ავეჯის შეკვეთა

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
19-04-2022 794 0

ჩვენი შემოთავაზება

ავეჯის შეკვეთა ეს არის ყველასგან გამორჩეული სტილი თქვენს ინტერიერში, სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ადგილობრივი თუ უცხოური წარმოების პროდუქცია, ერთი შეხედვით, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს გაუადვილებს არჩევანის გაკეთებას, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობა მაინც ინდივიდუალური გემოვნებით შეკვეთას ანიჭებს უპირატესობას.

რითი ჯობია საკუთარი გემოვნებით შეკვეთილი ავეჯი მზა ნაწარმს?

  • საკუთარი გემოვნებით და დიზაინით შექმნილი პროდუქცია ექსკლუზიური და უნიკალურია.
  • როგორც წესი, მზა ავეჯი სტანდარტული ზომისა და ფორმის ოთახებზეა გათვლილი და თუ არასტანდარტული ინტერიერი გაქვთ, რასაკვირველია, სივრცის უკეთ ათვისებისთვის თქვენი დიზაინით სჯობს შეკვეთის მიცემა.
  • ემ-დე-ეფის მასალა, ხის მასალისგან განსხვავებით, ფერთა მრავალფეროვანი პალიტრის არჩევის შესაძლებლობას იძლევა და ამ შემთხვევაშიც, სურვილისამებრ შეგიძლიათ სასურველი ტონალობის შედევრი დაამზადებინოთ.
  • როცა უკვეთავთ, სანდო და კეთილსინდისიერი ხელოსნების შემთხვევაში, გარანტირებული გაქვთ მაღალი ხარისხის ნაკეთობა.

დღეს ავეჯზე შეკვეთებს ( avejis shekveta ) ბევრი საწარმო იღებს, მაგრამ დაგვეთანხმებით, ყველა როდი ამართლებს მომხმარებლის ნდობას. თაღლითი ხელოსნები, კვირების თუ თვეების განმავლობაში ლოდინი და არცთუ იშვიათად არაადეკვატური და უხარისხო ნაკეთობები სამართლიანად იწვევს მომხმარებლების გაგულისებას.

რითი გამოვირჩევით

ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ ჩვენს იმიჯზე და შესაბამისად, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ავეჯის თითოეული დეტალი ჩვენი თანამშრომლების მიერ გულმოდგინედ მუშავდება, რაც ნაკეთობის ელეგანტურობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას განაპირობებს.

ჩვენ დაგიმზადებთ ყველანაირ ავეჯს ბინისთვის, აგარაკისთვის და ოფისისთვის ემ-დე-ეფის მასალით. ეს მასალა გამოირჩევა იმით, რომ ხისგან განსხვავებით, ძალიან მოსახერხებელია ავეჯისთვის სხვადასხვა სირთულის ფორმის მისაცემად; ის ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს; გარდა ამისა, კარგად იტანს სინოტივეს და თუ თქვენი ბინა ნესტიანია, სწორედ ამ მასალის ავეჯია რეკომენდებული; მრავალფეროვანი ტონალობების მოყვარულებსაც მეტ არჩევანს სთავაზობს და ამ ყველა ღირსებასთან ერთად, შედარებით ხელმისაწვდომიცაა.

ჩვენი პრიორიტეტია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის შექმნა, არამედ დაკისრებული მოვალეობის უმოკლეს ვადებში შესრულება. მართალია, სამუშაო პროცესის ვადები შეკვეთის სირთულესა და ავეჯის რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დათქმულ დროს არასდროს ვაცილებთ.

გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი სპეციალისტები თავად გაგიზომავენ ოთახს და შესაფერისი ესკიზის შექმნაშიც დაგეხმარებიან.

დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით ინტერიერში მყუდრო და კომფორტული ატმოსფეროს შექმნაში!

MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » ავეჯის შეკვეთა
დიახ
თუ ჯგუფი თავისუფალია მეორე დღესვე დავიწყებთ, თუ არადა მაქსიმუმ 1 კვირის შემდეგ
დიახ

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 4 / შეფასების ისტორია)