გიფსოს ხელოსანი
დაგვიკავშირდით
557236236შთამბეჭდავი დეკორი ინტერიერში
მოიძიო გიფსოს ხელოსანი, რომელიც შეკვეთას მისაღებ ფასად და რაც მთავარია, მაღალ დონეზე შეასრულებს, იოლი ამოცანა სულაც არ არის. ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საქმე ძალიან მარტივი შესასრულებელია და განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ საჭიროებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს - როგორი ტიპისა და ხარისხისაა მასალა, რამდენად მაღალ დონეზეა შესრულებული სამუშაო და ზედმიწევნით დაცულია თუ არა მონტაჟის ყველა სტანდარტი.
თუკი აღნიშნული წესების დაცვით არ შესრულდება, დასრულებული ნაკეთობა, კედელი იქნება ის, ჭერი თუ უბრალოდ ფიგურა, პირვანდელ სახეს მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში შეინარჩუნებს, შემდეგ კი ნელ-ნელა ჯერ ბზარებს გაიჩენს ან დეფორმირდება, მოგვიანებით კი სულ დასკდება და დაიშლება.
მასალა
ნახსენებ ფილებს სამშენებლო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებში აქტიურად მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იყენებენ და პრაქტიკულობის გამო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამშენებლო მასალად მიიჩნევა.
გამოსაყოფია მისი ფასი - სხვა მსგავსი ტიპის მოსაპირკეთებელ მასალებთან შედარებით, ის გამოირჩევა როგორც დაბალი ღირებულებით, ისე მონტაჟის სიიაფითა და სისწრაფით. ერთბლიობაში კი, პრაქტიკულობა და სიიაფე ამ მასალას იდეალურს ხდის.
ფილა დამზადებულია თაბაშირისა და მუყაოს ფურცლებისგან და ვინაიდან თაბაშირის შემცველობის გამო ის არ არის წყალმედეგი, გამოიყენება მხოლოდ შენობის ინტერიერში ტიხრების გასაკეთებლად, კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად. გიფსოკარდონის ფილა ძირითადად გვხვდება რამდენიმე სტანდარტული ზომის სახით, ყველაზე გავრცელებული კი 2500x1200x12,5 მმ ზომებისაა.
ზომების გარდა, ფილები განსხვავდება შემადგენლობისა და დანიშნულების მხრივაც. არსებობს ჩვეულებრივი, ნესტ და ცეცხლგამძლე ფილები.
ფილების ტიპები
ჩვეულებრივი ფილა - თეთრი, მუყაოს შეფერილობისაა. გამოიყენება მშრალი და ნორმალური ტენიანობის პირობებში, ინტერიერში შესარულელებელი სამუშაოებისთვის: ტიხრების გასაკეთებლად, კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად.
ნესტგამძლე ფილა - მწვანე შეფერილობისაა. გამოიყენება ისეთ ოთახებში, სადაც ნესტი, ორთქლი და მაღალი ტენიანობაა - სააბაზანოში, სამზარეულოში, ტუალეტში კედლებისა თუ ჭერის მოსაპირკეთებლად.
ცეცხლგამძლე ფილა - წითელი შეფერილობისაა. მას მოიხმარენ ბუხრის პირების და სხვა მსგავს, ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის სიახლოვეს მდებარე მონაკვეთების მოსაპირკეთებლად.
ამას გარდა, არსებობს თაბაშირბოჭკოვანი ფილები, რომლებიც მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა და მაღალი ბგერაიზოლაციის აკუსტიკური თაბაშირ-მუყაოს ფილები.
მონტაჟის სახეობები
ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და იაფი გზაა უსწორმასწორო ზედაპირისა თუ გვერდების გამოსასწორებლად. ის საშუალებას იძლევა, კედლებისა თუ ჭერის ზედაპირი იდეალურად სწორი მანიმალური ძალისხმევითა და დანახარჯებით გავხადოთ. ამასთან, გავაკეთოთ ნებისმიერი ფორმის ფიგურები, დავფაროთ გაყვანილობა, სადენები. მონტაჟი ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელთა შერჩევა სარემონტო ფართობის, ზედაპირის ტიპისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.
არსებობს გიფსოკარდონის მონტაჟის ორი ძირითადი ტიპი - კარკასული და უკარკასო. პირველ შემთხვევაში ფილას აკრავენ ლითონის პროფილებისგან ან ხისგან წინასწარ გაკეთებულ კარკასზე. მეორე შემთხვევაში ფილა პირდაპირ კედელზე, სპეციალური გიფსოს წებოთი ან იმავე თაბაშირით ეკრობა.
კარკასული ტიპი
მაგალითად, ჭერზე კარკასული სისტემაა საჭირო, ამ ტიპის ჭერში დამალულია ყველა სადენი, წყლისა თუ ვენტილაციის მილები. რაც მთავარია, კარკასი საშუალებას გვაძლევს, ჭერის ზედაპირი სასურველი კონფიგურაციით გავაკეთოთ, დავამონტაჟოთ ნებისმიერი ტიპის წერტილოვანი და სხვა განათება.
როდესაც სამუშაო კედლებზე კარკასის გამოყენებით ხდება, ამ შემთხვევაშიც მარტივად იმალება სადენები და მილები. თუკი გარე კედელი თხელია, ტემპერატურისა და ხმის იზოლაციას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ან ატარებს ნესტს, კარკასში ატანენ მინაბამბას ან ქვაბამბას და შემდეგ აკრავენ ფილას.
ასევე კარკასის გამოყენებით, ოღონდ ჩვეულებრივისგან განსხვავებული ზომებისა და ტიპის პროფილებით ხდება ტიხრების გაკეთება. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ტიხარს ორივე მხრიდან თაბაშირ-მუყაოს ფილის ორ შრესაც უკეთებენ. ეს ტიხრის სიმტკიცეს, სითბოსა და ხმის იზოლაციას კიდევ უფრო ამაღლებს.
არაკარკასული ტიპი
რაც შეეხება არაკარკასულ ტიპს, მისი გამოყენება მხოლოდ კედლებზე შეიძლება, კარკასულთან შედარებით კი, მისი უპირატესობები კიდევ უფრო ნაკლები დანახარჯები და სივრცის დაზოგვაა (მიწებებული ფილა კედლიდან სულ რაღაც 20 მილიმეტრზე გამოდის). გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის მონტაჟს, რომელიც თაბაშირ-მუყაოს ფილის გიფსო წებოთი მიმაგრებას გულისხმობს, გარკვეული გამოცდილება სჭირდება, რათა საიმედოდ მოხდეს კედელზე ფილის მიკვრა და სისწორის დაცვა.
ჩვენ ვასრულებთ თაბაშირ-მუყაოს ნებისმიერი სირთულის სამუშაოს და ამას ვაკეთებთ ოპტიმალურ დროში, მაღალი ხარისხითა და მისაღებ ფასად. მოგვმართეთ, გაგვაცანით თქვენი ჩანაფიქრი და სურვილი, ჩვენი პროფესიონალი ხელოსნები კი დაგეხმარებიან როგორც სარემონტო სამუშაოების დაგეგვმის, ისე ხარისხიანი მასალის შერჩევის პროცესში. გვერწმუნეთ, შედეგით აუცილებლად სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
Keywords: gifsos xelosani