველა საჭირო დაზგა-დანადგარით, აღარაფერს ვამბობთ ზოგიერთ არაკეთილსინდისიერ თანამშრომელზე, რომლებიც წინასწარ სძალავენ თანხას მომხმარებელს და ან როდის-როდის, ხანგრძლივი ლოდინის და ნერვების წყვეტის მერე უმზადებენ სასურველ ავეჯს, ან იმდენად უხარისხოდ შესრულებული მიაქვთ ადრესატამდე, რომ საერთოდ ვერ მოდის შესაბამისობაში ვერც დაკვეთილ დიზაინთან და ვერც კონკრეტული საწარმოს მიერ სოციალურ ქსელებში რეკლამირებურ საქმიანობასთან.

რა გამოგვარჩევს სხვებისგან

იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიო ასე მომრავლებულ საწარმოებს, რასაკვირველია, პირველ რიგში, მაღალპროფესიონალიზმით უნდა გამოირჩეოდე. სწორედ ასეთი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, რომლებიც ნებისმიერი სირთულისა თუ დიზაინის ავეჯს მთელი მონდომებით ამზადებენ;

მეორე კრიტერიუმი, რაც საჭიროა წარმატებული მუშაობისთვის, შესაფერისი დანადგარებია, რითაც სრულადაა აღჭურვილი ჩვენი საწარმო. ასე რომ, თამამად გაგვიზიარეთ თქვენი იდეები და ერთი შეხედვით უცნაური ნიუანსებიც კი. ჩვენთვის პრობლემა არაა ნებისმიერი ფორმის თუ მასალის დამუშავება;

მესამე, რაც ძალიან მტკივნეული საკითხია ზოგადად მომხმარებლისთვის, არის ხელოსნის უპასუხისმგებლობა. ალბათ, ნებისმიერი თქვენგანი აღმოჩენილხართ არაკეთილსინდისიერი, უსინდისო ვაიხელოსნის მსხვერპლი. ჩვენ ამ მხრივაც არ ვუცრუებთ იმედს და მოლოდინს მომხმარებელს და დროულად და გარანტიით უზრუნველვყოფთ სასურველი შეკვეთით.

სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხანგრძლივი საქმიანობის განმავლობაში უკუკავშირი აქამდე არ გვქონია. შესაბამისად, კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენს ხანგრძლივვადიან საქმიანობას განაპირობებს, ჩვენ კი გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი საიმედო რეპუტაციის წყალობით დიდხანს დავრჩებით ავეჯის წარმოების ბაზარზე.

რატომაა ჩვენი სერვისი ასეთი მოსახერხებელი და კომფორტული მომხმარებლისთვის?

იყო დრო, როცა სერიული ავეჯი იწარმოებოდა და სტანდარტულ ბინებში ლამის ყველას იდენტური ავეჯი ედგა. დღეს სხვადასხვა პროექტის ინტერიერი განსხვავებული მოცულობის, განლაგების თუ ტონალობის ავეჯს მოითხოვს. თავისთავად, ადამიანების გემოვნებაც განსხვავებულია და ყველას უნდა, ექსკლუზიური, კომფორტული ავეჯით მოიწონოს თავი. არჩევანი დიდია, შეგიძლიათ უცხოურ საიტებზე იპოვოთ საოცნებო ავეჯის დიზაინი, შეგიძლიათ საკუთარ ფანტაზიას მოუხმოთ და ყველა დეტალი თავად დახაზოთ; ასევე შესაძლებელია ჩვენი დიზაინერის რეკომენდაციებით ისარგებლოთ. ემ-დე-ეფის მასალა, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა ბუნებრივი ხის მასალა და უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ფინანსურად, საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ფორმის, ყველაზე უჩვეულოსიც კი, ავეჯი დაგიმზადოთ;

მხოლოდ ვიზუალი

ალბათ, შეგიმჩნევიათ, სავაჭრო ცენტრებში გამოფენილი ავეჯი, რომელიც ვიზუალურად შთამბეჭდავად გამოიყურება, შიგნიდან დაბალხარისხიანი მასალითაა დამზადებული, ასე ვთქვათ, ნარჩენი ფანერებით. სჭვალებიც (შურუპები) ცუდადაა მოჭერილი და ამიტომ ავეჯს დროდადრო შეკეთება სჭირდება; აქსესუარებიც ყველაზე იაფფასიანია და შესაბამისად, ისინი მალე ტყდება.

შეკვეთით დამზადების შემთხვევაში კი თავად ირჩევთ ავეჯის მასალას, ფერს, აქსესუარებს და ხელოსნისგანაც გარანტიებს იღებთ ხარისხზე.

მაშ, თუ გნებავთ მაღალპროფესიონალური და პასუხისმგებლიანი მომსახურება, დაგვიკავშირდით და ჩვენ თქვენს ოცნებას გარანტირებული ხარისხით და დროულად ავასრულებთ!

ჩვენთან ნებისმიერი სახის ავეჯის დამზადებაა შესაძლებელი:

  • კარადები;
  • საწოლები;
  • ტუმბოები და კამოდები;
  • მაგიდები, მათ შორის, ტრანსფორმერი მაგიდები;
  • სტელაჟები.

დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე და მიიღეთ ჩვენი მომსახურება მისაღებ ფასად!

Keywords: avejis cexi


MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » ავეჯის ცეხი
მოგვწერეთ თქვენი მისამართი და სამუშაო საათები, უახლოეს პერიოდში გესტუმრობით.
რათქმაუნდა ვმუშაობთ. რაც შეეხება ფერების არჩევას ამას შეძლებთ კატალოგიდან თქვენთან ვიზიტის დროს, დიზაინის საკითხებსაც ადგილზე გავივლით.
მოგვწერეთ თქვენი მისამართი, შემდგომ მოვალთ და ყველა საკითხს ადგილზე გავივლით.

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 5 / შეფასების ისტორია)