ავეჯის ხელოსანი

(10)

დაგვიკავშირდით

511161622
24-04-2022 1 542 0

ხარისხიანი შესრულება და სისწრაფე

კარგი ავეჯის ხელოსანი გამოძახებით რომელიც ბოლომდე გაამართლებს თქვენს იმედებს დაგვეთანხმებით მართლაც სანთლით საძებარია, რადგან ალბათ, სოციალურ ქსელებში ხშირად წაგიკითხავთ იმედგაცრუებული თუ სასოწარკვეთილი მომხმარებლების უკმაყოფილო კომენტარები, რომელთაგან ზოგი უხარისხოდ შესრულებული ავეჯის გამო გამოთქვამს აღშფოთებას, ზოგი თვეობით ელოდება ნანატრ ნივთს, ზოგი კი საერთოდ გაუჩინარებულ, თაღლით სპეციალისტსა და წინასწარ გადახდილ და საბოლოოდ წყალში გადაყრილ არცთუ პატარა თანხას მისტირის.

ნახსენები ხელოსანი უნდა იყოს:

  • კეთილსინდისიერი;
  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • დიდი პასუხისმგებლობის მქონე;
  • თავისი საქმის პროფესიონალი.

საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ავეჯის საწარმოა. მათ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული საჩვენებელი ფოტოები თვალს გვჭრის და აღფრთოვანებულები ვაღიარებთ, რომ ეს სწორედ ისაა, რაზეც ვოცნებობდით. ამ დროს ძნელია, ცდუნებას გაუძლო და რისკებზე იფიქრო: აგვიწყობენ ზუსტად ასეთი დიზაინის ავეჯს? ხარისხის გარანტიას მოგვცემენ? დროულად ჩაგვაბარებენ სასურველ ნივთს?

ნდობა

რა თქმა უნდა, პრაგმატული ადამიანი ბრმად არ ენდობა სრულიად უცხო ადამიანებს და ცდილობს, ნაცნობ-მეგობრების რეკომენდაციით ისარგებლოს, თუმცა არც ამ დროსაა ყველა დაზღვეული, რადგან ხშირად ხდება, რომ თუ მავანმა დროულად მიიღო ხარისხიანი ავეჯი, ვიღაც შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს.

დაწვრილებით კიდევ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კეთილსინდისიერი, პროფესიონალი სპეციალისტი?

  1. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს კონსულტაცია უნდა გაუწიოს ავეჯის მოდელის შერჩევისას, ინტერიერის ფორმისა და დიზაინის გათვალისწინებით;
  2. დროულად, დათქმულ ვადებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება;
  3. ზუსტად იმ სახის ავეჯი აუწყოს, რა მოლოდინიც აქვს მომხმარებელს;
  4. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რომ მის მიერ აწყობილი ავეჯი ხარისხიანია და ხანგრძლივად მოემსახურება შემკვეთს.

როცა კლიენტი კმაყოფილია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული საწარმო ხანგრძლივვადიან ფუნქციონირებაზე დებს ფსონს.

პრიორიტეტი

ჩვენთვის პრესტიჟი და მომხმარებლის ნდობა უმნიშვნელოვანესია. მაქსიმალურად ვცდილობთ, ნებისმიერი გემოვნების მქონე კლიენტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რადგან კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი იმის დასტურია, რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ.

ჩვენი თანამშრომელი იზრუნებს, რომ თქვენს ინტერიერში სიმშვიდის და კომფორტის ატმოსფერო სუფევდეს, მყუდრო გარემოს შესაქმნელად კი, დაგვეთანხმებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კომფორტული ავეჯია.

მოგვმართეთ და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები ყველა ნიუანსის გათვალისწინებით აგიწყობენ სასურველ ავეჯს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დათქმულ ვადაში მოგიტანენ სახლში.


ავეჯის დამზადება
MySpec.Ge » ავეჯის დამზადება » ავეჯის ხელოსანი
დიახ
რათქმაუნდა
საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მოვიწვიოთ
ინფორმაციათქვენ ხართ სტუმარი საიტზე, კომენტარის დასამატებლად გაიარეთ რეგისტრაცია.

სერვისის შეფასება

10
სერვისი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ხარისხი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
ფასი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
10
პუნქტუალობა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
შეფასება: 10 - დან 10 (შეფასებები: 6 / შეფასების ისტორია)